x
მეტი
  • 27.11.2020
  • სტატია:105241
  • ვიდეო:348802
  • სურათი:470625
მოსაზრება: ბოლნისის "სიონი"
image

საქართველოს ეროვნული ჩემპიოანტი ნელ-ნელა ფინიშისკენ მიდის. ლიგა 1 და ლიგა 2 საინტერესოდ მიმდინარეობს და ჯერ რაიმე პროგნოზის გაკეთება რთულია. ამ სტატიაში მინდა თქვენი ყურადღება ლიგა 2-ში მონაწილე "სიონზე" შევაჩერო, რომელიც ამჯამად მე-4 საფეხურზე იმყოფება და ლიდერთან ჩამორჩენა მხოლოდ 4 ქულაა. ბოლნისური კლუბი მართლაც კარგად არის დაკომპელქტებული და ამას ემატება გამოცდილი მწვრთნელი ვარლამ კილასონია. ამ სტატიაში განვიხილავთ ბოლნისელთა შემადგენლობის პლუს-მინუსებს და იმ პოზიციებს რომელთა გაძლიერებაც გუნდის ინტერესებში უნდა შედიოდეს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი ლიგა 1-ში ვერ აღზევდებიან.

მეკარე

ბოლნისელთა მთავარი კიპერი გამოცდილი მიხეილ მუჯრიშვილია, რომელსაც ზურგს ახლაგაზრდები -ლევან ისიანი და გიორგი უგრეხელიძე უმაგრებენ. მუჯრიშვილის ასაკიდან გამომდინარე (36 წლისაა) ვფიქრობთ ის ერთ-ერთ ბოლო სეზონს ატარებს კარიერაში გუნდს ახალი მეკარის ძებნა მოუწევს, რადგან გვეეჭვება კილასონიამ მთავარი მეკარის სტატუსი ისიანს ან უგრეხელიძეს ანდოს, რადგან ისინი გამოუცდელები არიან, თუმცა კილასონიასგან არაფერია გასაკვირი, იმას თუ გავითვალისწინებთ რომ მას ახალგაზრდებისთვის შანსი მიცემა უყვარს.


დაცვა

"სიონს" მარჯვენა მცველის პოზიციაზე ორი გამოკვეთილი ფეხბურთელი ჰყავს - ახალგაზრდა და ნიჭიერი ლაშა აწყურელი და 27 წლის არჩილ ტვილდიანი, რომელსაც ტრავმები ხშირად აწუხებს და რომ არა ეს იძულებითი პაუზები ტვილდიანი მის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო იქნება ჩვენს ჩემპიონატში. რაც შეეხება დაცვის მეორე ფლანგს - აქ შეუცვლელი დავით საჯაია, რომელიც გუნდმა წელს დაიმატა და უმალვე იქცა გუნდის შეუცვლელ წევრად. რაც შეეხება ცენტრალური დაცვის ზონას, აქ ბოლისელებს გამოცდილი გულვერდ თომაშვილი და ვაჟა ლომაშვილი ჰყავთ, აქვე არის ახალგაზრდა ყოფილი დინამოელი თორნიკე ჯანგიძეც და გივი ხეცურიანიც. ფეხბურთელების სიმრავლის მიუხედავად ვფიქრობთ, "სიონს" დაცვის ცენტრის გაძლიერება მოუწევს, რადგან თომაშვილი და ლომაშვილი უკვე ასაკში არიან და მათ შემცვლელი ესაჭირეობათ. გამორიცხული არაა, მომავლაი სეზონიდან ხეცურიანი კვლავ დაუბრუნდეს სასტარტო შემადგენლობას, რადგან მას დიდი პოტენციალი გააჩნია, თუმცა მას გამოცდილი მეწყვილე ესაჭირეობა, რომელიც ასაკშიც არაა და ტრავმებიც არ აწუხებს.

ნახევარდაცვა

ნახევარდაცვის ცენტრში გუნდს ჰყავს დაუღალავი ჩამშლელი თორნიკე თარხნიშვილი, რომელსაც მთელი 90 წუთის განმავლბოაში მოძრაობა შეუძლია. ასევე ცენტრში არის ახალგაზრდა ბექა ნიკოლაშვილიც ვისაც სათამაშო დრო პრაქტიკულად არ ეძლევა, მაგრამ მისი თამაში "გაგრაში" კარგად გვახსოვს და მას შეუძლია გუნდს გამოადგეს. ასევე როდესაც ნახევარდაცვაზეა საუბარი აუცილებლად უნდა ვახსენოთ ზვიად სიხარულია, რომელსაც ნახევარდაცვის ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში და ძალიან შედეგიანადაც. მაგრამ ვფიქრობთ, გუნდს აუცილებლად სჭირდება ერთი კრეატიული ნახევარმცველი ცენტრალურ ზონაში, ვინც შეძლებს მატჩის კურატორობას. რაც შეეხება ფლანგებს: აქ არიან გამოცდილი ბოლნისელი ვილი ისიანი და ახალგაზრდა ვასილ გოგოლიძე. პრაქტიკულად გუნდს ნომინალური ორივე ვინგერი ჰყავს და აუცილებლად დასჭირდება ამ პოზიციაზე გაძლიერება. მაგრამ ზემოთხსენებულ ფეხბურთელებს თავისუფლად შეუძლითა ლიგა 1-ში გადასვლის შემთხვევაში თავი ღირსეულად წარმოაჩინონ, რადგან ორივე სწრაფია და გოლის გატანის კარგი ალღოც გააჩნიათ. ფლეიმეიქერის ადგილზე გუნდს ჰყავს ძალიან ნიჭიერი თამაზ ბაბუნაძე, რომელიც უკვე თამაშობდა "დინამო თბილისსა" და "შევარდენში". ის გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო ფეხბურთელია, რომელსაც კარგი დრიბლინგი აქვს და დარტყმითაც გამორჩეულია. მისი შენარჩუნება გუნდისთვის ძალზედ აუცილებელია, მაგრამ ბლონისელებს ეს ძალიან გაუჭირდებათ, რადგან ბაბუნაძე გუნდში იჯარის წესით იმყოფება და ამ ეტაპზე რთულია იმის თქმა რას გადაწყვეტს ფეხბურთელი, რომელსაც უკვე აქვს შემოთავაზებები უცხოური გუნდებიდან. ასე რომ გუნდს ბაბუნაძის შემცვლელი აუცილებლად დასჭირდება.

თავდასხმა

თავდამსხმელებზე როცა ვსაუბრობთ პირველი უნდა ვახსენოთ ჯაბა უგულავა, რომელიც გუნდის კაპიტანი და ხერხემალია. ჯაბა სტაბილურად თამაშობს უკვე რამდენიმე წელია და მინდორზე მარგის ქმედების კოეფიციენტიც მაღალი აქვს. მას ჰყავს ახალგაზრდა და შედარებით უფრო მობილური შემცვლელი ზურაბ ღირდალაძის სახით, რომელიც გუნდს მართლაც გამოადგა და მისი შენარჩუნება აუცილებელია.

დასკვნა: მოკლედ რომ შევაჯამოთ გუნდის შემადგენლობა და გავაანაზილოთ რა პოზიციაზე სჭირდება "სიონს" გაძლიერება, პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ მეკარისა და ცენტრალური მცველის დამატების აუცილებლობა. ასევე გუნდს სჭირდება ნახევარდაცვის ყველა რგოლში ახალი და კარგი კადრის დამატება, განსაკუთრებით ეს ითქმის ფლანგებზე. მაგრამ გუნდის ნომერ პირველი ამოცანა არის ვარლამ კილასონიას შენარჩუნება, რომელიც ყოველთვის გამოირჩევა თავისი ხელწერით და მის ხელში "სიონი" ნელ-ნელა აუცილებლად იქცევა ისეთ გუნდად, ვისთანაც 3 ქულის დაგეგმვა ნებისმიერ გუნდს გაუჭირდება.

0
61
შეფასება არ არის
ავტორი:გურამ მელქაძე
გურამ მელქაძე
61
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0