x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134393
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508486
ნანუკა ჟორჟოლიანს ორი ორგანიზაცია უჩივის
image


არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარმა“ „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს“ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივლა. სადაო გადაცემა ხაშურში, 2020 წლის 5 მარტს მომხდარ შემთხვევას ეხებოდა, როდესაც კაცმა ყოფილი ცოლი ცივი იარაღით დაჭრა.

.
გადაცემაში ჟურნალისტს სტუმრად ჰყავდა მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული პირის დედა. როგორც გადაცემის დასაწყისში წამყვანმა აღნიშნა, „დღეს ჩვენ ამ ამბავს მედალიონის მეორე მხრიდან შევხედავთ“, „ძალიან ძნელია, მაყურებელს მოუყვე, თუ როგორ გადაწყვიტა შვილმა თავისი ყოფილი ცოლის მოკვლა“.


გადაცემაში ბრალდებულის დედამ გაიხსენა მისი შვილის და ცოლის თანაცხოვრების დროინდელი ფაქტები: რომ ქალი სცემდა მცირეწლოვან შვილებს ელექტროსადენით და ამას აპროტესტებდა ქმარი [დაჭრაში ბრალდებული]; რომ ქალმა 11 თვის და 4 წლის ბავშვები მიატოვა და სახლიდან წავიდა; რომ ქალი თურქეთში იყო ერთი წლის განმავლობაში წასული, მაგრამ ბავშვები ერთხელაც არ მოუკითხავს. მან, აგრეთვე, თქვა, რომ თითქოს ძალადობის მსხვერპლ ქალს სხვა მამაკაცთან ჰქონდა სასიყვარულო ურთიერთობა. ამ ისტორიების მოყოლით ბრალდებულის დედა თითქოს ცდილობდა, აეხსნა, თუ რამ გამოიწვია მისი შვილის აგრესია, რასაც შედეგად ქალის დაჭრა მოჰყვა.



სხდომის მიმდინარეობისას ნანუკა ჟორჟოლიანმა აღნიშნა, რომ მისი მიზანი იყო საზოგადოებას მეორე მხარის პოზიცია მოესმინა.


საპირისპიროდ, განმცხადებელი მიუთითებდა, რომ „ფემიციდის გაშუქებას არანაირი „მეორე მხარე“ არ აქვს, რომელიც შეიძლება ჟურნალისტმა იკვლიოს. მეორე მხრის, ანუ ფემიციდისა და ფემიციდის მცდელობის ჩამდენი პირის პოზიციის კვლევა, ავტომატურად ნიშნავს დანაშაულის გამამართლებელი პოზიციის ძიებას და დისკრიმინაციის წახალისებას.


საბჭო სადავო გადაცემას გაეცნო, მოუსმინა ორივე მხარის არგუმენტაციას და მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა ქარტიის მე-7 პრინციპის დარღვევას.


წყარო: www.qartia.ge


* * *

ამას გარდა, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარადგინა. ანგარიშში, სხვა თემებთან ერთად, საუბარია „მთავარი არხის“ ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის მაჟორიტარობის კანდიდატობაზე. ორგანიზაცია ფიქრობს, რომ ჟორჟოლიანი სხვა კონკურენტებთან შედარებით უპირატეს გარემოში აღმოჩნდა. მათ შეშფოთებას ის გარემოება იწვევს, რომ სხვა კანდიდატებთან შედარებით ჟორჟოლიანს კვირაში რამდენიმე საათი უფასო საეთერო დრო დამატებით დაეთმობა, რაც მოქმედი სააკრჩევნო კოდექსის დარღვევაა.



ორგანიზაციის აზრით, კანდიდატის საქმიანობიდან გამომდინარე კითხვის ნიშნის ქვეშ დგება პოლიტიკური რეკლამის შესახებ საარჩევნო კოდექსით დადგენილი რეგულაციების არსი და იქმნება უსამართლო უპირატესი გარემო ტელევიზიაში მომუშავე კანდიდატებისთვის. ამის მაგალითია ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც ღიად აცხადებს, რომ არც წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობის დროს არ შეაჩერებს საკუთარ საავტორო გადაცემებს. ცნობილია, რომ „სხვა ნანუკას“ გარდა იგი ამზადებს და უძღვება გადაცემა „სპორტი დიდ ქალააქში“ და სოციალური თოქშოუ „თქვენი ხმა“, რომელიც რეგიონების მოსახლეობის გამოკითხვას ითვალისწინებს. ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ არსებობს უკანონო შემოწირულობის მიღების რისკიც.



ISFED-ის ანგარიში 6 სექტემბრიდან 28 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, მოცემულ პერიოდში გამოვლინდა: სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის – 7; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარის – 24; ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის – 8; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების – 1; ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების – 13; არაუფლებამისილი პირების საარჩევნო კაპმანიაში მონაწილეობის – 8; სააგიტაციო მასალების დაზიანების შემთხვევები ოცამდე მუნიციპალიტეტსა და თბილისის რაიონებში.

.

პოლიტიკური სუბიექტი „ძალა ერთობაშია“, რომელიც ნაციონალური მოძრაობის რებრენდინგის შედეგად ჩამოყალიბდა, წყალტუბოს საარჩევნო ოლქში ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანს წარადგენს. ამის შესახებ მაჟორიტარული სიის პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი. სწორედ წყალტუბოდანაა ჟორჟოლიანის ოჯახი და იქვე გაიზარდა ცნობილი ტელესახე.


ის, რომ ნანუკა ჟორჟოლიანის პოლიტიკური სიმპათიები მიხეილ სააკაშვილის გუნდის მისამართით იხრება, ეს ქართული საზოგადოებისთვის არახალია. თუმცა, ეს ტელეწამყვანის პირველი პოლიტიკური განაცხადია.


2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე სააკაშვილის გუნდი კანდიდატებს მხოლოდ 25 ოლქში ასახელებს და 5 ოლქს დანარჩენ ოპოზიციას უთმობს.

0
688
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
688
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0