x
მეტი
  • 26.11.2020
  • სტატია:105213
  • ვიდეო:348784
  • სურათი:470599
შურისძიების მსხვერპლი დასკვნითი ნაწილი

image
ლილეს მეგობარმა, მარიამმა სწავლა სამედიცინო კოლეჯში განაგრძო - მასაჟისტობას დაეუფლა და შეკვეთებსაც ღებულობდა. დადიოდა სახლებში და ემსახურებოდა პაციენტებს. ერთ ოჯახში მივიდა, სადაც ბიძას და ძმისშვილს უკეთებდა მასაჟს. ბიძა, სახელად ნიკო, ინვალიდის ეტლს იყო მიჯაჭვული, ხოლო პატარა გოგონა სულ ორი წლის იქნებოდა. მარიამი ოჯახს დაუახლოვდა და როცა მისი საქმიანობა, დაასრულა, ზოგჯერ სტუმრობდა. ნიკოს ძალიან მოეწონა მარიამი, არც ის იყო გულგრილი მის მიმართ. მალე სავარძლიდან ყავარჯნებზე გადავიდა ნიკო და დღითიდღე მისი ჯანმრთელობა უმჯობესდებოდა, მარიამი კი ეხმარებოდა სიარულში. რამდენიმე თვეში ერთმანეთს სიყვარულში გამოუტყდნენ და დაქორწინება გადაწყვიტეს. მარიამის ოჯახი წინააღმდეგი იყო შვილის ასეთ არჩევანში, მაგრამ იმდენად შეუყვარდა ნიკო, ვერანაირ ნაკლს ვერ ხედავდა მასში - მთავარი იყო მის გვერდით ყოფილიყო, სხვა არაფერი ადარდებდა და ქორწილიც დანიშნეს. ლილემ ავადმყოფობის გამო, ვერ შეძლო მეგობრის ქორწილზე მისვლა. დრო გადიოდა. ნიკოს პატარა ძმისშვილი კი უკვე წამოიზარდა. ნიკოს და მარიამს შვილი არ უჩნდებოდათ. ლილე და საბა ერთად ცხოვრობდნენ, მაგრამ დაქორწინებას არ ჩქარობდნენ. მარიამი ამჩნევდა, რომ ქეთა საერთოდ არ ჰგავდა მშობლებს, მასში სულ სხვა ადამაინის სახეს ხედავდა, მაგრამ ვერ ხვდებოდა საიდან, როგორ?.. სიცილის დროს მარჯვენა ლოყაზე პატარა ღრმული უჩნდებოდა, რომელიც ძალიან უხდებოდა. მიუხედავად ბევრი მკურნალობისა, შვილი მაინც არ გაუჩნდათ. ერთ დღეს მეუღლეს გაუმხილა მარიამმა საკუთარი ეჭვები. ნიკომ არ დაუმალა სიმართლე - უთხრა, რომ ბავშვი ნაშვილები ჰყავდა მის ძმას და რძალს, ისიც დაამატა - პირდაპირ სამშობიაროდან წამოიყვანესო. მარიამს არაფერი უთქვამს მეუღლისთვის, საბას დაურეკა, მარიამს არაფერი უთქვამს მეუღლისთვის, საბას დაურეკა, იცოდა, რომ ჯერ კიდევ ეძებდა ლილეს შვილს. შეხვდნენ ერთმანეთს, ყველასგან მალულად. მარიამმა გაანდო მისი ეჭვები საბას, მანაც მოუყვა როგორ მიაკვლია იმ ექიმს, რომელიც უკვე სხვა სამშობაროში მუშაობდა და უარყოფდა ყველაფერს. - ამბობს, რომ მსგავსი რამ, მის საქმიანობის ისტორიაში არ ყოფილაო, მაგრამ არის ერთი ექთანი, რომელმაც ყველანაირ სიცხადეს ახადა ფარდა და მოყვა, თუ როგორ გააშვილეს გოგონა ლილეს დედამ და მთავარმა ექიმმა, როგორ გააყალბეს საბუთები და მკვდრად გამოაცხადეს ბავშვი - ისიც ახსოვს, რომ პატარა, მამაკაცმა წაიყვანა სამშობიაროდან სწორედ იმ საღამოს, როცა ის მორიგე იყო. ამ ყველაფერს ჯერ არ ეუბნებოდა ლილეს საბა, რადგან უნდოდა, რომ ბავშვი ჯერ მას ენახა. აღმოჩნდა, რომ მარიამი და საბა ერთი და იგივე ბავშვზე საუბრობდნენ. მოილაპარაკეს, რომ ბავშვს დეენემის ანალიზს გაუკეთებდნენ, ამიტომ მარიამს რაღაც ისეთი უნდა მიეტანა საბასთვის, დეენემის ანალიზისთვის გამოადგებოდა. დიდი დრო არ დასჭივრბია ამისთვის მარიამს.მალე საბას ხელთ ჰქონდა საწოვარა და ბავშვის თმები... საბამ დაუყონებლივ მიიტანა ლაბორატორიაში და ჩააბარა. რამდენიმე კვირაში უკვე პასუხი მოუვიდათ, რომელსაც მხოლოდ საბა და მარიამი ელოდნენ! ისევ შეხვდნენ ისინი ერთმანეთს - საბამ მარიამთან ერთად გახსნა კონვერტში ჩადებული ანალიზების პასუხი. აღმოჩნდა, რომ ბავშვი ნამდვილად ლილეს გოგონა იყო. გაოგნებულები შესცქეროდნენ ერთმანეთს მარიამი და საბა, იცინოდნენ და ტიროდნენ, კიდევ რამდენჯერმე წაიკითხეს ანალიზის პასუხი, სისწორეში რომ დარწმუნებულიყვნენ. ნაცნობ ექიმს მიუტანეს და წააკითხეს, მანაც იგივე დაუდასტურა. ახლა იმაზე ფიქრი დაიწყეს, თუ როგორ ეთქვათ ლილესთვის ან როგორ წამოეყვანათ ბავშვი იმ მშობლებისგან, რომლებიც ხუთი წელია ზრდიან და არ აკლებენ მზრუნველობას, სითბოს და სიყვარულს. საბოლოოდ გადაწყვიტეს ლილესთვის ეთქვათ და თვითონ ემოქმედა!მოილაპარაკეს საბამ და მარიამმა, რომ საღამოს მათთან მივიდოდა მარიამი და მაშინ ეტყოდნენ ყველაფერს ლილეს. მარიამმა მეუღლეს არ გაუმხილა მისი ჩანაფიქრი, იფიქრა რომ ხელს შეუშლიდა ის, ამიტომ არჩია არაფერი ეთქვა მისთვის. * * * მარიამის სტუმრობა მოულოდნელი იყო ლილესთვის, რადგან გათხოვების შემდეგ მეგობრები იშვიათად ხვდებოდნენ ერთმანეთს.ყავა მოადუღა და მისაღებში დახსდნენ. საბა გვერდით მიუჯდა ლილეს და მარიამს თვალით ანიშნა - დაიწყეო. მარიამმა ფინჯანი მაგიდაზე დადო და ლილეს დაუწყო მზერა. - ლილე, შენ ხომ გაქვს ეჭვი, რომ შენი შვილი ცოცხალია? -ე ჭვი არა, მე მჯერა რომ ასეა - ის არ მომკვდარა. - ჩვენ, მე და საბამ ყველაფერი გავარკვიეთ. ლილეს ფერი ეცვალა სახეზე, აფორიაქდა, სავარძლიდან წამოდგა და სიარული დაიწყო ოთახში. შემდეგ მარიამს მიუბრუნდა. - რა გაარკვიეთ, მარიამ? -ის, რომ შენ მართალი ხარ, შენ გოგონა გეყოლა, დღეს ის ხუთი წლისაა და ცოცხალია. დედაშენმა და სამშობიაროს მთავარმა ექიმმა გააშვილეს, ჩვენ დნმ ჩავუტარეთ ბავშვს, რომ არ შევმცდარიყავით და პასუხიც დამაკმაყოფილებელი მოვიდა, ეს შენი საბას დამსახურებაა, მარტო მე ვერაფერს გავხდებოდი. ტირილი დაიწყო ლილემ, კედელს მიეყრდნო და ჩაიკეცა. საბა მივიდა, დამშვიდება დაუწყო. უთხრა, რომ თუ სურვილი ექნებოდა, ბავშვს ანახებდა. - მას ხომ უკვე სხვა დედა და მამა ჰყავს, მე როგორ ვუთხრა, რომ მისი დედა ვარ და არაფერი დამიშვებია მისთვის. ის ხომ ჯერ ძალიან პატარაა ამისთვის, როგორ ავუხსნა... არა, ვერ ვეტყვი. იქნებ ჯობდეს, ჯერ მივიჩვიო და შემდეგ გავუმხილო სიმართლე? - ჩვენც ასე ვიფიქრეთ - უპასუხა მარიამმა. იმ საღამოს ნერვიულობაზე ლილე ცუდად გახდა. სასწრაფო გამოიძახეს. მაღალი ტემპერატულა ჰქონდა, კოშმარს ხედავდა - დედას ეჩხუბებოდა, მამას შველას სთხოვდა. მეორე დღეს მამას დაურეკა და სთხოვა, რაც შეიძლება მალე დაბრუნებულიყო სახლში. ისიც დასთანხმდა შვილს. მარიამმა და საბამ, ზაზა და ანასტასია მეგობრის სახლში სასაუბროდ დაიბარეს, სადაც ხელს არავინ შეუშლიდა მათ საუბარს და არც არავინ მოისმენდა. მეხის გავარდნას ჰგავდა მათთვის იმის გაგება, რომ ბავშვს დედა ეძებდა და მაიგნო. ჯერ მუქარები დაიწყო ზაზამ, შემდეგ რომ ვერაფერს გახდა დათანხმდა, რომ ლილეს ბავშვს ანახებდა, მხოლოდ იმ პირობით, თუ არ ეტყოდა, რომ ის იყო მისი დედა. რამდენიმე დღეში ლილე და მარიამი მივიდნენ ზაზასთან და ანასტასიასთან სტუმრად. პატარა ქეთა მხიარული ბავშვი იყო, ყველასთან ადვილად შედიოდა კონტაქტში, მისთვის უცხო ადამიანი არ არსებობდა, ყველას უღიმოდა და ეთამაშებოდა -ასე მოიქცა ამჯერადაც. ლილეს გაუჭირდა ბავშვთან მიახლოება, ცდილობდა არ ეტირა, აკანკალებულ ხელებს უსმევდა მასთან მისულ ქეთას. პატარამ თამაში დაუწყო და ბოლოს კალთში ჩაუსკუპდა. სახეზე ეფერებოდა, თავის ნახატებს აჩვენებდა, რომლებზეც მხოლოდ ქალი და ბავშვი იყო დახატული. უხსნიდა - ეს ჩემი დედიკოა, ეს მე ვარო. ლილემ ჰკითხა: მამა რატომ არ გყავს დახატულიო და ბეჭბი ზემოთ ასწია და ზაზას გახედა, ნაღვლიანი თვალებით. ამის შემდეგ თითქმის ყოველდღე დადიოდა ლილე ბავშვის სანახავად. ძალიან შეუყვარდა ქეთას ლილე. როგორც კი მასთან მივიდოდა, მაშინვე მის სათამაშოებს გადმოალაგებდა და ეთამაშებოდა. ლილეს სახეზე ისევ ამოვიდა მზე, ისევ დაუბრუნდა ადრინდელი ღიმილი. დედას მოუყვა ყველაფერი, ელისომ ბევრი იტირა და ბოდიში მოუხადა შვილს, უთხრა: - მეგონა შენთვის ასე აჯობებდა. ვერ ვიფიქრებდი, რომ შენ არ დაიჯერებდი, არ მეგონა თუ ძებნას დაუწყებდი. რამდენიმე თვეში რობერტიც დაბრუნდა სახლში, მან არაფერი იცოდა რა ხდებოდა მის ოჯახში, რა გადაიტანა მისმა ერთადერთმა შვილმა. * * * დედის დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, რომ არ ეთქვა ლილეს მამისთვის რა მოხდა მის არ ყოფნაში, მაინც გადაწყვიტა მოეყოლა. უსმენდა რობერტი შვილს და თავის გაკონტროლება უჭირდა, რომ არ ეტირა. ის მაშინვე მიხვდა, ვისი ხელი ერია ლილს გაუბედურებაში, მაგიდაზე ურტყამდა მუჭს და გაიძახოდა: - ჩემმა შვილმა რა დააშავა! ჩემმა შვილმა რა დააშავა! ლილეს და ელისოს გაუკვირდათ მისი ეს სიტყვები, განრისხებულ რობერტის ვერ ეკითხებოდნენ რა კავშირში იყო ის ამ საქმესთან, მაგრამ მიხვდნენ რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. როცა ცოტა დაწყნარდა, ცოლ-შვილს მოუყვა დიდი ხნის წინ სოფელში დატრიალებული უბედურება. -ამ ამბავს შეეწირა დედა და მამა. ორ თვეში მამას გაუსკდა გული და გარდაიცვალა, მამის გარდაცვალებიდან ერთ წელიწადში დედაც გარდაიცვალა. მე მიყვარდა ანა, მისი ოჯახი წინააღმდეგი იყო, არ მოვწონდი და სულ ეჩხუბებოდნენ მას, მისი ძმა სცემდა კიდეც, უშლიდა ჩემს ნახვას. ბევრჯერ სახლში ჩაკეტეს და გამოიპარა. როცა სკოლა დავასრულეთ, გადავწყვიტეთ გავპარულიყავით. ანამ დაქალს მოუყვა, იმან კი მაშინვე მიუტანა ამბავი მის ძმებს. ისე უცემიათ, რომ მთელი სხეული დალურჯებული ჰქონია. როცა გავიგე, მივვარდი სახლში მათთან. სანადირო თოფით გამომეკიდა მისი ძმა, რომ არა მეზობელი მომკლავდა. ამას ხედავდა სახლიდან ანა თურმე, მეზობლებმა გამომიყვანეს იქედან. სახლში, ისევ ჩხუბი დაუწყიათ ანასთვის მშობლებს და ძმას. ხელში ისევ თოფი ეჭირა თურმე ძმას. ანა ცდილობდა თოფის გამორთმევას. ყველასგან მოულოდნელად თოფმა იქუხა. მერე გაირკვა, რომ ანას გამოუკრავს სასხლეტისთვის ხელი, ადგილზევე გარდაიცვალა. ამის შემდეგ სახლი გადამიწყვე - მაბრალებდნენ, რომ გავაუპატიურე.დამიჭირეს, მაგრამ მალევე გაირკვა, რომ ტყუილი იყო, მისთვის თითი არ მქონდა დანაკარები. მას შემდეგ დავტოვე სოფელი, ხმები მომდიოდა, რომ მის ძმებს შურისძიება სურდათ! ამიტომ გთხოვდი ლილეს გაფრთხილებოდი, ამიტომ გემუდარებოდი მარტო არსად გაგეშვა! მე მხოლოდ ანას სიყვარულისთვის მედება ბრალი - ვერც მისი სიყვარული დავიცავი და ვერც შვილს გავუფრთხილდი, რა კაცი ვარ მე ამის შემდეგ? ცხოვრებას თავისი დაუწერელი კანონები აქვს, ზოგჯერ ისეთი მკაცრი, რომ უდანაშაულოს აგებინებს პასუხს სხვის შეცდომებზე. სიყვარულის გამოც ისჯები, როცა აკრძალულს ეხები. გიყვარს, არ გპატიობენ, ყველა გზას მიმართავენ, რომ ხელი შეგიშალონ, მიწაზე დაგანარცხონ, გაგანადგურონ. ამის შემდეგ ვეცადე ცხოვრება თავიდან დამეწყო, თითქოს დავასამარე ჩემში ის ისტორია, რაც გადამხდა. ძალა მოვიკრიბე და ცხოვრება განვაგრძე, მაგრამ შიშით, ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ისინი არ მოისვენებდნენ, არ მაპატიებდნენ იმ სიყვარულს. არც ანამ მაპატია - ადგა და თავი მოიკლა, ამით მის თავსაც და მეც განაჩენი გამოუტანა, ყველაფერი დაასრულა, ის წავიდა, მე დამტოვა, მაგრამ როგორ? არც მკვდარი და არც ცოცოხალი, ისევ ანას გამო, ისევ იმ სიყვარულის გამო შევძელი ის, რომ აქამდე მოვედი და მყავხართ თქვენ, ვარ ძლიერი. რობერტის ზღვასავით სდიოდა თვალებიდან ცრემელები, პატარა ბავშვივით იწმენდდა თვალებს, ადგილს ვერ პოულობდა. შემდეგ ლილეს ფეხებთან დაეცა მუხლებზე და შვილს პატიებას სთხოვდა. ეუბნებოდა: - ჩემს გამო! ჩემს გამო დაგემართა ასე, მაპატიე თუ შეგიძლია, მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ შენი შვილი დაიბრუნო თუ ეს გამოასწორებს ჩემს დანაშაულს შვილო!!! ლილე ჩაეხუტა მამას და სთხოვა ამდგარიყო, დაეხმარა წამოდგომაში, გადაეხვია და უთხრა, რომ ის არაფერში არ იყო დამნაშავე. სურდა, რომ მისი შვილი მის გვერდით გარზდილიყო. როგორც იქნა, მოახერხეს დამშვიდება და მოილაპარაკეს, რომ წავიდოდნენ ბავშვის მშობლებთან დასალაპარაკებლად. მეორე დღეს დაურეკეს მარიამს, უთხრეს, რომ მიდიოდნენ ბავშვთან. მან უთხრა, რომ ისიც იქ დახვდებოდა მეუღლესთან ერთად. * * * ბავშვს საჩუქრები უყიდეს და წავიდნენ. იქ მისულებს, სახლში ანასტასია და ბავშვი დახვდათ, ზაზა სახლში არ იყო. მიიპატიჟა სახლში სტუმრები, სახეზე ეტყობოდა, რომ არ სიამოვნებდა მათი მისვლა. ქეთა ხელგაშლილი შეეგება ლილეს და ჩაეხუტა, მაშინვე ხელი მოჰკიდა და მის სათამაშოებთან წაიყვანა, ცოტა გული რომ იჯერა თამაშით, შემდეგ ლილემ მშობლებთან მიიყვანა პატარა. ელისომ ვერ მოკიდა ბავშვს ხელი, უცქრედა და თავს იკავებდა რომ არ ეტირა, რობერტი მოეფერა პატარას, ქეთა მივიდა შემდეგ ელისოსთან და ეკითხება: - თქვენ მე რატომ არ მომეფერეთ, არ მოგეწონეთ? გაეღიმა ელისოს და ცრემლებიც გადმოსცვივდა თვალებიდან, ხელი მოჰკიდა, გვერდით დაისვა და უპასუხა: - შენ როგორ შეიძლება ვინმეს არ მოეწონო, პატარავ? ძალიან მომეწონე, მეტიც, ერთ პატარა გოგონას მაგონებ, ისეთი ლამაზი თმები და თვალები გაქვს, მასავით სიცილის დროს ლაყაზე პატარა ღრმული გიჩნდება. ქეთამ გაუღიმა ელისოს, ხელი მოჰკიდა ხელზე და ისიც თავის სათამაშოებთან წაიყვანა, თან ის საჩუქრებიც გახსნა, რაც მიუტანეს და სიხარულის ემოციებს ვერ მალავდა. ანასტასია კართან იდგა, ადგილიდან ვერ იძვროდა და შესცქეროდა მათ, შემდეგ ზაზას დაურეკა, უთხრა რაც ხდებოდა. ტელეფონიდან ხმამაღალი ხმა ისმოდა. ცოტა ხანში, მარიამი მეუღლით და ზაზა მოვიდნენ. მათი მისვლიდან, რამდენიმე წამში, რომ არა ელისო და ანასტასია ხელჩართული ჩხუბი გაიმართებოდა. ლილემ ბავშვს ხელი მოჰკიდა და აივანზე გაიყვანა, გაარიდა კამათს. რობერტი ნიკოს უყვიროდა: - ეს როგორ გააკეთე! ჩემმა შვილმა რა დაგიშავა, თუ შურისძიება გინდოდა, ჩემზე გეძია შური, მაგრამ დაგაბრმავა შენმა ბინძურმა სულმა და არ იცოდი რა გაგეკეთებინა - უცოდველ ადამიანზე იძიე შური. მარიამი მეუღლეს მიუბრუნდა და ეკითხება: - ნიკო, რას ამბობს რობერტი, გამარკვიე? რა შური, ვის რა დაუშავე ან ვინ რა დაგიშავა. მარიამს ნიკოს ნაცვლად რობერტმა უპასუხა: - შენმა არაკაცმა ქმარმა ჩემს შვილზე იძია შური იმ დანაშაულისთვის, რაც მე არ ჩამიდენია და ბრალად მდებენ უკვე წლებია. ეს ბავშვი შენი ქმრისგან ჰყავს ლილეს!!! მარიამს მუხლები მოეკეცა და გული წაუვიდა, ვიღას ახსოვდა ჩხუბი, ყველა მის მოსულიერებას ცდილობდა. როგორც იქნა, გონს მოვიდა, მეუღლეს ერთი ორი სილა გააწნა სახეში და სახლი უსიტყვოდ დატოვა. ლილესთვის უკვე ყველაფერი ცხადი გახდა. რობერტიმ ზაზას და ანასტასიას უთხრა, ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის, რომ ბავშვს წაეყვანა. თუ ამას არ დასთანხმდებოდა, ნიკოს დააჭერინებდა. შემდეგ შეთანხმდნენ რომ ნელ-ნელა შეიჩვევდნენ ბავშვს, ხანდახან სახლშიც წაიყვანდა ლილე და როცა დრო გავიდოდა, ბავშვს ყველაფერს ეტყოდნენ, იმ პირობით თუ ზაზასთან და ანასტასიასთან არ აუკრძალავდნენ ურთიერთობას! ისევ ბავშვის გამო დათანხმდნენ ლილე და რობერტი ზაზას წინადადებას. ელისოს საყვედური უთხრა რობერტიმ მის საქციელზე და არ პატიობდა, რომ ლილეს შვილი გააშვილა და არაფერი უთხრა. მარიამმა არ აპატია ნიკოს ლილეს შეურაცხყოფა და მიატოვა. ზაზა და ნიკო ისევ დამნაშავედ თვლიდნენ რობერტის იმის გამო, რაც არ ჩაუდენია - არ უნდოდათ იმის დაჯერება, რომ შეიძლება ცდებოდნენ, არ პატიობდნენ მათი დის სიყვარულს, რომელმაც თავი მოიკლა და ამით კიდევ უფრო გაართულა ყველაფერი. ქეთა გაიზარდა. მას ჰყავდა მშობლები, რომლებმაც გაზარდეს - მიიღეს, როგორც საკუთარი შვილი და ჰყავდა დედა, რომელმაც მიუხედავად ბევრი დაბრკოლებებისა, მაინც გააჩინა, არ დანებდა, იბრძოლა და შვილი დაიბრუნა - ნიკო არ აღიარა მამად, არც ბიძად მიიღო. ძალიან შეიყვარა საბა, რომ ლილეს დაეხმარა მის პოვნაში. მან კი საკუთარ შვილად მიიღო და ლილეზე იქორწინა. მარიამმაც იპოვა წრფელი სიყვარული და გააგრძელა მშვიდად ცხოვრება. ელისოს ყოველთვის აწუხებდა ის შეცდომა, რაც თავიდანვე დაუშვა, ამიტომაც ლილეს პატიებას სთხოვდა, შვილიც პატიობდა დედას, მაგრამ იმ დაკარგულ წლებზე მაინც ძალიან ტკიოდა გული, რაც შვილთან ვერ გაატარა! p.s.არ არის ნამდვილი ამბავი. ველოდები თქვენგან შეფასებას კომენტარებში. გააზიარეთ???? დიდი მადლობა რომ კითხულობთ. შევეცდები მომდევნო ორშაბათს კვლავ დავდო შემდეგი ნოველა. მოწონება არ დაგავიწყდეთ????

0
186
1-ს მოსწონს
ავტორი:სოფო იმერელი
სოფო იმერელი
186
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0