x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ლოთი გულის მტრების უკანასკნელი შემოდგომა- ზედიზედ 5 კანონიერი ქურდი მოკვდა
image


მშვიდი ცხოვრება კრიმინალურ სამყაროში მანამდე გრძელდებოდა, სანამ 2020 წლის ზაფხულში თურქეთის საკურორტო ქალაქ ბელეკში არ მოკლეს კრიმინალური მაფიის ლიდერი, ნადირ სალიფოვი, ცნობილი როგორც ლოთუ გული. ამის შემდეგ დაიწყო სასტიკი ბრძოლა არა მხოლოდ გავლენის სფეროების გადანაწილებისთვის, არამედ კანონიერი ქურდების იდუმალი და მოულოდნელი სიკვდილების სერია. მხოლოდ სექტემბერში ხუთი კანონიერი ქურდი გარდაიცვალა სხვადასხვა მიზეზის გამო. უცნაური დამთხვევით, თითქმის ყველა მათგანი ლოთი გულის მტერი იყო.



გულის მკვლელობიდან ერთ კვირის თავზე 43 წლის ასაკში გარდაიცვალა გულის ერთ-ერთი ყოფილი თანამზრახველი ალექსეი სალომატინი, კრიმინალურ წრეებში ცნობილი როგორც ლიოხა სოლომა (ტულა), იგი ძილში გარდაიცვალა. სოლომამ სტატუსი 2013 წელს მიიღო, გულის ძმასთან, ნამიკ სალიფოვთან ერთად.


თუმცა, გული მალე გაწბილებული დარჩა მისგან, ვინაიდან სოლომიტინი სავარაუდოდ ორმაგ თამაშს ეწეოდა". მაგალითად, გულის მხარეს მან "ხელი მოაწერა" როვშან ჯანიევის (ლენკორანსკის) წინააღმდეგ ბრძოლას. თუმცა, უკვე კახა გალსკისთან პირად შეხვედრის დროს, მას შეეშინდა გამოეთქვა პრეტენზიები როვშან ჯანიევისა და ტახის წინააღმდეგ.


imageფოტოზე:ლიოხა სოლომა



სოლომას გარდაცვალებიდან რამდენიმე დღის შემდეგ - 9 სექტემბერს - გარდაიცვალა კიდევ ორი ​​კანონიერი ქურდი: საკუთარ სამშობლოში გარდაიცვალა 82 წლის თბილისელი ქურდი ჯემალ შავლაძე, მეტსახელად "ჩაი", ხოლო 65 წლის ვლადიმერ ზიატკოვი (ზიატეკი) საკუთარი კატერით შეასკდა ბარჟას.


ერთი წლით წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზიატკოვმა, სავარაუდოდ, სალიფოვს წაუყენა პრეტენზიები, რა დროსაც ამტკიცებდა, რომ იგი არ სარგებლობდა ავტორიტეტით. ამისათვის გია ქუთაისკიმ, სავარაუდოდ, მას სახეში გაარტყა და "სხოდკიდან" გააძევა.

imageფოტოზე:ვლადიმერ ზიატეკი



სექტემბრის ბოლოს ცნობილი გახდა შაქრო მოლოდოის მარჯვენა ხელის, სრულიად ქურდული "ობშიაკის" საერთო ფონდის მფლობელის - გავლენიანი კახაბერ ფარფალიას (კახა გალსკი) გარდაცვალების შესახებ. ოფიციალური ვერსიით, ომსკის წინასწარი დაკავების იზოლატორში ჩასმისთანავე იგი ინსულტის შედეგად გარდაიცვალა, მაგრამ მის ახლობლებს არ სჯერათ ამ ვერსიის და სურთ ოფიციალური გამოძიება დაიწყოს. მათ მიაჩნიათ, რომ კახა ცემით მოკლეს.



გალსკი ლოთი გულის ერთ – ერთ დაუძინებელ მტრად ითვლებოდა. გულის ახლობლების თქმით, იგი ვერ იტანდა ფარფალიას, მას "ფორთოხლად" მიიჩნევდა (ქურდი, რომელმაც "წოდება"ფულით იყიდა). არცერთი თანამედროვე ქურდი არ მჯდარა ციხეში ისე ხანგრძლივად, როგორც გული, კახა გალსკი ბოლო დროის გამოკლებით(და მოკვდა კიდეც) არც არასდროს მოხვედრილა ციხეში.იგი ამა წლის მარტში დააკავეს 8 გრამი ნარკოტიკის გამო, რა დროსაც ოთხი წელი პატიმრობა მიუსაჯეს, გულის აგრეთვე მიჩანდა, რომ კახა გალსკი ქურდულ "ობშიაკს" პირადი გამდიდრების მიზნებისთვის იყენებდა.

imageფოტოზე:კახა გალსკი



ფარფალიას დაკრძალვასთან ერთად, ცნობილი გახდა გულის კიდევ ერთი მტრის - ემზარ ჯაფარიძის, მეტსახელად "კვატიას" გარდაცვალების შესახებ. იგი გარდაიცვალა 30 სექტემბერს. კახა გალსკისგან განსხვავებით, ჯაფარიძე ძველი კლასიკური სკოლის ქურდი იყო.


კვატიამ დაუყოვნებლივ დაუჭირა მხარი ბადრი კოღუაშვილს მას შემდეგ, რაც არმან დიკიმ გულის თვალწინ სცემა მისი მფარველი გურამ კვეჟოვიჩი (კვეჟო), რა დროსაც გული საერთოდ არ ჩაერია კონფლიქტში იმისდა მიუხედავად, რომ მის თვალწინ კანონიერი ქურდს სცემეს.

imageფოტოზე:ემზარ ჯაფარიძე "კვატია"



ბადრი კოღუაშვილს სურდა გავლენიანი გულის დამხობა და მას პირველმა კვატიამ დაუჭირა მხარი, რადგან სალიფოვის მიმართ სასტიკი სიძულვილით იყო აღძრული. უცნაური დამთხვევით, კვატია გარდაიცვალა გულის გარდაცვალებიდან მე -40 დღეს.

Prime Crime ინფორმაციით, ჯაფარიძე საბერძნეთში კორონავირუსმა იმსხვერპლა. კვატია 58 წლის იყო.

1
3942
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
3942
  
2021, 27 იანვარი, 21:27
რატომ არეკლამებთ?
0 1 1