x
მეტი
  • 26.11.2020
  • სტატია:105213
  • ვიდეო:348782
  • სურათი:470599
„თქვენ ჩვენ სიცოცხლე გვაჩუქეთ!.. მადლობა!...“ - რას წერს მძევალი გალდავაზე
image


21 ოქტომბერს, ზუგდიდში საქართველოს ბანკში მძარცველი შეიჭრა, რომელმაც მძევლები აიყვანა და სახელმწიფოსგან ნახევარ მილიონ დოლარს, ვერტმფრენს ტერიტორიის მძევლებთან ერთად უსაფრთხოდ დატოვების გარანტიას ითხოვდა.


მძარცველმა გვიან ღამით ბანკის შენობა 3 მძევალთან ერთად დატოვა, ერთ-ერთ მძევალს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა.


სოციალურ ქსელში კი ამ ამბავს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, საზოგადოების უმეტესობამ გალდავას ეს საქციელი მოიწონა და გმირადაც მოიხსენიებენ.



გთავაზობთ ერთ-ერთი მძევლის სტატუსს, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს ავთანდილ გალდავას მიუძღვნა და მადლობა გადაუხადა.


„თქვენ ჩემი გმირი ხართ! თქვენ ჩვენ სიცოცხლე გვაჩუქეთ! მადლობა მადლობა მადლობა“, - წერს მძევალი აიდა ქაჯაია.

.

ზუგდიდის ფილიალში თავდამსხმელების შეჭრასთან დაკავშირებით „საქართველოს ბანკი" განცხადებას ავრცელებს.

.

„გუშინდელ მოვლენებში ჩართული ყველა თანამშრომელი, მომხმარებელი და პოლიციელი ახლა უსაფრთხოდ და ჯანმრთელადაა. აუცილებლად ვიპოვით გზას, რომ თითოეულის ცხოვრება მალე დაუბრუნდეს ჩვეულ რეჟიმს

.
მადლობა გულშემატკივრობისთვის“, - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

.

0
99
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
99
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0