x
მეტი
  • 24.11.2020
  • სტატია:105143
  • ვიდეო:348712
  • სურათი:470416
ეს ფერადი მშვენებები დაგარწმუნებთ, რომ ბუნება ჯადოქარი მხატვარია

image

სილამაზის აღქმა სუბიექტური ფენომენია და მიუხედავად იმ მოსაზრებისა, თითქოს "გემოვნებაზე არ დავობენ", ეს სწორედ ის საკითხია, რომელზეც ყველაზე მეტს კამათობენ, განსაკუთრებით კი როცა საუბარია ფრინველთა და ცხოველთა სამყაროს ბინადრებზე. მართალია, ყველა ფრინველი და ცხოველი გარეგნულად სხვადასხვაგვარია, აქ არ გაქვს კონკრეტული კრიტერიუმები, რითაც შესაძლებელი იქნებოდა მათი ერთმანეთთან შედარება და მაინც, არსებობენ ფაუნის ისეთი წარმომადგენლებიც, რომელთა დანახვაზეც შეუძლებელია, აღტაცების გრძნობამ არ შეგიპყროთ, არ აღფრთოვანდეთ. ასეთი ფერადი, იშვიათი სილამაზის არსებებია:

1. ფერადი ჩიტი - კვირიონი (ზიმოროდოკ)

image

ფერადი ჩიტი კვირიონი (ლათინურად. Alcedo attis) გამოირჩევა დიდი, კაშკაშა, მოწითალო-ნარინჯისფერი შეფერილობის თავითა და პატარა ტანით, რაც არაპროპორციულს ხდის 13 სმ. სიმაღლის კვირიონს.

image

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ინდოეთის ტყეებში იგი ცხოვრობს გვირაბის მსგავს ბუდეში. ამ მიდამოებში იგი უზრუნველყოფილია საკმარისი ოდენობის ჩრდილითა და წყლით. 1 მეტრამდე სიმაღლის, გვირაბისებრ ბუდეს კვირიონი 1 კვირის განმავლობაში იშენებს.

2. ფართოფრთიანი

კოლიბრი (ჩიტი)


image

კოლიბრი მინიატურული ზომის ჩიტია, ნათელი, კაშკაშა შეფერილობით, რომლის ფერთა გამაში შედის ლურჯი, მეწამული (მუქი წითელი) და მწვანე ტონები.

image

კოლიბრი მუდამ ყვავილებს უტრიალებს და წამში 20 ბრუნს აკეთებს მათ გარშემო. ის გვხვდება სამხრეთ ამერიკაში. კოლიბრი იკვებება ყვავილების წვენით, ნექტრით და მთელი თავისი გარეგნული სინატიფის მიუხედავად, შეუძლია, საკმაოდ აგრესიული იყოს სხვა ფრთოსნებთან ურთიერთობისას. კოლიბრს შეუძლია, იერიში მიიტანოს და დაესხას თავს დიდ, მსხვილ ჩიტებსაც კი.

3.დრევოლაზი

(შხამიანი ბაყაყის სახეობა)


image

ბაყაყებს, რომლებიც განეკუთვნებიან დრევოლაზის სახეობას, აქვთ სხეულის ზომიერი ზომები, 1, 5-6 სმ სიმაღლე, ძალიან ნათელი, კაშკაშა და მიმზიდველი ფერი.

image

image

დრევოლაზის ამგვარი "შენიღბვის", შეფერილობის მიზეზია მტაცებლების შეშინების სურვილი. გარდა ამისა, იგი კანის მეშვეობით გამოყოფს შხამიან ნივთიერებებს, რითაც ფერადი მტაცებელი მტრებისაგან იცავს თავს.

image

დრევოლაზის, შხამიანი ბაყაყის 175 ქვესახეობა არსებობს და თითოეული მათგანი თავისებურად ლამაზია.

4.კარამელის (კამჩატკის)

კიბორჩხალა

image

პატარა კარამელის კიბოები იზრდებიან მაქსიმუმ 2 სმ-მდე. ისინი ბინადრობენ ინდოეთისა და წყნარი ოკეანის მიდამოებში და ოსტატურად იცვლიან შეფერილობას "ახალი სახლის", საცხოვრებელი გარემოს შესაბამისად.

image

კარამელის კიბები ერგებიან გარემო პირობებს და შეუძლიათ, გახდნენ წითელი, ყვითელი, თეთრი, ან ვარდისფერი. მათ არ ჰყავთ მონათესავე სახეობები, წარმოადგენენ მონოტიპს და ამ მხრივაც უნიკალური არიან.

5. თევზი "მანდარინკა"



image

თევზი მანდარინკა ბინადრობს წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში და რამდენიმე ფერს ირგებს. მისი ძირითადი შეფერილობაა ლურჯი, თუმცა ტანზე უჩნდება სხვა ფერის ზოლები, წრეები და ხაზებიც, რაც ძალიან ჰგავს ჩინელი ჩინოვნიკების მანტიას.

image

მოკრძალებული სხეულის ზომა, მაქსიმუმ 6 სმ. მანდარინკა თევზს აძლევს მხოლოდ იმის შესაძლებლობას, რომ მოერიოს პატარა კიბოსნაირებს. ეს ნიშნავს, რომ მანდარინკა თევზი დიდი მტაცებელი არაა.

6. იხვი "მანდარინკა"

image

მანდარინკა არა მხოლოდ ულამაზესი თევზის სახეობის სახელია, არამედ უმშვენიერესი იხვებისაც. მანდარინკა იხვი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ფრინველია დედამიწის ზურგზე. ის ბინადრობდა ძირითადად აღმოსავლეთ აზიაში, საიდანაც გავრცელდა მთელ მსოფლიოში. მანდარინკა იხვის ნათელი, წითელი, კონტრასტული ფერი ძალიან იზიდავს მონადირეებს.

დღეისათვის მანდარინკა იხვის სახეობის რიცხოვნება საგრძნობლად შემცირებულია, ერთი მხრივ, ნადირობის, მეორე მხრივ, ბუნებრივი ფაქტორის გამო.

7. ურანია მადაგასკარი

(პეპლის სახეობა)


image

ურანია მადაგასკარი განსაკუთრებით ფერადი და ლამაზი პეპლის სახეობაა, რომელსაც აქვს გამორჩეულად კაშკაშა და ასიმეტრიული ფრთები, რაც ეხმარება ნათებაში.

ურანია მადაგასკარის ფრთების სიგრძეა 11 სმ. ზრდასრული პეპლის ეს სახეობა კარგად მომზადებული ხვდება მტერს და აშინებს მას შეფერილობით. ურანიას თოჯინები მუმიფიცირებულ ადამიანს მოგაგონებთ, რის გამოც მადაგასკარის ლამაზმანი ადგილობრივი მოსახლეობის ლეგენდების გმირადაც კი იქცა.

0
168
1-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
168
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0