x
მეტი
  • 26.11.2020
  • სტატია:105204
  • ვიდეო:348778
  • სურათი:470593
როგორი იქნება 2021 წელი აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით?
აღმოსავლური კალენდრის მიხედვით 2021 თეთრი ხარის წელიწადია. ასტროლოგების თქმით ხარის წელში ენერგიისა და ცხოვრებისეული ტონუსის ამაღლება მოგვიწევს, მოხდება ბევრი გაუთვალისწინებელი ცხოვრებისეული მოვლენა, შესაბამისად, არ მოვიწყენთ.


image


ხარი – წინსვლისა და სერიოზული ცხოვრებისეული ცვლილებების სიმბოლოა. მეტალი სულის სიმტკიცეს, ხელშეუხებლობის, გამძლეობის ნიშანია. ეს ნიშნავს, რომ 2021 წელს სხვადასხვა სიტუაციების წინაშე აღმოჩნდებით, რომლებშიც ნებისყოფის და გამარჯვების სურვილის დემონსტრირება მოგიწევთ.

ყველაზე წარმატებული ადამიანები იქნებიან ისინი, ვისაც ურყევი და ამბიციური ხასიათი აქვთ, ადამიანები, რომლებიც მედგრად მიიწევენ წინ და გზაზე ყველა წინაღობას ანადგურებენ. ამასთანავე, სასურველია გარშემომყოფთა დახმარება არ გამოიყენოთ და მეტად გამოავლინოთ დამოუკიდებლობა. ეს ეხება არა მხოლოდ კარიერასა და ფინანსებს, არამედ ცხოვრების ყველა სფეროს.


მეტალის ხარი – იდეალური დროა იდეების განვითარებისთვის, ბიზნესის გახსნისთვის, ახალი სამსახურის ძებნისთვის. სანამ წინსვლას დაიწყებთ ძალიან მნიშვნელოვანია მიმართულება განსაზღვროთ. თუ ამას არ გააკეთებთ, ბევრ დროსა და ენერგიას ტყუილად დახარჯავთ. სწორედ ამიტომ ექპერტები ყველა ადამიანს გვირჩევენ ჯერ მიზნები დავსახოთ და შემდეგ დავგეგმოთ საქმეები.

გრძნობების მხრივ 2021 აყვავებისა და ზეიმის პერიოდი იქნება. ზოდიაქოს წარმომადგენლები თავს უკეთ იგრძნობენ და განწყობაც შესაბამისი ექნებათ. გაზაფხულიდან დაიწყება ემოციების მოზღვავება და ეს განსაკუთრებით შესამჩნევი გახდება წლის შუა პერიოდში.

ასევე, მიხეილ ცაგარელის ვარაუდით 2021 წლიდან დაიწყება საქართველოს 12 წლიანი აღმშენებლობის პერიოდი.


რას უმზადებს 2021 წელი ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს?


0
301
1-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
301
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0