x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
მძარცველი დიდი ალბათობით ყოფილი ძალოვანი პროფესიონალია, მას არ დაუშვია არცერთი შეცდომა. რეგიონის პოლიციის უფროსის ვაჟკაცური ნაბიჯი კი დასაფასებელია

image გუშინ ზუგდიდის ცენტრში ერთერთ ბანკში შეჭრილი მძარცველი, როგორც ვვარაუდობდი პროფესიონალი აღმოჩნდა.
რამ მომცა გუშინვე ამისი დაწერის საფუძველი!-მძარცველმა ბანკის შეჭრისას ისარგებლა ეგრეთ წოდებული "მოულოდნელობის ეფექტით", წამებში მოახერხა დაცვის გაუვნებელჰყოფა, გაანთავისუფლა ზედმეტი პირები ბანკის დარბაზიდან, სულ რამდენიმე გასროლით მოახდინა დარჩენილ მძევლებზე სრული კონტროლის დამყარება.
პირადი უსაფრთხოებისათვის სასწრაფოდ დააშვებინა "ჟალუზები", რითაც სნაიპერებისათვის მიუწვდომელი გახდა. გარდა ამისა, ხელყუმბარას მოხსნა დამცველი, რითაც მძევლებსაც და ძალოვნებსაც მიანიშნა: ცოცხალი არ ჩაგბარდებით, შტურმის შემთხვევაში კი მეც და მძევლებიც დაიღუპებიანო.
მძარცველი შეიარაღებული იყო კალაშნიკოვის ავტომატით, განმტვირთავი ჟილეტით, თან ჰქონდა სათადარიგო მჭიდები, მან გაითვალისწინა იმის ალბათობაც კი, რომ შესაძლებელი იყო დროის გაჭიანურება და წყალიც კი თავადვე შეიტანა.
გარდა ამისა მას თან დიდი ალბათობით ასევე ჰქონდა სტეჩკინის ავტომატური პისტოლეტი.
მძარცველის თითოეულ მოქმედებაში იგრძნობოდა გამოცდილი პროფესიონალისათვის დამახასიათებელი თავდაჯერებულობა, არანაირი შიში, არანაირი ზედმეტი მოძრაობები.
image image მე შეჭრიდან რამდენიმე წუთში მედიით გავრცელებული ინფორმაციიდან გამოვიტანე დასკვნა, რომ საქმე ძალოვნებს ჰქონდათ არა რიგით, ყოფითი პრობლემის გამო ფულს დახარბებულ მძარცველთან, არამედ კარგად მომზადებულ და ეკიპირებულ პროფესიონალთან, რომელიც ბანკიდან გასვლას შესძლებდა.
ამის საფუძველს კი მაძლევდა სტატიის შესავალში დაწერილი მისი დახასიათება.
სამსახურის შემდეგ სოციალურ ქსელს ჩავუჯექი გვიან ღამით და დავაფიქსირე ერთი რამ, სოციალური ქსელი მომხმარებლების ერთი ნაწილი საუბრობდა, რომ ეს იყო ოპოზიციის ერთი ნაწილის მიერ დაგეგმილი და მათივე მხარდამჭერი ყოფილი ძალოვნის მიერ განხორციელებული სპეცოპერაცია, ხოლო მეორე ნაწილი იგივე ქმედებას უკვე არსებული ხელისუფლების მიერ დადგმულ სპექტაკლს უწოდებდა, რაც მიზეზთა გამო რაზეც აქ არ ვისაუბრებთ გამორიცხულია.
მე ვვარაუდობდი მძარცველის გასვლას ორი მიმართულებით შამგონა-ხურჩა-ოკუპირებული აფხაზეთი ან ზემო სვანეთის მიმართულება.
მძარცველთან მოლაპარაკებების შემდეგ მან დაიწყო მძევლების განთავისუფლება მოთხოვნილი თანხის მიღების შემდეგ (ფული მონიშნული, რომ ექნებათ ჩვენს ძალოვნებს ამაში დარწმუნებული ვარ), ბანკიდან გამოვიდა ხელბორკილებით გადაბმულ მძევლებთან და ფულის წამღებ პირთან ერთად.
აქაც გამოჩნდა მისი პროფესიონალიზმი, მან წინ დაიყენა მძევლები, თვითონ კი უკან მიჰყვა კისერზე ქამრით გადაბმული ავტომატით და მაღლა აწეული ხელით, რომელშიც დამცველ მოხსნილი ხელყუმბარა ფიქსირდებოდა.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია თითქოს მძარცველმა მოლაპარაკების დროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი აიყვანა მძევლად, რაც მტკნარი სიცრუეა, ბატონმა გალდავამ თავად ისურვა ჩაენაცვლებინა ერთერთი მძევალი და ასე დატოვეს ზუგდიდი.
მოგვიანებით კი გაირკვა, რომ მძარცველმა მძევლები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში შემავალ სოფელ კირცხის ტყეში დატოვა მძევლები, თავად კი ფულთან ერთად გაუჩინარდა.
შესაძლოა მას იქ თანამზრახველი ან სულაც თანამზრახველები ელოდებოდნან, თუმცა არც ისაა გამორიცხული ადგილმდებარეობაში კარგად გარკვეულს მარტოსაც გაეგრძელებინა გზა.
მისი თითოეული მოძრაობიდან კარგად ნავარჯიშევი ადამიანის მანერები ჩანდა და რამდენიმე კილოგრამი ზედმეტი ტვირთის (საუბარია ფულზე) წაღება მისთვის პრობლემა არ იქნებოდა.
მძარცველი ძებნაშია, რაც მთავარია ბანკის ყველა თანამშრომელი და სხვა მძევლებიც ჯანმრთელად არიან.
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის სამხარეო დეპარტამენტის დირექტორი ბატონი გალდავა, რომელმაც მძევალი მისი სურვილით ჩაანაცვლა.
დიდი მადლობა ამ ადამიანს ვაჟკაცური საქციელის გამო.
image P.S
დღეს შესვენებისას კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი დავაფიქსირე სოციალურ ქსელში, ერთერთი მძევალის კომენტარმა მაფიქრებინა, ხომ არ გვაქვს საქმე "სტოკჰოლმის სინდრომთან" ანუ კეთილგანწყობა დამნაშავის მიმართ დაზარალებულების მხრიდან.
ვინაიდან სურათი საჯაროდაა განთავსებული არ ვთვლი საჭიროდ დამეფარა ავტორის ვინაობა.
ვიმეორებ მასალა საჯაროა და ჩემი მხრიდან არანაირ კანონდარღვევას ადგილი არა აქვს.
მონიშვნები კომენტარზე ჩემია...image ეს კი მძარცველის მოქმედებების ის მონაკვეთები რაზეც მქონდა სტატიის შესავალში საუბარი.





0
343
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
343