x
მეტი
  • 24.11.2020
  • სტატია:105143
  • ვიდეო:348712
  • სურათი:470416
ზუგდიდის აფეთქება

image, ,
დღეს ზუგდიდის ცენტრში, საქართველოს ბანკის ფილიალში, კბილებამდე შეიარაღებული პირი შეიჭრა, მძევლად აიყვანა ოცამდე პირი, პარალელურად გავრცელდა მისი ვიდეო, სადაც ხელი აქვს აფარებული, რომ არ მომხდარიყო მისი იდენთიფიცირება. ამას დაემატა პირდაპირი ეთერი ყველა არხზე და ოცნების ლიდერებმა არ დააყოვნეს კომენტარი, რათქმაუნდა ისევ ნაციონალებს დააბრალეს ყველაფერი, რადგან ერთ ერთი მძევალი, რომელმაც დარეკა მთავარ არხზე და დახმარება ითხოვა ირაკლი კვარაცხელიაა, ანუ ნაციონალია და რა გინდა ქნა...მოკლედ, ტერორისტმა მოთხოვნილი 500 000 დოლარი უპრობლემოდ მიიღო, მძევლად აიყვანა პოლიციის უფროსი და და ახლა ხელყუმბარით ხელში დადის ზუგდიდი ქუჩებში. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას...

8
659
2-ს მოსწონს
ავტორი:თორნიკე55
თორნიკე55
659
  
23 ოქტომბერი, 20:23
არა, მაგრამ სწორი რეგულაციებია საჭირო. სკოლის მოსწავლეს არაფერი ესაქმება ტოტალიზატორებში და "სლოტ-კლუბებში".
22 ოქტომბერი, 23:44
აზარტული თამაშები ავკრძალოთ?
22 ოქტომბერი, 22:37
ვერ დაგეთანხმებით. აზარტული თამაშების მოყვარული ავიღოთ, ვინმე აძალებს თამაშს?
ამ კატეგორიის ადამიანების გარკვეული ნაწილი მიდის ქურდობაზე, შეიარაღებულ ძარცვაზეც კი.
ეს საზოგადოების ბრალია?
თქვენ ფილოსოფიურად უდგებით საკითხს, რეალობა კი ბევრად განსხვავებულია ბატონო თორნიკე.
22 ოქტომბერი, 21:51
ადამიანი არ ხდება გამტაცებელი საზოგადოება ქმნის მას
22 ოქტომბერი, 14:29
გეთანხმებით სრულად.
იმაშიც გეთანხმებით, რომ ვეტერანები სრულიად დაუცველები ვართ სამწუხაროდ (მე ვმუშაობ და სხვაზე უკეთესი მდგომარეობა მაქვს ამ მხრივ), ასევე ვთვლი, რომ აუცილებელია ვეტერანების ზუსტი რაოდენობის დადგენა და ვეტერანთა რიგებიდან გასაყრელია ის "ვეტერანები" ვისაც ან ნაყიდი აქვს მოწმობა ან სამოქალაქო ომის დროს ნაცნობობით აქვს მიღებული ვეტერანის სტატუსი საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის გარეშე.
ჩემი პატივისცემა თქვენ, იმედია თქვენი შრომა შედეგს გამოიღებს.
22 ოქტომბერი, 9:01
დადგება დღე,როცა ბიჭები არ გააკეთებენ ამ ყველაფერს და სავალალო შედეგები გვექნება. წლები მსახურობენ ჯარებში და ათას რამეზე წვალობენ,ნერვებზე ზიან,რადგან ყველაფერი გაძვირდა და სახლში მშიერი ცოლი,შვილი და მშობლები ელოდებიან. 1000% დგანან ჩვენს დასაცავად და თვალს არ დაახამხამებენ ისე გაწირავენ თავს ჩვენს გამო და ამ დროს რას იღებენ ისინი. საზოგადოებისგან სიძულვილს(ჩემზე მაქვს გამოცდილი) და სახელმწიფოსგან დაუფასებლობას. ერთხელ,სტუდენტობის დროს 3 სამხედრო შემხვდა და სიგარეტი მთხოვეს და არ ვეწეოდი ამ სიგარეტს,ჯიბეში არ მქონდა. ბოდიში მოვუხადე,წავედი მარკეტში და ვუყიდე,როცა მივეცი და მადლობა მოვუხადე,დღემდე არ ამომდის მათი გაკვირვებული სახეები და ერთმა ლამის ტირილი დაიწყო. არ ელოდნენ აშკარად ამას და გამიკვირდა,რატო ესეთი რეაქციათქო,მარა როცა ჩემს თავზე გამოვცადე,მერე მივხდი. მეტი დაფასება უნდათ ამ ხალხს და ისინი ხელის გულზე უნდა ატარო. მათ თავისი გასაკეთებელი გააკეთეს,ზოგმა ჯამრთელობა დაკარგა და ზოგმა ისეთი ტრანვა მიიღო,რომ ოჯახშიც ვერ ჩერდება. სერჟანტი მყავდა,რომელსაც ყუმბარის ნამხსხვრევი ქონდა თავში მოხვედრილი და მომენტებში ურევდა ხოლმე. ამ ხალხს 22 ლარს ვაძლევთ და ვთხოვთ,რომ თავი გაწირონ. ეს დახმარება და დაფასება მათ არ სჭირდებათ,რადგან მეც ვიყავი იქ და საერთოდ მეკიდა ეგეთი თემები,მარა სახელმწიფოს,ქვეყანას სჭირდება ეს. ამ ბიჭებზე დგას დღეს ჩვენი სახელმწიფოებრიპბა,თავისუფლება და დამოუკიდებლობა. კონკრეტულად ამ ბიჭზე ვიტყვი,რომ არ ქნა ხეირიანი საქმე,მაგრამ მესმის მისი. რა უჭირდა კაცმა არ იცის და თავსის თავს გადაახტა ალბათ,სანამდე ამას იზავდა.ბოლო იმედის სვალას გავდა ეს ამბავი და გააზრებულ რისკს. პროფესიონალი იყო,მარა ვერ განსაზღვრავ გესვრიან თუ არა და ამიტომაც მგონია,რომ გასაჭირში ჩავარდნილ კაცს ვუყურებდით,გაჭირვებაში ჩავარდნილ სამხედროს. მძეველბის უმეტესობა ამბობს,რომ ზრდილობიანი პიროვნება იყო და ჰუმანურად იქცეოდაო. რა თქმა უნდა,სხვა წარმოდგენაც არ მაქვს სამხედროებზე,მაგრამ რამ მიიყვანა აქამდე ეს ბიჭი ესაა საფიქრალი. ადამიანი მძარცველად არ იბადება,ის საზოგადოებას მიყავს აქამდე.
22 ოქტომბერი, 8:47
თქვენც ეგრე ფიქრობთ და როგორც კი კადრები გავრცელდა,მაშინვე მივხვდი რო სამხედრო გამოცდილება უმაგრებდა ზურგს ამ პიროვნებას. გადადგილების მანერა,იარაღთან ურთიერთობა არის ის,რასაც ვერცერთი სამხერდო ვერ დამალავს. ბანკში,როცა გადაადგილდებოდა და იარაღას როგორ ეპყრობოდა დააკვირდით ალბათ. იშვიათად ცდილობდა დამიზნებას და თუ ამას აკეთებდა,მაშინვე დაბლა სწევდა. იარაღის ქამარი კისერზე ჩამოკიდებული ქონდა და თვითონ იარაღი სხეულზე მიბჯენილი. საჩვენებელი თითი გაშლილი და საბრძოლო მდგომარეობაში. ადვილად საცნობი იყო ეს ამბავი და როგორც კი ვნახე ვიდეო,მაშინვე დავრწმუნდი ამაში. თუ არ ვცდები და ნამდვილად სამხედრო გამოცდილებით იყო,მაშინ ეს იმაზე დიდი პრობლემაა,ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია.სამხედრო,რომელიც არის იმ მდგომარეობამდე მისული,რომ საკუთარ მოქალაქეებს უმიზნებს იარაღს,მაშინ ეს სახელმწიფოს სირცხვილია. დაუფასებლობა,ხალხის მხრიდან სიძულვილი და გაჭირვება არის ის ფაქტორები,რასაც აქამდე მიყავს პიროვნება. ნებისმიერი პარლამენტარი იღებს 100ჯერ მეტ პენსიას,ვიდრე ჩვენი ვეტერანები და შედეგებმაც არ დააყოვნეს. დიდი ხანია ვლობირებ ამ საქმეს,მარა წინ ვერ წავიწიე და თუ სადმე მიმიწვდება ხმა,ყველას ვთხოვ ამ საქმის მოგვარებას,მარა ორი ყურის პრინციპს ვღებულობ. ვიღაცა იწვევს მტერს და ვიღაცა შარვალს იხდის საუკუპაციო ხაზთან,ხოლო საქმე საქმეზე რო მიდგება სად იფანდებიან კაცმა არ იცის,ბიჭებს კი ბრძოლის ხაზზე უწევთ გასვლა.
22 ოქტომბერი, 2:31
სამხარეოს უფროსი თავად, მისი სურვილით გაჰყვა სხვა მძევალი, რომ ჩაენაცვლებინა.
ქალაქიდან მალევე გავიდნენ, დიდი ალბათობით ხურჩისკენ წავა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავა.
უამრავი საეჭვო დამთახვევაა, მაგრამ ამაზე ჯერ საუბარი აქ და საერთოდ არ შეიძლება.
ერთი რამ რაც განხილვას არ ექვემდებარება, ესაა მძარცველის პროფესიონალიზმი, არ დაუშვია არცერთი შეცდომა რაც სნაიპერს მისცემდა მუშაობის საშუალებას.
0 1 8