x
მეტი
  • 29.11.2020
  • სტატია:105299
  • ვიდეო:348899
  • სურათი:470828
"ჩვენ არ დავუბრუნდებით მონოგამიას"– სამი პარტნიორის ერთობლივი ცხოვრების ამბავი
image

ყველამ იცის, რომ ურთიერთობის შენარჩუნება ძალისხმევას მოითხოვს და ერთ პარტნიორთანაც კი შეიძლება ეს რთული იყოს. მაგრამ თუ წყვილი კარგად ურთიერთობს, განიხილავს ემოციურ და სექსუალურ მოთხოვნებს, სწორად განსაზღვრავს დასახულ მიზნებს, მაშინ კიდევ ერთი პარტნიორის გამოჩენა შეიძლება იყოს საინტერესო გამოცდილება.ქვემოთ მოგითხრობს სამი პარტნიორის, კეიტის, თომასის და ნიკოლის ერთობლივი ცხოვრების შესახებ.

image

" ჩემი მეუღლე, თომასი 8 წლის წინ გავიცანი და მაშინვე შეგვიყვარდა ერთმანეთი. ის იყო პირველი ადამიანი, ვისაც გულწრფელად ვუთხარი ჩემი სურვილების შესახებ, ისე, რომ საპასუხად უსიამოვნო რეაქციიის შიში არც მქონია. ძალიან სწრაფად მივხვდით, რომ ერთად ვიქნებოდით."




ბავშვის დაბადების შემდეგ, სექს წვეულებაზე წასვლა გადავწყვიტეთ. მანამდე ბევრჯერ გვქონდა განხილული ღია ურთიერთობის საკითხი. მინდოდა ახალი გამოცდილების მიღება და ორი კაცთან ერთობლივად სექსის მოსინჯვა, ჩემი მეუღლე კი დაინტერესებული იყო ვინმესთან ფლირტით. გარედან ეს ალბათ უცნაურად გამოიყურება, მაგრამ რადგან ერთმანეთს ვენდობით - რისი უნდა შეგვშინებოდა?

image

სწრაფად მივხვდით, რომ ქალები ჩვენს მიმართ, როგორც წყვილისადმი ინტერესს იჩენდნენ. ის, ქალი, რომელიც ჩემს ქმარს მოეწონა, მშვენიერი ადამიანი აღმოჩნდა და მეც დავთანხმდი. მართალია, მას არაფერი გამოუვიდა, მაგრამ მივხვდით, რომ თავგადასავლები კიდევ უფრო აძლიერებდა ჩვენს კავშირს.


ჩვენ ღია ურთიერთობა გვქონდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვხვდებოდით სხვადასხვა ადამიანებს, ერთმანეთისგან არც ვმალავდით ამას. ზოგიერთ პარტნიორთან ყველაფერი კარგად აეწყო, სხვები ცდილობდნენ ჩვენი ოჯახის დანგრევას, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ.

image

ორი წლის წინ, ერთ-ერთ წვეულებაზე გავიცანით ნიკოლი. მას სექსი სამი მონაწილით მოსწონდა და ის ჩემს ქმარს გავაცანი - მივხვდი, რომ მათ მოსწონდათ ერთმანეთი და გამიხარდა, რომ ღამეს ერთად გაატარებდნენ.


მეორე დილით ნიკოლმა დამირეკა და მითხრა ღამემ როგორ ჩაიარა. მეგონა, რომ ვიეჭვიანებდი, მაგრამ არა - ამის განხილვა მსიამოვნებდა! შემდეგ მასთან(ნიკოლთან) გავატარე ღამე, ეს იყო ინტიმური გამოცდილება, რომელიც ორივეს მოგვეწონა.

შედეგად, გადავწყვიტეთ, რომ კვირაში სამჯერ სამივე ერთად ვყოფილიყავით და, ორმხრივი სურვილისამებრ, მორიგეობით ერთ-ერთხე გაგვეტარებინა დრო.

image

ჩემი მშობლები მშვიდად შეხვდნენ ამ ამბავს, ქმრის მშობლები დიდხანს ვერ ეგუებოდნენ, მაგრამ შემდეგ დაინახეს, რომ ბედნიერები ვიყავით. ზოგიერთ მეგობარს სჯეროდა, რომ მე და ჩემს მეუღლეს შეუძლებელია გვიყვარდეს ერთმანეთი, რადგან ერთდროულად ნიკოლიც გვიყვარს. ვიღაც ჩვენს ურთიერთობაში მეორე ფსკერს ეძებდა, რომელიც არ არსებობდა.


ორიოდე თვის წინ ის ჩვენთან საცხოვრებლად გადმოვიდა. რამდენ ხანს გასტანს ასე არ ვიცი. თუ მას ოჯახის შექმნა სურს, შეიძლება საინტერესო იყოს ოთხის ერთად ცხოვრება. ერთი რამ ცხადია: მე და ჩემი მეუღლე არ დავბრუნდებით მონოგამიაა. ჩვენთვის ბევრად უფრო საინტერესოა ასე ცხოვრება! ”

imageფოტოზე: ნიკოლი, თომასი და კეიტი


1
296
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
296
  
21 ოქტომბერი, 18:38
ბავშვებმა დედა თუ იციან რომელია, თქვენი დედაც.
0 1 1