x
მეტი
  • 24.11.2020
  • სტატია:105143
  • ვიდეო:348712
  • სურათი:470416
ვერასდროს გამოიცნობთ რა დანიშნულება აქვს წითელ ღილაკს ტრამპის სამუშაო მაგიდაზე!

image


2016 წლის 8 ნოემბრის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე "რესპუბლიკელების" მიერ წარდგენილმა კანდიდატმა დონალდ ტრამპმა "დემოკრატების" კანდიდატი, ჰილარი კლინტონი დიდი უპირატესობით დაამარცხა და ამერიკის პრეზიდენტის პოსტი 4 წლის ვადით ჩაიბარა.

image


მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტმა 2017 წლის 20 იანვარს კუთვნილი პოსტი ოფიციალურად დაიკავა, რამდენიმე თვეში საინფორმციო სააგენტო "ასოშიეიტიდ პრესმა" დონალდ ტრამპის 100 - დღიანი პრეზიდენტობის შედეგების შესახებ სტატია გამოაქვეყნა, სადაც შემაჯამებელ ანგარიშში ჟურნალისტის მხრიდან, ყურადღება ერთ საკმაოდ უცნაურ დეტალზე, კერძოდ კი, წითელი ღილაკის შესახებ იყო გამახვილებული, რომელიც სახელმწიფო მეთაურის სამუშაო მაგიდაზეა განთავსებული. ჩნდება ლოგიკური კითხვა: რა დანიშნულება აქვს მას?

image

ხის პატარა დაფა წითელი ღილაკით, თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტშია განთავსებული. აღსანიშნავია, რომ ღილაკი ტრამპის წინამორბედებსაც ჰქონდათ, თუმცა შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტმა მას საკმაოდ უჩვეულო დანიშნულება მოუძებნა.


image


მიხვდით უკვე რისთვის არის ეს ღილაკი?


image


რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, მასზე თითის ერთი მარტივი დაჭერით მოქმედი პრეზიდენტის კაბინეტში ოფიციანტს არც მეტი, არც ნაკლები ერთი ჭიქა "კოკა -კოლა" შეაქვს.

imageimage

ასე რომ, "კოკა-კოლას" მწარმოებლები ხარობენ... როგორც იტყვიან, ყველა საჯარო პირს თავისი უცნაურობები გააჩნია, და ამ თვალსაზრისით რაღა თქმა უნდა, არც დონალდ ტრამპია გამონაკლისი.


image




0
287
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
287