x
მეტი
  • 26.11.2020
  • სტატია:105213
  • ვიდეო:348784
  • სურათი:470599
კარანტინიდან ისმის „ვაიმე!“ - ჩარკვიანმა კორონავირუსს ლექსი მიუძღვნა
image



დიპლომატმა და მწერალმა გელა ჩარკვიანმა ფეისბუქის პირად გვერდზე სონეტი გამოაქვეყნა, რომელიც ახალი კორონავირუსით შექმნილ ვითარებას ეძღვენება.

.

აქტუალური ლირიკა
/სონეტი/


.

კარანტინიდან ისმის – „ვაიმე!“
ვიშ! გაიტანჯნენ გოგო-ბიჭები.
უგულებელვყოფ გაიდლაინებს
და შენ კლასტერში შემოვიჭრები.

ბაკურიანს გაწვევ ლამაზ ავადმყოფს,
ჯერ ტაქსით ვივლით, მერე რკინიგზით,
თუმცა ამჯერად კოცნას არა გთხოვ,
დავკმაყოფილდეთ თერმოსკრინინგით.


გადმოგატარებ ველებს ნაპურალს,
ოზონ-ნაყლაპს და ეგზომ ჟინაშლილს
და გიმკურნალებ მამაპაპურად
ჩემს ბოქსირებულ კოხტა ბინაში.


და როცა დაჰკრავს ზარი სამების,
შენს განკურნებას მივესალმები.


* * *

როგორც საოპერაციო შტაბის უფროსმა ბერდია სიჭინავამ განაცხადა, თბილისის შემდეგ ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა კვლავ აჭარაში დაფიქსირდა.

.
„დღეს გამოვლენილი 1595 შემთხვევიდან, თბილისში გვაქვს 563 შემთხვევა, აჭარაში - 389, იმერეთში - 335, ქვემო ქართლში - 77, შიდა ქართლში - 69, გურიაში - 53, სამეგრელო და ზემო სვანეთში - 42, კახეთში - 17, მცხეთა-მთიანეთში - 26, სამცხე-ჯავახეთში - 24, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 0.

.

ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 12 007, 21 ოქტომბრის დღის პირველი ნახევრის მონაცემებით. 3 155 მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 584, აჭარაში - 646“, - აღნიშნა ბერდია სიჭინავამ.


რაც შეეხება ქვეყანაში მძიმე პაციენტების რაოდენობას, ბერდია სიჭინავას თქმით, მათი რიცხვი ქვეყანაში 381-ს შეადგენს.


„მძიმე პაციენტი გვყავს 381, მათ შორის, თბილისში - 190, აჭარაში - 79. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 77 პირი, მათ შორის, თბილისში - 48, აჭარაში - 12.


1 848 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 144 - აჭარაში, ხოლო 555 - თბილისში. 7 164 პირი მკურნალობს ბინაზე, 21 ოქტომბრის დღის პირველი ნახევრის მონაცემებით.


საკარანტინე სივრცეში გვყავს 4 408 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 939, აჭარაში - 2 221. სულ 6-21 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 7 285 პირი.


დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 23 931 პირი, საიდანაც თბილისში არის 4 097 ადამიანი, აჭარაში - 9 254, იმერეთში - 3 479“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.


ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 22 803 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 9401 და გარდაცვლილია 178 პაციენტი.

.

* * *

თბილისში კორონავირუსზე უფასო ტესტირება მხოლოდ მიზნობრივ ჯგუფებსა და პროტოკოლით გათვალისიწინებულ (ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ, სიმპტომიან) პირებს უტარდება. ფასიანი PCR კვლევის ჩატარდება კი ბევრ კლინიკაშია შესაძლებელი.

.
კვლევის პასუხისთვის საჭირო დრო და ფასი განსხვავებულია. ტესტირების ღირებულება 110 ლარიდან იწყება და 200 ლარამდე მერყეობს.

.

-- ტესტირების ღირებულება 110 ლარია კლინიკა „ნეოლაბში“. პასუხის გასაგებად 24 საათია საჭირო. თუ შედეგის მიღება დაჩქარებული წესით, 7 საათში, გინდათ ტესტის ღირებულება 220 ლარს შეადგენს.

კლინიკას ასევე აქვს ბინაზე გამოძახებით ტესტის გაკეთების სერვისი, რომლის ღირებულებაც 150 ლარია და პასუხის მიღებას 24 საათში შეძლებთ.

-- „ევექსის“ პოლიკლინიკების ბენეფიციარებს კორონავირუსზე PCR კვლევის ჩატარება 110 ლარად შეუძლიათ, ხოლო სხვა მსურველებისთვის ტესტირების ფასი 150 ლარია. პასუხის გაგება 24 საათის შემდეგ არის შესაძლებელი.

კლინიკაში ასევე აქვთ ანტისხეულებზე დაფუძნებული სწრაფი ტესტები, რომლებიც პასუხს დაახლოებით 20 წუთში იძლევა. სწრაფი ტესტის ფასი 50 ლარია.

-- კლინიკა „ნიუჰოსპიტალსში“ კორონავირუსზე კვლევის ჩატარებას 120 ლარად შეძლებთ. კვლევის პასუხს კი 48 საათში მიიღებთ.

-- მხოლოდ ბინაზე გამოძახების სერვისი აქვს კლინიკა „ციტოს“. მომსახურეობის ფასი 200 ლარია და პასუხის მიღება 48 საათშია შესაძლებელი.

-- სურვილის შემთხვევაში ფასიანი ტესტი შეგიძლიათ გაიკეთოთ ასევე „ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრშიც“. აქ კვლევის ღირებულება 160 ლარია და პასუხს 24 საათი სჭირდება.

0
334
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
334
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0