x
მეტი
  • 29.11.2020
  • სტატია:105300
  • ვიდეო:348899
  • სურათი:470828
"ბანკზე თავდამსხმელი ზუგდიდელია! ჩემი წყარო ამბობს რომ ..." - ელისო კილაძე

image


ჟურნალისტი და გაზეთ "ქრონიკა +"- ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე ზუგდიდში, რამდენიმე დღის წინ "საქართველოს ბანკზე" განხორციელებული თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და სკანდალურ ინფორმაციას ასაჯაროებს, კილაძის თქმით, თავდამსხმელი ზუგდიდელია და მან სპეცმომზადება სენაკის ბაზაზე გაირა, ჟურნალისტი საკუთარი სანდო წყაროზე დაყრდნობით იმასაც აცხადებს, რომ თავდამსხმელმა ქვეყნიდან გაღწევა ვერ მოახერხა და ის ჯერ კიდევ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება: "ბანკზე თავდამსხმელი ზუგდიდელია ! იდენტიფიცირებულია ! სენაკის ბაზაზე -სპეცმომზადებით ! დათო ხვიბლიანი მისი ნათესავია! ჩემი წყარო ამბობს რომ ვერ მოასწრო გადასვლა და ჯარისკაცი საქართველოს ტერიტორიაზეა!" - დაწერა ელისო კილაძემ "ფეისბუქის" პირად გვერდზე. შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს, ზუგდიდში "საქართველოს ბანკის" ერთ - ერთ ფილიალში შეიარაღებული ნიღბიანი მამაკაცი შეიჭრა, რომელმაც როგორც ბანკის თანამშრომლები, ასევე რიგითი მოქალაქეები, მთლიანობაში სულ 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს, ასევე, ვერტმფრენს ან მანქანით, მძევლებთან ერთად ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტიას ითხოვდა. "საქართველოს ბანკში" შეჭრიდან რამდენიმე საათში, შენობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის უფროსი, ავთანდილ გალდავა შევიდა, რომელიც მძევლების ნაწილს ჩაენაცვლა, მალევე მძევლად აყვანილმა ირაკლი კვარაცხელიამ "ფეისბუქზე" დაწერა, რომ შენობიდან სამი კაცის გარდა ყველანი გამოიყვანეს. მისი თქმით, პოლიციის წარმომადგენლებმა ფული მიიტანეს. საბოლოოდ, თავდამსხმელმა ბანკის მიმდებარე ტერიტორია ამ პირებთან ერთად მანქანით დატოვა, როგორც ცნობილია, მათ სამართალდამცავები არ გაჰყოლიან.



0
332
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
332