x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134335
  • ვიდეო:352422
  • სურათი:508414
გადავედით წითელ წონაში! დარჩენილია 700 ათასი ტესტი - სლოგანი „დარჩით სახლში“ ბრუნდება
image


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველო კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელით წითელ ზონაში გადავიდა.


„ჩვენი შიდა შუქნიშნის მიხედვით, გადავედით წითელ წონაში, ამას გიდასტურებთ, მაგრამ მეორე მაჩვენებელი, რასაც ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ითვლის, იქაც ავცილდით 300-ს, თუმცა გვაქვს კარგი მაჩვენებელი ტესტირების ჩატარების თვალსაზრისით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ოფიციალურად, წითელი ზონა ეს არის რეგიონი, ან ცხელი წერტილი, რომელიც კლასიფიცირდება ეპიდემიისთვის ცხელ წერტილად.


* * *

.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, კორონავირუსის 1759 ახალი შემთხვევიდან 686 თბილისში დაფიქსირდა. მისი თქმით, საქართველოში კორონავირუსის ინფიცირებული პაციენტებიდან 397 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

.

„აჭარის რეგიონში-487 შემთხვევა გვაქვს, იმერეთში- 356, ქვემო ქართლში-36, შიდა ქართლში-35, გურიაში -17, სამეგრელო-ზემო სვანეთში-69, კახეთში-24, მცხეთა -მთიანეთში-12, სამცხე ჯავახეთში-30, რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 7, თბილისში -686 ახალი შემთხვევა ფიქსირდება“, -განაცხადა ბერია სიჭინავამ.

.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქვეყანაში, ჯამში, კორონავირუსის გამოსავლენი 700 ათასამდე ტესტია. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

.

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, ტესტების შესყიდვა კიდევ მიმდინარეობს.

„ამ ეტაპზე მარაგში არის ნახევარი მილიონი PCR ტესტი. ასევე ჩვენ გვაქვს ანტიგენის და ანტისხეულების ტესტები, რომლის რაოდენობაც, თუ არ ვცდები, არის 200 ათასამდე. დამატებითი შესყიდვები კვლავ მიმდინარეობს“, - განაცხადა ტიკარაძემ.

.

ჩვენ ალბათ, გადავალთ იმ რეჟიმში, როდესაც ყველა მომდევნო რიცხვი შეიძლება იყოს რეკორდული მაჩვენებელი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსთან დაკავშირებული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

.

მისივე განმარტებით, არსებობს კონკრეტული მოდელი, რომელსაც სამინისტრო მიჰყვება და ინფექციის გავრცელების პროგნოზს აკეთებს, რაც მინისტრის თქმით, ჯანდაცვის სისტემას საშუალებას აძლევს, როგორც ჰოსპიტალურ სექტორში, ისევე პირველადი ჯანდაცვის სექტორში, კორონავირუსით დაავადებულებს მომზადებული შეხვდნენ.

.

„დღეს გვაქვს მაღალი მაჩვენებელი. ეს არის მოლოდინი და სწორედ იმიტომაც ვცდილობთ ღია კომუნიკაციას, რომ მოსახლეობისთვის ეს არ იყოს შემთხვევითობა და შესაბამისად, ამან არ გამოიწვიოს მოსახლეობაში ზედმეტი მღელვარება. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაქვს არაერთი მოდელი და ამ მოდელის ერთ-ერთ კონკრეტულ ფაზას ჩვენ მივყვებით და უკვე პრაქტიკამ გვაჩვენა, თუ რომელი მოდელის მიხედვით ვითვლით პროგნოზულად, რაც შემდეგ დღეს ნამდვილად მართლდება, ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ ჰოსპიტალურ სექტორში, ისევე როგორც პირველად ჯანდაცვის სექტორში ვხვდებით ინფიცირებულებს მაღალი მზაობით. დღეის მონაცემებით, ჩვენ გვაქვს საკმაოდ დადებითი დინამიკა პირველადი ჯანდაცვის სექტორში. თქვენ იცით, რომ ჩვენ დავამატეთ მიმღები ზარის რამდენიმე ობიექტი, კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე, რის შედეგადაც, ნამდვილად, გაუმჯობესდა პაციენტებზე მონიტორინგი. მე არ ვგულისხმობ ხარისხობრივ მონიტორინგს, არამედ ვგულისხმობ რაოდენობრივს, ვინაიდან სწორად ნაწილდება უბნის ექიმებზე პაციენტების რაოდენობა და შესაბამისად, მათი ჩართულობა მეტად გააქტიურებულია. გუშინდელი დღის განმავლობაში ჩვენ ვმართეთ 3446 საქმე. აქედან პრობლემური - 340 საქმე, რომელიც კოვიდინფიცირებულების ჯანმრთელობას ეხებოდა და კონკრეტულად ჩვენთან დაკონტრაქტებული ოჯახის ექიმების მხრიდან ნაწარმოები იქნა 749 საქმე, “ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

.


ლოზუნგი – „დარჩით სახლში“ ბრუნდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


მინისტრის მოწოდებაა, რომ მოსახლეობამ მაქსიმალურად გაითვალისწინოს არსებული რეკომენდაციები – გამოიყენონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და დარჩნენ სახლში.

ბრიფინგის მიმდინარეობისას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა ასევე დაავადებათა კონტროლის ცენტის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.


სლოგანი – „დარჩი სახლში“ ! ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით აჭარის რეგიონისთვის. ასევე, მე ვიტყოდი დიდი ქალაქებისთვის, სადაც მოსახლეობა ცხოვრობს კორპუსებში, ბინებში და ა.შ. ანუ ისევ და ისევ ხანდაზმული ადამიანები და ისინი, ვისაც აქვთ გარკვეული ქრონიკული დაავადებები“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

0
141
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
141
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0