x
image
რუსუდან ნადირაშვილი
ინფორმაციის დამალვა დანაშაულია - გვარამია ახალ ფაქტებს ასაჯაროებს
image

.

ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, ზუგდიდში მომხდარი სპეცოპერაციის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ზუგდიდში შეიარაღებული პირის მძევლებიდან ერთ-ერთი ჯარისკაცი დავით ხვიბლიანია. გვარამიას ინფორმაციით, ხვიბლიანის სტატუსს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან საქმის მონაწილეა.

.

„დავით ხვიბლიანი ჯარისკაცია, ბიბლიოთეკარი თუ მეწისქვილე, საერთოდ არ მადარდებს. წყარომ მომცა ინფორმაცია, რომ ტერორისტია. პირნათლად შევასრულე ჩემი სამოქალაქო ვალდებულება და პატრულს ვაცნობე.

აბა, მე ხომ არ დავიწყებდი გამოძიებას და ინფორმაციის სისწორის გადამოწმებას?!

.

პლიუს ამას, ინფორმაციის დამალვა დანაშაულია, რომელსაც ნამდვილად არ ჩავიდენ, ვის რა წარმოდგენაც არ უნდა ჰქონდეს ხვიბლიანზე, მით უფრო, როცა 20 ადამიანის სიცოცხლის საკითხი შეიძლება გადაწყდეს ამ ინფორმაციით.

რაც შეეხება ჩემ შინაგან რწმენას, მას როგორც ფაქტს, ვერ გავავრცელებ, მაგრამ როგორც მოსაზრებას - ცხადია კი.

.

დარწმუნებული ვარ ხვიბლიანის თანამონაწილეობაში და ყველა ინდიკატორი ამას ამტკიცებს:

შიდა ვიდეო კადრები, სადაც ზედაპირზეა, რომ ფეიკ მძევალია და იქცევა, როგორც ოპერაციის ტვინი, არათუ უბრალო თანამონაწილე;


ჩემთან დარეკა საკუთარი ალიბის შესაქმნელად, და გვარი არაფრით არ მითხრა. რა მოტივით დამალა გვარი მძევალმა? როგორ და რატომ წავიდა „სამავოლკაში“ სენაკის მკაცრად რეგულირებული ბაზიდან?

.

ბანკში ჰქონდა საქმე და პრაქტიკულად დანაშაული ჩაიდინა ამის გამო? თან მაინცდამაინც ზუგდიდის ბანკში ჰქონდა საქმე და სენაკში ბანკები არაა?


ნუ იტყუებით მისი გულშემატკივრები, რომ ბაზაზეა და ელაპარაკეთ ტელეფონით. არც მოწმის/მძევლის სახით იკითხება.


სახელმწიფო თუ ასე ამბობს, ამას თავისი ოპერატიული (იმედია, და არა პოლიტიკური) მიზეზები აქვს“, - წერს გვარამია სოციალურ ქსელში.


ინფორმაციისთვის, 21 ოქტომბერს, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ მთავარ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ის მედიას და სამართალდამცველებს მძევლების საშუალებით ეკონტაქტებოდა.


შეიარაღებული პირის მთავარი მოთხოვნა იყო ნახევარ მილიონი დოლარი, ვერტმფრენი და ადგილის უსაფრთხოდ დატოვება. მან მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ მიიღო მოთხოვნილი თანხა და ტერიტორია 3 პირთან ერთად დატოვა, რომლებიც შუაღამისას გაათავისუფლა.

3
499
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
499
  
23 ოქტომბერი, 21:23
არ გაგვაბრაზოთ და არ ქნათ ისე,რომ ეს ვქნათ. ჩემთვის და თქვენთვის ბიჭები კვდებიან და ტერორისტიო?! თქვენი დედაც სუყველასი. წაკუზულები ხართ და გეშინიათ,როცა მზად ვართ ჩვენ ყოვლეთვის. გიოს სისხლს მაინც ავიღებთ და დედას გიტირებთ საქართველოს მტრებს. მაგ ბიჭს თავი გაანებეთ თქვენი...
23 ოქტომბერი, 21:18
არავინ ქნას ეგ თორე გადაგივლით ყველას. ვინც მაგას ტერორისტს ეძახით,თქვენ საქართველო არ გიყვართ. ცოტა ხანი გიყურებთ,მერე გადაგივლით სუყველას. დააფასეთ ჯარისკაცი,თორე უნარები რაც გვაქვს მოსასვლელად გამოვიყენებთ და მოვალთ კიდეც. ჩვენ ვართ საქართველო და არა თქვენ.
23 ოქტომბერი, 21:13
ჯარისკაცზე ცუდი არავინ თქვას,თორე დედას გიტირებთ ყველას. ხო ის ბიჭი ჯარისკაცია,ჩვენი ძმაა და არავინ შეაგინოს. გაუჭირდა და ვერ დავეხმარეთ,ყველა პოლიციელმა და სამხედრომ იცოდეს ეს. არ გაისროლოთ,თორე მეც გესვრით თქვენ. მიგეშვით და თუ მესვრიდა მაგას ვნახავდი. ქართველი ჯარისკაცი ქართველს არ ესვრის და რა გგონიათ რატო გაატანეს ფული? ფულის დედაც ვატირე,მარა დაიმახსოვრეთ ყველამ რო ქართველი ქართველს არ ესვრის. წავიდა ეგ დრო როცა ამას აკეტებდნენ და დღეს სხვა თაობააა. მაგ ბიჭზე ცუდი არავინ თქვას,თორემ დედას გიტირებთ სუყველას. ჯარისკაცია,ქართველია და ჩვენი ძმაა,ხვალ ერთად გავალთ ომში.
0 1 3