x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
რა საჭიროა ჩახუტება? სხეულის ენა არ ტყუის
გრძნობების და საქციელის ვერბალური ანუ სიტყვიერი გამოხატვა შეადგენს მსოფლიოში გადაცემული ინფორმაციის მხოლოდ 10 %-ს. დანარჩენს კი მოქმედებით გამოვხატავთ -სხეულის მდგომარეობით, თავის დაკვრით, ხელის ჩამორთმევით, მამაკაცს და ქალს შორის ურთიერთობას კი რა თქმა უნდა „სიყვარულის ნიშნებით“-ჩახუტებით, შეხებით, კოცნით.

image

რა საჭიროა ჩახუტება?
ჩვენ ვიწვით სიყვარულით, გვეწვის ლოყები, როცა ვესაუბრებით ადამიანს, რომელმაც გვაწყენინა, შურისგან „ვიბერებით... ანუ ჩვენი სხეული რეაგირებს ყველა ემოციურ რეაქციაზე, ჩვენ შევიგრძნობთ საკუთარ თავს ჩვენი სხეულის დახმარებით. თითოეული ჩვენგანი ისწრაფვის საკუთარი სხეულისთვის საუკეთესო პირობების შექმნისკენ: გვჭირდება დაცულობა, სითბო, კმაყოფილება.

სხეულის და რა თქმა უნდა სულიერი კომფორტისთვის აუცილებელია სხვა ადამიანებთან ურთიერთობა. ჩვენ გვსურს, რომ ძვირფასი ადამიანები გულში გვიხუტებდნენ, რათა შევიგრძნოთ მათი სითბო და კეთილგანწყობა.
სხეულზე მიმართული ფსიქოთერაპია
ფსიქოლოგიაში არსებობს განხრა „სხეულზე მიმართული თერაპია“. მისი ფუძემდებლები და მიმდევრები დარწმუნებული არიან, რომ ფსიქოლოგიური და სომატური პრობლემების უმრავლესობა გადაიჭრება, თუ საშუალებას მისცემთ სხეულს მოყვეს პრობლემის შესახებ, რადგან სხეულს ახსოვს ყველაფერი, ის იმახსოვრებს თქვენ
გრძნობებს, განცდებს, უარყოფით ცხოვრებისეულ გამოცდილებას. სხეულის ფსიქოლოგია სპეციალისტების განმარტებით არის მოკლე გზა გაუცნობიერებელისკენ ანუ პრობლემის სათავისკენ. ერთმანეთის ჩახუტებით კი ვპოულობთ სწორ გზას ძვირფასი ადამიანის
გულისკენ.

ჩახუტება-ტკივილის გამანადგურებელი
როცა ძვირფას ადამიანებს ვეხუტებით ორგანიზმში გამომუშავდება ბედნიერების და კმაყოფილების ჰორმონი-ენდორფინი. ასევე სიმშვიდის ჰორმონი-ოქსიტოცინი. ჩახუტება აჩვენებს ადამიანს, რომ ის მარტო არ არის, რომ შენ მას იცავ, ანუ დაკმაყოფილებულია მთავარი-გადარჩენის ინსტინქტი.

ჩახუტება გვასწავლის სიყვარულს
ბავშვი, რომელსაც გულში არ იკრავენ, არ ეხებიან- ჩამორჩება განვითარებაში, აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, ვერ გამოხატავს ემოციებს. რაც გახლავთ პირდაპირი გზა
ფობიების, ფსიქოპათიების, სოციოპათიების, ანტისაზოგადოებრივი საქციელისკენ. ამიტომ ჩახუტება, გულში ჩაკვრა გამოხატავს არამარტო ურთიერთობას, არამედ გვასწავლის სიყვარულს. დეპრესიაში მყოფი ადამიანის ორგანიზმში ჩახუტების შემდეგ იკლებს სტრესის ჰორმონის კორტიზოლის დონე, რის გამოც ადამიანი შვებას გრძნობს.

რატომ ეხუტებიან ქალები?
ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ სხვადასხვა სქესის წარმომადგენლებს ჩახუტების და შეხებისას განსხვავებული „მიზნები“ გააჩნიათ. ქალებს ყველაზე მეტად მოსწონთ, რომ თავს სასურველად აგრძნობინებენ, აძლევენ ემოციური სიახლოვის შეგრძნებას. ასევე როგორც ქალბატონები ამბობენ-ჩახუტება კურნავს როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი ტკივილისგან, იძლევა გრძნობების გაზიარების საშუალებას.
image
რატომ ეხუტებიან მამაკაცები?
მამაკაცებისთვის ჩახუტებისგან მიღებული შეგრძნების რეიტინგი შემდეგნაირად დგება: „სითბოს შეგრძნება“, „დაცულობის გრძნობა“, “ამშვიდებს“, „ვგრძნობ, რომ მეგობარი მყავს“, „მაიძულებს თავი საყვარელ ადამიანად ვიგრძნო“, "შემიძლია შევიგრძნო საყვარელი ადამიანის სურნელი“, „ვიღებ კმაყოფილებას“.

მამაკაცების ჩახუტების სახეები და მათი მნიშვნელობა
მსჯელობა იმაზე, როგორი დამოკიდებულება აქვს მამაკაცს თქვენ მიმართ, რას ეძებს თქვენთან ურთიერთობაში შესაძლებელია არამარტო „შინაარსით“-ის თქვენ გეხვევათ, არამედ „ფორმითაც“-ამას როგორ აკეთებს.



როცა მამაკაცს მოხვევის ნაცვლად დიდხანს უკავია შენი ხელი, ატრიალებს შენ ბეჭედს და ამასთან მეოცნებე თვალებით იყურება სადღაც.. დააკვირდი მისი მზერის მიმართულებას,
თუ მისი თვალები მარცხნივ იყურება, ნიშნავს, რომ მამაკაცი რაღაცას იგონებს, აანალიზებს, თუ მარჯვნივ- ფიქრობს და ოცნებობს. ამასთან თუ მისი თვალის გუგები გაფართოებულია -ის რეალურად შენ გვერდით არ არის. შეიძლება რაიმე სასიამოვნო
მომენტებს იხსენებს ან სულაც ფიქრობს, როგორ გაგექცეთ.

ეცადე თავად შეეხო მას, ამგვარად მას ოცნებების სამყაროდან გამოიყვან და ის მოგეხვევა შენ რეალურად.

როცა მამაკაცი ზურგიდან გეხვევა, ის შენ დაცვას ცდილობს, შენზე სერიოზულად არის შეყვარებული.

როცა მამაკაცი გულში გიკრავთ, მისი ხელები კი ზურგზე გიალერსებენ-ის შენზე ზრუნავს, ასევე მას თავადაც სჭირდება ზრუნვა, მაგრამ ვერ ბედავს ამის გამხელას. მოფერება,
მასაჟი შესანიშნავი მეთოდია ენერგიის გადასაცემად, ამგვარად მამაკაცი გეფერებათ ზურგზე და ოცნებობს თავად აღმოჩნდეს თქვენ ადგილზე.

ახლო მანძილზე ჩახუტებისას კი, როცა ერთმანეთის სახეს ვერ ხედავთ შეგიძლიათ აზრები, გრძნობები ქვეცნობიერად გაცვალოთ.


ზოგჯერ მამაკაცები ჩახუტებისას ქალს ზურგზე უტყაპუნებენ, რაც მამაკაცების მეგობრულ მისალმებას მოგვაგონებს, ამგვარი ჩახუტება კი მიგვანიშნებს, რომ მამაკაცისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი ხართ, ის თავისუფალია.

10
2475
6-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
2475
  
2012, 31 აგვისტო, 21:55
sainteresoa
2012, 31 აგვისტო, 13:36
მე 10.16 :D ბევრს გისურვებ
2012, 31 აგვისტო, 13:36
:D:D:D იმედია:) მე უკვე 1 თეთრი მაქვს და,არავის შევარჩენ ამ თანხას:D:D
2012, 31 აგვისტო, 13:33
ხო აბა :) ერთადერთი ამ საიტხე მჯერა რომ ფულს მომცემენ :D სხვაგან არა :)
2012, 31 აგვისტო, 13:31
აა,ეგ კი
2012, 31 აგვისტო, 13:28
არა :D ჩახუტების ეფექტი
2012, 31 აგვისტო, 13:27
რა,ეგ საიტი რომ თანხას აგებინებს ვინმეს,ეგაა მართალი?:D:D
2012, 31 აგვისტო, 13:07
ძალაიანაც მართალია :D
2012, 28 აგვისტო, 11:42
:D:D მართალია ეგ ვითომ?:D
2012, 26 აგვისტო, 20:16
+10
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10