x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
რა იწვევს თრომბს და რა სიმპტომებით უნდა ამოიცნოთ დაავადება - კარდიოლოგის რეკომენდაციები
image


სის­ხლის შე­დე­დე­ბა - ორ­გა­ნიზ­მის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფუნ­ქცი­აა. რო­დე­საც ხელი გვეჭ­რე­ბა, სის­ხლის კო­ა­გუ­ლა­ცია (შე­დე­დე­ბა) ხდე­ბა, წარ­მოქ­მნი­ლი თრომ­ბი ჭრი­ლო­ბას პირს უკ­რავს და სის­ხლის და­კარ­გვის­გან გვი­ცავს. თუმ­ცა, სის­ხლძარ­ღვებ­ში არ­სე­ბუ­ლი თრომ­ბი, ადა­მი­ანს შე­საძ­ლოა ჯან­მრთე­ლო­ბის ან სი­ცო­ცხლის ფა­სა­დაც და­უჯ­დეს... ამი­ტომ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია თრომ­ბო­ზის პირ­ვე­ლი სიმპტო­მე­ბის ამოც­ნო­ბა და სა­ჭი­რო ზო­მე­ბის მი­ღე­ბა.


რა იწ­ვევს თრომბს, რო­გო­რი სიმპტო­მე­ბი ახა­სი­ა­თებს მას და რო­გორ ავი­ცი­ლოთ თა­ვი­დან ის - ამა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სა და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი, კარ­დი­ო­ლო­გი ზუ­რაბ კლი­მი­აშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა:


- თრომბს ორ­გა­ნიზ­მში დამ­ცვე­ლო­ბი­თი ფუნ­ქცია აქვს. ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რად ეს მისი ძი­რი­თა­დი ფუნ­ქცი­აა, მაგ­რამ როცა არა­ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რად, არა­მიზ­ნობ­რი­ვად ყა­ლიბ­დე­ბა, პა­თო­ლო­გი­ის დროს, რო­მე­ლი­მე სის­ხლძარ­ღვში ხვდე­ბა, სის­ხლძარ­ღვს ახ­შობს და შე­სა­ბა­მი­სი ზო­ნის იშე­მი­ას, სის­ხლნაკ­ლე­ბო­ბას და ჟანგბა­დის ნაკ­ლე­ბო­ბას იწ­ვევს. თუ იშე­მია დიდ­ხანს გაგ­რძელ­და, იმ უბ­ნის ნეკ­რო­ზიც გარ­და­უ­ვა­ლია. ძი­რი­თა­დად კი ყვე­ლა­ფე­რი იმა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლია, რო­მე­ლი ორ­გა­ნოს სის­ხლძარ­ღვში ხდე­ბა თრომ­ბი.



- გუ­ლით და­ავ­დე­ბუ­ლებ­ში რო­გორ ხდე­ბა ეს?


- თუ გულ­ზეა სა­უ­ბა­რი და ამ ყვე­ლა­ფერს კარ­დი­ო­ლო­გი­უ­რად გან­ვი­ხი­ლავთ, ანუ ინ­ფარ­ქტის ერთ-ერთი მი­ზე­ზი კონ­კრე­ტულ სის­ხლძარ­ღვში თრომ­ბის მიერ სის­ხლძარ­ღვის სრუ­ლი ან ნა­წი­ლობ­რი­ვი დახ­შო­ბა ხდე­ბა და სიხლძარ­ღვი, რო­მე­ლიც გულს სის­ხლით, საკ­ვე­ბი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბით, ჟანგბა­დით ამა­რა­გებს, ვე­ღარ მი­აწ­ვდის შე­სა­ბა­მის საკ­ვებს, რაც ამ უბ­ნის იშე­მი­ას გა­მო­იწ­ვევს. ხოლო შემ­დეგ, თუ გარ­კვე­ულ დრო­ში იშე­მია არ მო­იხ­სნა, დგე­ბა სიკ­ვდი­ლი.


image


- ეს ყვე­ლა­ფე­რი სიმპტო­მე­ბით რო­გორ გა­მო­ი­ხა­ტე­ბა?


- სიმპტო­მი უამ­რა­ვია, ყვე­ლა­ფე­რი იმა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუ რო­მელ ორ­გა­ნო­შია პრობ­ლე­მა. თუ კარ­დე­ო­ლო­გი­უ­რი კუ­თხით ვი­სა­უბ­რებთ და ეს არის ინ­ფარ­ქტი, მისი პირ­ვე­ლი კლა­სი­კუ­რი ნი­შა­ნი ტკი­ვი­ლია. ყვე­ლა­ზე ხში­რია ტკი­ვი­ლი გულ­მკერ­დის არე­ში, მკერ­დის უკან, მო­ჭე­რის შეგ­რძნე­ბა, წვა, რაც სხვა­დას­ხვაგ­ვა­რად გა­მო­ი­ხა­ტე­ბა.


ტკი­ვი­ლი გულ-მკერ­დის ნე­ბის­მი­ერ ნა­წილ­ში შე­იძ­ლე­ბა იყოს, რო­გორც მარცნივ, ისე - მარ­ჯვნივ. ხან ბე­ჭებ­ში, ხელ­ში, ზედა კი­დურ­ში, ყბებ­ში, კბი­ლებ­ში, თავ­ში გა­და­ცე­მაც ახა­სი­ა­თებს. ამ ტკი­ვილს ირა­დი­ა­ცი­ას ვე­ძა­ხით.


- ე.ი. თუ ადა­მი­ან­მა ეს ნიშ­ნე­ბი იგ­რძნო, შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ იყოს ინ­ფარ­ქტის წინა მდგო­მა­რე­ო­ბა და თრომ­ბიც?


- კი, ბა­ტო­ნო, შე­საძ­ლე­ბე­ლია. გან­სხვა­ვე­ბა სტე­ნო­კარ­დი­ა­სა და ინ­ფარ­ქტს შო­რის ის არის, რომ თუ ტკი­ვი­ლი დრო­ში გა­ი­წე­ლა, გას­ცდა ნა­ხე­ვარ სა­ათს, მერე უკვე შე­უქ­ცე­ვა­დი პრო­ცე­სე­ბი იწყე­ბა და ინ­ფარ­ქტი ყა­ლიბ­დე­ბა.


- სტე­ნო­კარ­დი­უ­ლი ტკი­ვი­ლის შეგ­რძნე­ბა რამ­დენ ხანს გრძე­დე­ბა?


- სტე­ნო­კარ­დია - მაქ­სი­მუმ 20 წუთი. მერე უკვე და­ზი­ა­ნე­ბა­ში გა­და­დის. რო­გორც გი­თხა­რით, ძი­რი­თა­დი, კლა­სი­კუ­რი სიმპტო­მი ტკი­ვი­ლია, თუმ­ცა არ­სე­ბობს უამ­რა­ვი სხვა სიმპტო­მი, რა­საც ტკი­ვი­ლის ექ­ვი­ვა­ლენტს ვუ­წო­დებთ. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს, რო­გორც წვა, მო­ჭე­რა, ზე­წო­ლა, ხან­და­ხან სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა, ან მწვა­ვედ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქო­ში­ნი.


- თუ სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა და გახ­ში­რე­ბუ­ლი ქო­ში­ნია, რაც, ვთქვათ, კი­ბის სა­ფე­ხუ­რებ­ზე ას­ვლი­სას გა­მო­ი­ხა­ტა, ამა­ზე რას გვე­ტყვით?


- ამას 2 მი­ზე­ზი აქვს: ერთი შე­იძ­ლე­ბა სტე­ნო­კარ­დი­ის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა იყოს, რა­საც და­ძაბ­ვის, დატ­ვირ­თვის სტე­ნო­კარ­დია ჰქვია. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი კი­ბე­ებ­ზე ადის, იმ დროს ჩი­ვი­ლი ეწყე­ბა. თუ ეს სის­ხლძარ­ღვის შე­ვიწ­რო­ე­ბის გა­მოა, და­ძაბ­ვის სტე­ნო­კარ­დი­აა, ანუ რა­ღაც მან­ძი­ლი გა­ი­ა­რა და ეს ჩი­ვი­ლი გან­ვი­თარ­და. მაგ­რამ მსგავ­სი რამ შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს უკვე და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი გუ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბით, რა­საც გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბაა, ანუ გული და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია, ფუნ­ქცია მეტ-ნაკ­ლე­ბად დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი და დატ­ვირ­თვა­ზე იმ სა­ჭი­რო ფუნ­ქცი­ას ვე­ღარ ას­რუ­ლებს.


image


- რო­გორ უნდა და­იც­ვას ადა­მი­ან­მა თავი, რომ ეს სიმპტო­მე­ბი შორს არ წა­ვი­დეს?


- თუ პა­ცი­ენტს უკვე ნახ­სე­ნე­ბი ესა თუ ის ჩი­ვი­ლი გა­ნუ­ვი­თარ­და, ეჭვი უნდა გა­უჩ­ნდეს, რომ ეს შე­იძ­ლე­ბა გულ­თან იყოს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, პა­ცი­ენ­ტმა ამ სიმპტო­მე­ბის ცნო­ბა­დო­ბა არ გა­ა­ტა­როს, უმ­ნიშ­ვნე­ლოდ არ ჩათ­ვა­ლოს. რაც შე­ე­ხე­ბა, რო­გორ და­ვიც­ვათ თავი ჩი­ვი­ლის გან­ვი­თა­რე­ბის­გან... განაგრძეთ კითხვა <<<



0
25316
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
25316
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0