x
მეტი
  • 30.11.2020
  • სტატია:105315
  • ვიდეო:348920
  • სურათი:470914
რა წარწერა აღმოაჩინეს ფარაონ ტუტანხამონის ამფორაზე და როგორ გააქრო ნერონმა ვაზის ერთ დროს ყველაზე პოპულარული ჯიში?
უძველესი დროიდან ღვინო ღმერთების და მბრძანებლების სასმელად იყო მიჩნეული. ამ სტატიაში შევეცდებით, ვისაუბროთ ღვინოებზე, რომლებსაც ძველი სამყაროს ყველაზე გავლენიანი პირები მიირთმევდნენ.


ძველ ეგვიპტელებს სწამდათ, რომ ვაზის გახარება და ღვინის დამზადება ადამიანებს ღმერთმა ოსირისმა ასწავლა. ამიტომ როგორც ფარაონები, ასევე მაღალი წოდების მქონე ეგვიპტელები ლუდთან შედარებით ღვინოს უფრო დიდ უპირატესობას ანიჭებდნენ. მეცნიერებმა ფარაონ ტუტანხამონის სამარეში ღვინის ამფორები აღმოაჩინეს, რომელთა ზედაპირზე გაკეთებული წარწერები სასმელის დამამზადებლების და მისი წარმოშობის შესახებ იუწყებოდა. ასე წერია ერთ-ერთ ჭურჭელზე: “კარეტში მცხოვრები ატონის სახლის ტკბილი ღვინო. მეღვინე რამოსი”. ამავე ჭურჭელში აღმოაჩინეს წითელი ღვინის ნარჩენები და მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა, 18 წლის ასაკში გარდაცვლილი ფარაონი ტკბილი წითელი ღვინის მოყვარული გახლდათ.


ასევე დაგაინტერესებთ: როგორი იყო და რამდენ სახეობად იყოფოდა ღვინო ძველ რომში?


თეთრი ღვინო და თეთრი ჯიშები ძველბერძნული ქალაქი-სახელმწიფოების გაჩენამდე არ არსებობდა. სამაგიეროდ რომის იმპერატორს უკვე გააჩნდა იმის ფუფუნება, რომ არჩევანი საუკეთესო თეთრ ღვინოთა შორის გაეკეთებინა. ძველ რომში ძველი ღვინო უმაღლესი დონის სასმელად იყო მიჩნეული და ღვინის სიკეთეზე მისი ასაკის მიხედვით მსჯელობდნენ. ამიტომ იმპერატორები სპეციალურად ეძებდნენ რაც შეიძლება ძველ ღვინოებს საკუთარი ენოთეკის შესავსებად. მბრძანებლის პირადი მეღვინეები მთელი რომის იმპერიის უზარმაზარ ტერიტორიაზე - ბრიტანეთის კუნძულებიდან სპარსეთის საზღვრებამდე ეძებდნენ იშვიათ და ყველაზე ძველ ღვინოებს სახელმწიფოს პირველი პირის სარდაფის მარაგების შესავსებად.



(სტატიის სრული ვერსია იხილეთ allwine.ge-ზე)


რომი

1
93
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
93
  
24 ოქტომბერი, 7:35
ყურძნის და ღვინის ისტორია მოდის საქართველოდან,აღმოჩენები რომელიც ჩვენს სამშობლოში საქართველოშია არი 8500-ათასი წლის რაც დაამტკიცებულია ისტორიკოსების და მკვლევარების მიერ,ასე რომ მაგ სახელმწიფოებმა საქართველოდან და ქართველებიდან ისწავლეს ყურძნის არსებობა და მისგან ღვინის დაყენება!!!
0 1 1