x
მეტი
  • 24.11.2020
  • სტატია:105143
  • ვიდეო:348711
  • სურათი:470420
„ყაჩაღს პირადი პრესსპიკერი ჰყავდეს, ეგეთი არაფერი გამიგია“ - მირიან ნიკოლაძე
image


შაქარაშვილის ოჯახის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე ზუგდიდში, საქართველოს ბანკში მძარცველის მიერ მძევლების აყვანის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება. ნიკოლაძის პროგნოზით, დღეს მომხადრი შემთხვევა მსხვერპლის გარეშე დასრულდება.

რა აღარ მინახავს, მაგრამ ყაჩაღს პირადი პრესსპიკერი ჰყავდეს, ეგეთი არაფერი გამიგია.
არავინ არავის არ მოკლავს და ყველა მძევალი უვნებელი დაგვიბრუნდება დარწმუნებული ვარ.
P.S პრესსპიკერიანმა ყაჩაღმა მოითხოვა საკმაოდ გონივრული („გადახდადი“) თანხა, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს...“, - წერს ნიკოლაძე.


გაირკვა, რომ ერთერთი მძევალი ირაკლი კვარაცხელია ნაციონალური მოძრაობის აქტიური მხარდამჭერია, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან პოზირებდა. ის შეხმატკბილებულად მოქმედებდა თავდამსხმელთან ერთად. მან ჯერ ტელეკომპანია ფორმულაში დარეკა და პირდაპირი ეთერი ითხოვა. არხის გადაწყვეყილებით, ფორმულამ ეთერი არ დაუთმო, თუმცა მათი ინფორმაცია გააჟღერა. მოგვიანებით ნაცმოძრაობის აქტივისტი მძევალი მთავარ არხს დაუკავშირდა და სწორედ ამ არხის ეთერში ჩაერთო. მოგვიანებით გაირკვა, რომ მძევალი პირადად ნიკა გვარამიას დაუკავშირდა და ასე ჩაერთო მთავარ არხს, სწორედ ნიკა გვარამიას დახმარებით.



ამის თაობაზე თავად ნიკა გვარამია წერს:


„ მინდა ავხსნა, როგორ გამოვიდა კავშირზე ტერორისტი.


ერთერთმა ფბ ფრენდმა, რომელსაც არ ვიცნობ პირადად და არც როგორც ფბ ფრენდთან მქონია ოდესმე კომუნიკაცია, მომწერა, რომ ჩვენთან გასაუბრება სურდა ტერორისტს. მართალი გითხრათ, ისე დავიბენი, თვიდან ვერც გავიგე, რაზე იყო ლაპარაკი. გავაკეთე საერთო ჩატი ნიუსის პროდიუსერთან, თეო გილიგაშვილთან, ვისაც გაყავს ახლა ეთერში ნიუსი. მერე მოხდა ის, რაც ნახეთ ეთერში.


რაც შეეხება იმას, უნდა გაგვეყვანა თუ არა ტერორისტი ეთერში, არ არსებობს არც ერთი სატელევიზიო სტანდარტი, რომელიც ამას კრძალავს. ამას გარდა და მთავარი, როცა მძევალი გიკავშირდება და გეუბნება, რომ ტერორისტის მოთხოვნით გამოდის კავშირზე, როგორ უნდა უთხრა უარი ეთერში გაყვანაზე, როცა თავზე ადგას ტერორისტი, მის მოთხოვნას ასრულებს და შეიძლება ტვინი გაასხმევინონ, თუ ვერ შეასრულა? ანუ უარი კავშირზე მისი სიკვდილით შეიძლება დასრულდეს? ცოტა მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდეთ ფაქტების შეფასებას, მარტივი ლოგიკით მაინც იმსჯელეთ, როცა სატელევიზიო სტანდარტებზე არავითარი წარმოდგენა არ გაქვთ (რაც გასაგებია, თუ ტელეინდუსტრიაში არ ხართ ჩართული).


ps ახლაც ისეთი დაბნეული ვარ, კარგად ვერ ვხვდები რა მოხდა. ქვემოთ ვაქვეყნებ ჩვენს მიმოწერას.


2
1683
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
1683
  
22 ოქტომბერი, 19:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

22 ოქტომბერი, 11:35
თითქმის ყველა ქვეყნის საგარეო დაზვერვის თანამშრომლებს აქვთ ერთი დევიზი და პრინციპი მუშაობისას, მათთვის ,,შემთხვევითი დამთხვევები'' არ არსებობს, ანუ მათ სამუშაო არეალში ამა თუ იმ ქვეყანაში, თუ ვინმე ვინმეს (მზვერავი) ,,შემთხვევით'' ხვდება კაფეში, ქუჩაში ან სადმე, ეს დიდიხნით ადრე დაგეგმილი ოპერაციაა მათი ქვეყნის სადაზვერვო ცენტრებში ან რეზიდენტურებში და არა დამთხვევები. ბანკის დაყაჩაღებაშიც იმდენი შემთხევითი დამთხევებია: პირველი, მანდამაინც სუსის ადმინისტრაციული შენობის გვერდზე მდებარე ბანკის დაყაჩაღება რატომ გადაწყვიტა მძარცველმა? მისთვის ხომ ბევრად უსაფრთხო იქნებოდა ისეთი ბანკის ფილიალის ძარცვა, რომელიც მოშორებით იქნებოდა ძალოვანი სტრუქტურების ადმინისტრაციული ობიექტებიდან. ძარცვის ანგარებითი მოტივის გარდა, ხომ არ ჩაიდო რომელიმე პოლიტიკური ძალისგან პოლიტიკური სარჩული, აქაოდა უუნაროები არიან ძალოვანი სტუქტურები, მთავრობაო. მეორე რაღა მანდამაინც ერთ ერთი პარტიული აქტივისტი შეარჩია მძევლებიდან და ლამის პრესსპიკერად გაიხადა მძარცველმა ტერორისტმა? არადა კარგად დაგეგმილ ძარცვისას მსხვერპლის, მძევლის როლში ხშირად მძარცველის ,,პაძელნიკია'', თანამონაწილე. წინასწარ შესული დაზვერვაზე და შემდეგ უკვე როგორც ,,მძევალი'' მომწოდებელი სხვა მძევლებზე, რომ წინააღმდეგობა არ გავუწიოთ მძარცველს და ა.შ. არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ ბევრი უცნაური დამთხვევებია....
0 1 2