x
მეტი
  • 29.11.2020
  • სტატია:105302
  • ვიდეო:348899
  • სურათი:470828
11 გზამკვლევი თქვენი ბედნიერი ცხოვრებისთვის

დიდი ხანია მივეჩვიეთ იმ შეხედულებას, რომ ბრძნული აზრები მხოლოდ
აღიარებულ მწერალთა, გამოჩენილ პოლიტიკოსთა, მეცნიერთა თუ
ხელოვანთაგან მომდინარეობს. მაგრამ საკუთარი ბრძნული აღმოჩენების
გაკეთება თითოეულ ადამიანს შეუძლია, მიუხედავად მათი განათლების,
სოციალური სტატუსისა და საცხოვრებელი პირობების. ხშირ შემთხვევაში, უბრალო გლეხის თავში შეიძლება ბევრად უფრო ბრძნულმა და სასარგებლო
აზრმა გაიელვოს, ვიდრე ათობით ბიზნესის მკეთებელთა და ცნობილ ადამიანთა
თავში ერთად აღებულში. ბოლოს და ბოლოს თითოეული ჩვენგანი ხომ
ჩვეულებრივი ადამიანია და ერთნაირ ცხოვრებას გადის სხვადასხვა ასპექტებით და საცხოვრებელი პირობებით. აქადან გამომდინარე, ამ ყოველივეს კიდევ
ერთხელ ხაზგასასმელად, მწერალმა და ჟურნალისტმა ბრიანა ვისტმა შემდეგი
კვლევა ჩაატარა. მან ასობით სრულიად უცნობ და უბრალო ადამიანს სთხოვა
მისთვის გაეზიარებინათ ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენები, რომლებიც მათ გააკეთეს არსებობის მანძილზე. მათი პასუხებიდან თქვენთვის მხოლოდ 11 შევარჩიე. 11 გზამკვლევი თქვენი ბედნიერი ცხოვრებისთვის.
1) დაივიწყეთ, როგორ არგოთ და მოაწონოთ თავი სხვებს!
რა მნიშვნელობა აქვს რას ფიქრობენ სხვები, თუ თქვენ თავს ბედნიერად
გრძნობთ მიღებული გადაწყვეტილებით. ე.ი სწორი ნაბიჯი გადადგით.
წარმოიდგინეთ, რამდენ დროსა და ენერგიას კარგავთ იმაზე ფიქრში, რას იტყვიან სხვები. მთავარი კი ისაა, რომ ვერასდროს გაიგებთ ყველას აზრს და ვერ მოაწონებთ თავს. ნამდვილი სიბრძნე იმის გააზრებაშია, რომ არავინაა ყოვლისმცოდნე.
ნუ მისცემთ სხვებს უფლებას გასწავლონ როგორ იცხოვროთ. გახსოვდეთ! თქვენ ვერასდროს გახდებით ყველას მოსაწონი. თქვენ მხოლოდ თქვენ უნდა იყოთ, საკუთარი თავის უკეთესი ვერსია და ეკუთვნოდეთ მხოლოდ თქვენს თავს.
"თუ თქვენ კარგი შეხედულება გაქვთ საკუთარ თავზე, რაში გჭირდებათ რომ სხვებიც ასევე ფიქრობდნენ თქვენზე." - მიხეილ ლიტვაკი
2)
დაივიწყეთ წყენა და ბრაზი!

სიბრაზე ეს ის ინსტრუმენტია, რომელიც შიგნიდან გვანადგურებს.
ამიტომ, უმჯობესია მიუტევოთ და ისწავლოთ თანაარსებობა იმ ადამიანებთან, რომლებიც გაღიზიანებენ. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ უფლება მისცეთ ამით ისარგებლონ და გამოიყენონ თქვენი დამოკიდებულება. უბრალოდ ისწავლეთ წყენისა და სიბრაზის მართვა. გახსოვდეთ! ის, ვისაც შეუძლია თქვენი წყობიდან
გამოყვანა, ის გაკონტროლებთ კიდეც.
"ის, რაც სიბრაზით იწყება, სირცხვილით მთავრდება."- ბენჯამენ ფრანკლინი
3) დაივიწყეთ წარმოდგენები სრულყოფილ სხეულზე!

გაიხსენეთ, რამდენჯერ გახვეულხართ თქვენი მეგობრების, ახლობლების თუ უბრალოდ მოდური ტრენდების მახეში.თქვენი სხეული ერთ-ერთი იმ მცირეთაგანია,
რომელიც ნამდვილად თქვენ გეკუთვნით და ვინ თუ არა თქვენ და მხოლოდ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, როგორი უნდა იყოს ის. მოვიყვანოთ ბანალური მაგალითი: გარდაცვალების შემდეგ, არავინ გაიხსენებს თქვენს სილამაზეს, მოდურ
ჩაცმულობასა და დაკუნთულ სხეულს. მათ მეხსიერებაში იარსებებს თქვენი
პიროვნება, როგორი ადამიანი იყავით და რამდენს ნიშნავდით მათთვის.
არაერთი შემთხვევაა იმის, რომ თუნდაც ყველაზე ლამაზი და მდიდარი
ადამიანები სულაც არ იყვნენ საზოგადოების ფართო მასისთვის საყვარლები და
ძვირფასები.
4) დაივიწყეთ ცნება "იდეალური ცხოვრება"
არ არსებობს იდეალური ცხოვრება, ისევე, როგორ იდეალური პარტნიორი.
ცხოვრება ეს ისაა, რასაც ჩვენ თვითონ ვდებთ მასში. ხოლო თუ თქვენ არ ხართ
მზად იმუშაოთ ამაზე, გამოდის, თავად აირჩიეთ იყოთ უბედური.
ყველაზე უარესი მოვლენებიც კი, რომლებიც ჩვენს თავს ხდება, სინამდვილეში არის უბრალოდ გაკვეთილი, რაც ნამდვილი უბედურებისგან გვიცავს. მართალია, ჩვენ არ შეგვიძლია შევცვალოთ სამყარო, მაგრამ შეგვიძლია
შევცვალოთ ჩვენი დამოკიდებულება მისადმი.
"კარგი მეგობრები, კარგი წიგნები, მშვიდად მძინარე სინდისი- აი ეს არის იდეალური ცხოვრება."- მარკ ტვენი
5)
დაივიწყეთ, ნუ ელოდებით წარმათტებას!

არ ღირს ყოველთვის მოლოდინის რეჟიმში ყოფნა და იმაზე ფიქრი, თუ როდის გაგიმართლებთ. დააფასეთ ის, რაც დღეს გაქვთ, იყავით მადლიერნი.
ყოველთვის არსებობს შანსი ახალი სამსახურის პოვნის, საოცნებო ქალაქსა თუ ქვეყანაში გადასვლის, ახალი სიყვარულის პოვნის და ა.შ.
მთავარია ზურგი არ შეაქციოთ ამ შესაძლებლობებს, როცა სამყარო ცხვირწინ დაგიდებთ და შემოგთავაზებთ. ნამდვილ წარუმატებლობას მხოლოდ მაშინ
განიცდით, როდესაც მცდელობას შეწყვეტთ.
" როდესაც არჩევანის წინაშე დგახართ, უბრალოდ ააგდეთ მონეტა. მართალია, იგი ზუსტ პასუხს არ მოგცემთ, მაგრამ როდესაც მონეტა ჰაერშია თქვენ უკვე
იცით
რას უნდა ელოდოთ"- მაკს ფრაი
6)
დაივიწყეთ - "ხვალ გავაკეთებ"

შეწყვიტეთ გამუდმებით სხვადასხვა საქმეების გადატანა სხვა დროს. თუ ეს ხშირად ხდება, მაშინ სჯობს დაფიქრდეთ, ღირს კი საერთოდ ამ საქმის გაკეთება? ან გჭირდებათ იგი? მაგრამ თუ ნამდვილად გჭირდებათ, მაშინ დაივიწყეთ მისი გადატანა და გააკეთეთ დღეს. გამუდმებული უსაქმურობა და საქმეების გადატანა იწვევს დანაშაულის გრძნობასა და სტრესს, იმის განცდას, რომ არარაობა ხართ. გიღირთ კი ეს ყოველივე ამად?!
7) განთავისუფლდით უსასრულო მოგონებებისგან!
არ ღირს ძველი მოგონებების გამუდმებით ტარება, განსაკუთრებით ეს ეხება
ურთიერთობებს, როცა გიყვარდათ ან უბრალოდ გეგონათ, რომ გიყვარდათ. რადგან ქვეცნობიერად თქვენ ყოველთვის დაიწყებთ ახალი ადამიანის შედარებას თქვენს ყოფილთან, რომელსაც არაფერი დაუშავებია. დაიმახსოვრეთ, თქვენი ურთიერთობა თქვენს ყოფილთან დასრულდა, არ ღირც ჩაციკვლა მასზე, ვინც არასდროს იქნება თქვენთან. თუ იწყებთ ახალ ურთიერთობას, მაშინ განთავისუფლდით ძველისგან, არამარტო ფიზიკურად არამედ გონებითაც. ამით არც სხვას
გაურთულებთ ცხოვრებას და არც საკუთარ თავს. ასეთი მიდგომა სამართლიანია
ყველა ურთიერთობისთვის, იქნება ეს სასიყვარულო, მეგობრული, კოლეგიალური თუ სხვა.
8) განთავისუფლდით ნეგატივისგან!
იცოდეთ, რომ ფიქრები და სიტყვები მატერიალიზდება, ამიტომ, შეცვალეთ თქვენი ცხოვრებისეული მიდგომები და ყველაფერი კარგად იქნება. ადამიანისთვის შეუძლებელი არაფერია, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ამის ღრმად სწამთ.
დაიმახსოვრეთ, ყველაფერი ირგვლივ ეს მხოლოდ თქვენივე პროექციაა და თუ რამის შეცვლა გსურთ, პირველ რიგში შეცვალეთ საკუთარი თავი, შეიყვარეთ
ყველაფერი რაც თქვენ ირგვლივაა და განთავისუფლდით ნეგატივისგან.
9) დაივიწყეთ სხვისი განკითხვა!
იქედან გამომდინარე, რომ სამყარო ეს ჩვენი აზრების პროექციაა ვიცით, რომ
ჩვენზე ყოველთვის ჭორაობს ვიღაც. ვიცით, რადგან თავადაც ვაკეთებთ ამას. ეს
თითქოს ჩაკეტილი წრეა. ჩვენ ვერასდროს შევძლებთ არ ვიფიქროთ იმაზე, თუ რას ფიქრობენ სხვები ჩვენზე, მანამ, სანამ თვითონ არ შევწყვეტთ სხვის განსჯას. ადამიანების უმეტესობა ფიქრობს, რომ გარშემომყოფები მათ მოლოდინებს უნდა ამართლებდნენ და აკმაყოფილებდნენ. ეს სრული უაზრობაა, არავინ
არავის წინაშე არაა ვალდებული იყოს იდეალური.
თუ საზოგადოება აკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს ხომ კარგი,
თუ არა, იყავით მზად დადებითად მიიღოთ ყველაფერი რასაც ცხოვრება
გთავაზობთ. მაშინ შეიგძნობთ ნამდვილ ბედნიერებას. მთავარია გააანალიზოთ,
რომ თქვენ არ ხართ მათ ადგილას, მაშინაც კი თუ გგონიათ, რომ ხართ. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია თავისი შეხედულებებითა და ცხოვრების
გზით და თქვენ არასდროს იცით რა ხდება მათ გონებაში. ამიტომ, შეწყვიტეთ სხვების განსჯა.
10) დაივიწყეთ შური!
ხშირია შემთხვევები, როდესაც ჩვენ ვუყურებთ ყოფილ თანაკლასელებს, კურსელებს, ნათესავებს ან უბრალოდ ნაცნობებს, რომლებიც წარმატებულები არიან და გვეუფლება შურის გრძნობა. მაგრამ არასდროს გვიფიქრია, რა იმალება ამ წარმატების მიღმა. ჩვენ გვინდა მხოლოდ ის, რაც მათ აქვთ გარეგნულად. არასდროს დავფიქრებულვართ, ნამდვილად გვინდა კი ვიყოთ იმ ადამიანის ადგილას, რომლის ცხოვრების შესახებაც არაფერი ვიცით.
იქნებ, მას სულაც სძულს საკუთარი თავი, ან შიშითაა შეპყრობილი.
შურის დროს ჩვენ ვიმყოფებით იმ ადამიანის ნივთების ტყვეობაში, რომლებიც გვინდა რომ ჩვენ გვქონდეს. გახსოვდეთ, ნამდვილი თავისუფლება სურვილების უგულებელყობაშია ვიდრე მათ ქონაში.
11) იყავით თავდაჯერებული!
და ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვანი.განთავისუფლდით თავდაუჯერებლობისგან.
როგორც წესი, ყველაზე წარმატებული და ბედნიერი ადამიანები ეს ის ადამიანები
არიან, რომელთაც უყვართ და სწამთ საკუთარი თავი. ისინი ამ
თავდაჯერებულობას პირდაპირ ასხივებენ. თქვენ არ გაქვთ მიზეზი იყოთ უყმაყოფილო საკუთარი თავით, რადგან თითოეული ჩვენგანი უნიკალურია.
მაგრამ, თუ მაინც არსებობს შტრიხები, რაც თქვენ საკუთარ თავში არ მოგწონს
და არ გაკმაყოფილებთ ამისთვის მხოლოდ ორი გზა არსებობს. 1- მიიღეთ და შეიყვარეთ თქვენი თავი როგორებიც ხართ, ან 2- შეცვალეთ და გახდით თქვენი თავის უკეთესი ვერსია.

image

0
9
შეფასება არ არის
ავტორი:სოფია გიორგობიანი
სოფია გიორგობიანი
9
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0