x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134058
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
შემოდგომა იმერხევის ულამაზეს სოფელ ბაძგირეთში-აღმოაჩინე საქართველო თურქეთის რესპუბლიკაში!
ბაძგირეთი ისტორიული საქართველოს, იმერხევის, ერთ-ერთი მაღალმთიანი, მაცხოვრებლებით სავსე და სილამაზით გამორჩეული სოფელია. მიუხედავად იმისა, რომ ის დღესდღეობით თურქეთის სახელმწიფოს შემადგენლობაშია, ადგილობრივი მოსახლეობა ცდილობს შეინარჩუნოს თვითმყოფადობა, ანუ ცდილობს არ დაშორდეს ქართულ ფესვებს, არ დაავიწყდეს რომ მათი ისტორიული სამშობლო საქართველოა.

image

იმერხევსა და ტაოში ადმინისტრაციულ დასახლებებს თურქულენოვანი სახელები დაარქვეს, მიუხედავად ამისა, დღემდე ქართულენოვანი ტოპონიმიკაა შემორჩენილი არამხოლოდ ქართულ, არამედ შერეულ ეთნიკურ დასახლებებსა და თურქულად მიჩნეულ სოფლებშიც (მაგალითად: ბაძგირეთი, ზიოსი, მანატბა, წეთილეთი, ბალხი და ა.შ.).

სოფელ ბაძგირეთში შემონახულია პატარა ქრისტიანული ტაძარიც.


ბაძგირეთი წელიწადის ნებისმიერ დროს ძალიან ლამაზია. ამ პატარა სტატიაში შემოგთავაზებთ შემოდგომის სურათებს და დავძენ რომ თუკი ოდესმე გადაწყვეტთ, რომ გსურთ რაღაც განსაკუთრებულის, განსხვავებულის, ეგზოტიკური ადგილის მონახულება, გირჩევდით, რომ წასულიყავით იმერხევში, მოინახულოთ მისი ულამაზესი ბუნება, ადამიანები, რომლებსაც თქვენს დანახვაზე აუცილებლად გაუბრწყინდებათ თვალები, თუ ეტყვით რომ "გურჯი" ხართ... ამით თქვენც კმაყოფილი, ემოციებით სავსე იქნებით და მეორე მხრივ, ძალიან დიდ წვლილს შეიტანთ იმ ძაფების არ გაწყვეტაში, რომელიც საქართველოსა და ისტორიულ საქართველოს აკავშირებს.

image


image


image


image


image



image



0
78
2-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
78
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0