x
მეტი
  • 29.11.2020
  • სტატია:105302
  • ვიდეო:348899
  • სურათი:470828
"როგორ შეიძლება ხელზე სამოთახიანი ბინა გეკეთოს, როდესაც უამრავი ადამიანი მშიერია" - ლევან ლორთქიფანიძე

image


პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე რამდენიმე დღის წინ, ქართველი პოლიტიკოსების მაჯის საათებზე გასულ რეპორტაჟს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე სახელისუფლებო ელიტის ძვირადღირებული საათებით გატაცებას გოიმობად აფასებს. ლორთქიფანიძის თქმით, მაშინ როდესაც ქვეყანაში ადამიანების უმრავლესობას ლუკმა - პური ენატრება და ცხოვრება უკიდურეს გაჭირვებაში უწევს პოლიტიკოსებს მილიონიანი მაჯის საათები არ უნდა ეკეთოთ: "გუშინწინ ვუყურე რეპორტაჟს ქართველი პოლიტიკოსების მაჯის საათების შესახებ. მაინც ვერ ვიგებ, როგორ შეიძლება ხელზე სამოთახიანი ბინა გეკეთოს მაშინ, როდესაც შენს ირგვლივ უამრავი ადამიანი უსახლკაროა, მშიერია, უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. არც ის მესმის, როგორ შეიძლება მაჯას გიმშვენებდეს ისეთი საათი, რომლის შესაძენად შენი სამი წლის ხელფასი არ არის საკმარისი. მაშასადამე, პრივილეგიის უტლანქეს დემონსტრირებასთან, მექრთამეობასთან და არალეგალური შემოსავლების დამალვასთან გვაქვს საქმე, გოიმობასა და ქაჯობაზე რომ არაფერი ვთქვათ... ამ საათების ეპოპეამ ერთი რუსული ტელედებატები გამახსენა. გასული საუკუნის მიწურულს, ჟირიკმა მულტიმილიონერ ბრინცალოვს პირდაპირ ეთერში შესთავაზა საათების გაცვლა. მულტიმილიონერს არ უნდოდა, რომ ამომრჩეველს იგი სიძუნწესა და სიხარბეში დაედანაშაულებინა, ამიტომ წინადადებას დათანხმდა. შედეგად, ჟირიკამ თავისი საათის სანაცვლოდ უძვირფასესი სამკაული იჩუქა :)))) ააგდო გოიმი, დაითრია ბრილიანტებით გაწყობილი მექანიზმი :))) სადმე პირდაპირ ეთერში "ქართული ოცნებიის" საათის ხამებს თუ შეხვდებით, სასწრაფოდ დაანამუსეთ და საათების გაცვლა შესთავაზეთ" - დაწერა ლევან ლორთქიფანიძემ "ფეისბუქის" პირად გვერდზე.







0
218
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
218