x
მეტი
  • 24.11.2020
  • სტატია:105143
  • ვიდეო:348712
  • სურათი:470416
იცით რომ ექიმი ვარ, მაგრამ ამ წუთში რიგითი ჯარისკაცი ვარ – ლევან რატიანი
image


თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, ცხოვრებაში მას ყველაზე მეტად ბევრი პაციენტის გადარჩენის სურვილი აქვს.


„სხვა ინტერესი არ გამაჩნია ცხოვრებაში, რომ რაც შეიძლება ბევრი პაციენტი მყავდეს გადარჩენილი. ვერ წარმომიდგენია, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ექიმი, რომელსაც ამის სურვილი გააჩნია და არ გააკეთოს. თქვენ იცით, რომ მე რიგითი ექიმი ვარ, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, მაგრამ ამ წუთში მე ვარ რიგითი ჯარისკაცი, რომელიც ნებისმიერ ჩვენს მოსახლეობას მოემსახურება“, – განაცხადა ლევან რატიანმა „ფორმულას“ ეთერში.

.


საქართველოში კორონავირუსი ბოლო 24 საათში 1351 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 337 გამოჯანმრთელდა, ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე გავრცელდა.

.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 21 208 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 9 003, გარდაიცვალა 172 პაციენტი.

.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 14 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით 172 ადამიანი გარდაცვლილი.
.
კარანტინის რეჟიმში 6407 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, კოვიდ-სასტუმროში - 1420, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე

.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

.

* * *

.

საქართველოში კარანტინის წესები იცვლება - საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეების PCR ტესტის პასუხები თუ უარყოფითი იქნება, ისინი საკარანტინო სივრცის ნაცვლად თვითიზოლაციაში გადავლენ. პირები, რომლებსაც სამშობლოში დაბრუნებისას PCR ტესტი ჩატარებულკი არ ექნებათ, ან ტესტის პასუხები თან არ ექნებათ, ისინი კარანტინში იქნებიან გადაყვანილი.

.

კარანტინის წესის შეცვლის გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. საბჭოს წევრების განმარტებით, კარანტინის წესის შეცვლა ქვეყანაში ტურიზმსა და ეკონომიკას წაახალისებს, ეს კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ექსპორტიორებისა და იმპორტიორებისთვის, რომლებსაც დისკომფორტი ექმნებოდათ საქმიანობაში.

.

აქამდე, საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეებს ორკვირიანი კარანტინის გავლა უწევდათ, ხოლო სხვა ქვეყნის მოქალაქეები PCR ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე შემოდიოდა და საკარანტინო სივრცეში გადაყვანას აღარ საჭიროებდა.

1
138
2-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
138
  
21 ოქტომბერი, 14:09
ექიმებთან რაღა გვინდა ამას ვერ ვხდები და რატო ვაწვებით? ამ ხალხზე გადადის ყველაზე დიდი სტრესი და რისკი,ჩვენ ამ ხალხს ზეწოლას ვუძლიერებთ და ეს რომელ კანონზომიერებაში ჯდება. როცა სიმპტომი არ მაქვს და თავს ნორმალურად ვგრძნობ სახლში უნდა დავრჩე,მივიღო ბევრი სითხე და მაქსიმალურად ვეცადო ვიმოძრაო,თუ სიცხე მექნება 38 და მეტი უნდა მივიღო სიცხის დამწევი,ხოლო თუ უფრო გაუარესდა მდგომარეობა,მაშინ ვეკონტაქტები ექიმს და ვიღებ ინსტრუქციებს. თუ ლოდინი მოგიწიათ და ცუდად ხართ,მაშინ ამას უნდა გაუძლოთ,რადგან არ სცალიათ და არამცდაარამც არ იფიქროთ,რომ არ სურთ თქვენი გადარცენა. ეს არის ომი და ამ ომში წინა ხაზზე ექიმები არიან. როცა ომია და მტერი შენს სახლში შემოვიდა,ჩვენ ხომ არ დავიწყებთ ჯარისკაცების დაცდას,ვდგებით და ვბრძოლობთ როგორც შეგვიძლია. თუ მოგვისწრო ჯარმა,გადავრჩებით და თუ არა,მაშინ ღმერთმა აცხონოს ჩვენი სული.ყველა ადამიანის სიცოცხლე მნიშვნელოვანია და ნურავის ნუ ეგონება რო სამყარო მათ გარშემო ტრიალებს. ჩემთან რო მოვიდეს ექიმი,მაშინ სხვა უნდა დატოვოს უყურადღებოთ და არ მგონია,რომ ჩემი სიცოცხლე სხვაზე მნიშვნელოვანია ან სხვისი ჩემსაზე. სიმშვიდე შეინარჩუნეთ და მიყევით ინსტრუქციებს. საქართველო ჩემამდეც არსებობდა და ჩემს მერეც იარსებებს. სიკვდილი ყველას მოგვიწევს,ზოგს ადრე და ზოგს გვიან,მარა რა ვითარებაში ეს არის საკითხავი. თუ ასეთი ვერაგია ეს კორონა და სიკვდილი გვიწერია,მაშინ ადამიანებად მოვკვდეთ. ჩემს გამო ვინმე რო დაიღუპოს არ მინდა და სხვისი გადარჩენის მომენტში თუ დამერხა,კიდევ ერთხელ აცხონოს ღმერთმა ჩემი სული,მარა ჩემს გამო სხვა არ უნდა დაიღუპოს.
0 1 1