x
მეტი
  • 25.11.2020
  • სტატია:105201
  • ვიდეო:348767
  • სურათი:470552
სერგეი შამბა:სოხუმი მზადაა, დამნაშავე თბილისს გადასცეს
image

აფხაზეთის უსაფრთხოების საბჭოს დე ფაქტო მდივანმა სერგეი შამბამ sova- სთან საუბრისას განაცხადა, რომ კრიმინალი, რომელმაც ზუგდიდში მძევლები აიყვანა ოკუპირებულ რეგიონში შეუძლებელია ოკუპირებულ რეგიონში გადასულიყო, უფრო მეტიც, თუ ის მაინც გადალახავს ე.წ. ”საზღვარს”, სოხუმი მზადაა დამნაშავე თბილისს გადასცეს.



მანამდე ქართულ მედიაში გაჩნდა ვერსია, რომ შესაძლოა თავდამსხმელმა ნახევარი მილიონი დოლარის ოდენობის გამოსასყიდის მიღების შემდეგ გამოიყენა უსაფრთხოების დერეფანი და აფხაზეთს შეაფარა თავი. SOVA– მ სერგეი შამბას კომენტარის გაკეთება სთხოვა.


როგორც აფხაზეთის უსაფრთხოების საბჭოს დე ფაქტო მდივანმა თქვა, "ჩვენი სამსახურები მზად არიან". მისივე თქმით, რეგიონში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. SOVA- ს კითხვაზე, გადასცემს თუ არა აფხაზური მხარე დამნაშავეს თბილისს დაკავების შემთხვევაში, შამბამ უპასუხა: "რა თქმა უნდა".



როგორც ცნობილია ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა.


დამნაშავემ „საქართველოს ბანკის“ შენობა რამდენიმე საათის წინ დატოვა. თავდამსხმელი შენობიდან 3 მძევალთან ერთად გამოვიდა. როგორც კადრებში ჩანდა, მას შენობის დატოვების დროს ერთი ხელი აწეული ჰქონდა, რა დროსაც სავარაუდოდ ხელში ხელყუმბარა ეკავა.იგი მძევლებთან ერთად პოლიციის მანქანაში ჩაჯდა და გაურკვეველი მიმართულებით წავიდა.მძვლებს შორის იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა, დილის 5 საათზე თავდამსხელმა მძევლები გაათავისუფლა და მიიმალა.


მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

0
190
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
190
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0