x
image
მაკა ნიკვაშვილი
მსოფლიო მონარქების 7 უცნაური ჩვევა, რომელიც შოკში ჩაგაგდებთ

image


ისტორიამ ბევრი ისეთი ცნობილი პიროვნების სახელი შემოინახა, რომელიც საკმაოდ უცნაური, ზოგჯერ კი, ექსცენტრული ჩვევებითა და არაორდინარული ქცევებით გამოირჩეოდა, თუმცა იყვნენ ისეთი მმართველებიც რომელთა უცნაურობებს ძნელია რომ ამაზრზენი არ უწოდო. დღეს, სწორედ იმ მსოფლიო მონარქების 7 უცნაურობას წარმოგიდენთ, რომელიც რბილად რომ ვთქვათ, შოკში ჩაგაგდებთ.





ჰენრი VIII - ბრიტანეთის მეფე


image


მეფეს ყოველთვის თან საგანგებოდ შერჩეული ბიჭი ახლდა, რომელსაც მონარქისთვის პორტატული ტუალეტი დაჰქონდა, მას გახდაშიც ეხმარებოდა და ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების შემდეგ უკანალსაც უსუფთავებდა. ასეთ ახალგზრდებს "ტუალეტის ბიჭს" უწოდებდნენ და როგორც წესი, მათ მეფესთან დაახლოებული კეთილშობილური ოჯახებიდან ირჩევდნენ. "უკანალის მწმენდავის" თანამდებობა ინგლისში დაახლოებით 4 საუკუნის განმავლობაში არსებობდა.




კრისტიან VII - დანიის მეფე


image


ოლდენბურგების დინასტიის წარმომადგენელს, ფრედერიკ V-ისა და დედოფალ ლუიზა ბრიტანელის ვაჟს - კრისტიან VII ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და გამუდმებით მასტურბაციით იყო დაკავებული. ამ პრობლემის მოსაგვარებლად რამდენჯერმე დანიის პარლამენტის სხდომაც კი ჩატარდა, თუმცა უშედეგოდ. მსგავსმა შეკრებებმა დანიის კარზე არსებული პრობლემა ვერ მოაგვარა.





ხუანა I შეშლილი - ესპანეთის დედოფალი


image


მეუღლის, ფილიპე I- ის გარდაცვალებამ დედოფალს სერიოზული ფსიქიკური პრობლემები შეუქმნა, ჭკუიდან შეშლი ხუანა გარდაცვლილის ცხედარს მთელი წლის განმავლობაში საკუთარ ოთახში ინახავდა და მას ისე ეპყრობოდა თითქოს ფილიპე I ცოცხალი ყოფილიყო. ყველა კითხვაზე კი დედოფალი მტკიცედ პასუხობდა, რომ მისი ქმარი მალე გაიღვიძებდა.





ჩარლზ II - ინგლისის, შოტლანდიისა და ირლანდიის მეფე


image


ჩარლზ II სტიუარტი მსოფლიოში ცნობილი თავისი უჩვეულო პარიკის წყალობით გახდა: რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, მეფემ ის სწორედ იმ საყვარლების ბოქვენის თმისგან დაამზადა, ვისთანაც ის სარეცელს იყოფდა.




მარია ელეონორა ბრანდენბურგელი - შვედეთის დედოფალი


image


ამ ქალბატონმა კი სახელი იმით გაითქვა, რომ გარდაცვლილი მეუღლის, შვედეთის მეფის გუსტავ ადოლფის გულს სპეციალურ ზარდახშაში, საკუთარ საწოლთან ინახავდა. იმასაც ამბობდნენ, რომ ზარდახშასთან რამდენიმე ღამე მისმა პატარა ქალიშვილმაც გაატარა, რის შემდეგაც გოგონამ სერიოზული ფსიქიკური ტრავმა მიიღო, რისგანაც სიცოცხლის ბოლომდეც კი ვერ განიკურნა.





ფარუკი - ეგვიპტის მეფე


image


ეგვიპტის მმართველი მთელ მსოფლიოში ცნობილი თავისი პორნოგრაფიული ფილმების კოლექციით გახდა, რომლებზეც ძირითადად, არაბი კაცების ახალგაზრდა ბიჭებთან სქესობრივი აქტი იყო აღბეჭდილი. 1952 წლის ეგვიპტის რევოლუციის დროს მისი ტახტიდან ჩამოგდების შემდეგ მისი "ოქროს კოლექციაც" მთლიანად გაიძარცვა.




"მეფე - მზე" ლუი XIV - საფრანგეთის მეფე


image


რაც შეეხება ამ მონარქს, ის ყველა სხვა დანარჩენისგან რადიკალურად გამოირჩეოდა. ჭორების თანახმად, მეფეს ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება პირდაპირ საკუთარ ტახტზე უყვარდა და ამის გაკეთებას არც შეხვედრების დროს ერიდეობდა. "მეფე - მზეს" საპირფარეშოს გაგონებაც კი არ სურდა, ხოლო უსიამოვნო სუნი რამენაირად რომ გაექრო მონარქმა მთელს სასახლეში ყვავილები დარგო და დიდი რაოდენობით სუნამოსაც იყენებდა.










0
1133
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
1133