x
მეტი
  • 26.11.2020
  • სტატია:105213
  • ვიდეო:348782
  • სურათი:470599
„საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით, ხობში კომბინირებული საკვების უნარჩენო წარმოება იწყება
image


„სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის“ მხარ­და­ჭე­რით, ხობ­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას იწყებს კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი საკ­ვე­ბის სა­წარ­მო, რო­მე­ლიც პრო­დუქ­ცი­ას ცხო­ვე­ლის, ფრინ­ვე­ლის, თევ­ზი­სა და ლო­კო­კი­ნის­თვის გა­მო­უშ­ვებს.


სა­წარ­მო სა­ქარ­თვე­ლოს მცე­ნა­რე­უ­ლი ზე­თე­ბის კომ­პა­ნია „ქარ­ვას“ ერთ-ერთი პრო­ექ­ტია და 1 სა­ათ­ში 3, 5 ტ კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი მზა საკ­ვე­ბის აწარ­მო­ებს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კომ­პა­ნია „ქარ­ვა“ პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში, ექ­სკლუ­ზი­უ­რად იწყებს ლო­კო­კი­ნის საკ­ვე­ბის წარ­მო­ე­ბას. ამ დრო­ი­სათ­ვის უკვე გა­ფორ­მე­ბუ­ლია მე­მო­რან­დუ­მი კომ­პა­ნია „ჯე­ო­ვეტ­თან“, რომ­ლის დაკ­ვე­თით მოხ­დე­ბა პრო­დუქ­ცი­ის რე­ა­ლი­ზა­ცია ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე.


„მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ „სა­პარტნი­ო­რო ფონ­დი“ კი­დევ ერთ სა­წარ­მოს ქმნის, ამ­ჯე­რად სა­მეგ­რე­ლო­ში, ხობ­ში. ეს არის კომ­პა­ნია „ქარ­ვას“ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ინ­დუსტრი­უ­ლი ხაზი - კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი საკ­ვე­ბის წარ­მო­ე­ბა ცხო­ვე­ლის, ფრინ­ვე­ლის, თევ­ზი­სა და ლო­კო­ნი­კის­თვი­საც კი, რა­ზეც უკვე მზარ­დი მო­თხოვ­ნა გა­მო­იკ­ვე­თა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წარ­მო­ე­ბის პრო­ცეს­ში ძი­რი­თა­დი პრო­დუქ­ტი სი­მინ­დის მარ­ცვლის ის ნა­წი­ლია, რო­მე­ლიც სი­მინ­დის ზე­თის წარ­მო­ე­ბი­სას ნარ­ჩე­ნის სა­ხით რჩე­ბა, რაც პრო­დუქ­ცი­ის თვით­ღი­რე­ბუ­ლე­ბას ამ­ცი­რებს. უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, რომ სა­წარ­მო­ში 50 ად­გი­ლობ­რი­ვი და­საქმდე­ბა, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ბი­უ­ჯეტ­ში და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სავ­ლე­ბი გაჩ­ნდე­ბა და რაც მთა­ვა­რია, ასე­თი ტი­პის წარ­მო­ე­ბის და­წყე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­უ­წყობს ხელს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ახა­ლი დარ­გე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას არამ­ხო­ლოდ სა­მეგ­რე­ლოს რე­გი­ონ­ში, არა­მედ - მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, “ გა­ნა­ცხა­და „სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის“ აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძემ.



გახ­სნის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, იური ნო­ზა­ძემ, „სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის“ წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, ხო­ბის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერ­მა გოჩა ქა­ჯა­ი­ამ. სა­წარ­მოო პრო­ცე­სი „სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის“ აღ­მას­რუ­ლე­ბელ დი­რექ­ტორს და მოწ­ვე­ულ სტუმ­რებს „მცე­ნა­რე­უ­ლი ზე­თე­ბის კომ­პა­ნია ქარ­ვას" დი­რექ­ტორ­მა გი­ორ­გი თა­ბა­გარ­მა და კომ­პა­ნია „ჯე­ო­ვე­ტის" დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა და აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა მა­ნუ­ჩარ ცე­ცხლა­ძემ და­ათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნეს.


წარ­მო­ე­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა პარტნი­ო­რე­ბის პი­რა­დი კა­პი­ტა­ლით, „სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის“, სოფ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს, პროგ­რა­მა „აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლოს“, ბან­კი „ქარ­თუ­სა“ და „ბა­ზის­ბან­კის“ ჩარ­თუ­ლო­ბით.


NS

0
20
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
20
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0