x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ევროპა პალეოლითის ხანაში
ევროპა პალეოლითის და მეზოლითის ხანაში


საქართველო


ერთი თეორიის თანახმად ჰომო ერექტუსი ანუ ამართული ადამიანი ევრაზიაში გავრცელდა აფრიკის კონტინენტიდან, ხოლო მეორე თეორიით ჩამოყალიბდა აფრიკელ ჰომო ერექტუსებთან პარალელურ რეჟიმში, დამოუკიდებლად სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე. ამის ფიქრის საშუალება მეცნიერებს მისცა დმანისში გაკეთებულმა აღმოჩენამ, სადაც ჰომო გეორგიკუსის ანუ ქართველი ამართული ადამიანის 5 თავის ქალა იქნა ნაპოვნი, რომლებიც დათარიღდა 1.8 მილიონი წლით. არსებობს შანსი რომ ისინი ადამიანთა კავკასიისთვის აბორიგენულ რასას მიეკუთვნებიან და აქვე ჩამოყალიბდნენ. მათ პირველი ევროპელები უწოდეს. სწორედ მათგან ჩამოყალიბდა შემდგომში ანტესესორები, დენისოველები, ჰაიდელბერგელები და ნეანდერტალელები და შესაძლოა ევრაზიელი საპიენსების ნაწილიც. ჰომო გეორგიკუსი არის უძველესი ადამიანები, რომლებიც ოდესმე აღმოჩენილა მთელ ევრაზიის კონტინენტზე. საქართველოს ტერიტორიაზევე აღმოჩენილია გრაკლიანის დასახლება 11 არქეოლოგიური შრით 2 მილიონი წლის წინანდელი პერიოდიდან შუა საუკუნეებამდე უწყვეტი დასახლებით.



დაღესტანი


დაღესტნის ტერიტორიაზეც ადამიანები დაახლოებით ამ პერიოდიდან ცხოვრობენ ან შესაძლოა ბევრად უფრო ადრეულ პერიოდშიც იყვნენ როგორც საქართველოში, ასევე იქ. რუსი არქეოლოგების ცნობით, დარუბანდის რაიონში აღმოჩენილი არქეოლოგიური ადგილის რუბენ-1-ის უძველესი შრეები თარიღდება 2.2-2.3 მილიონი წლით, ხოლო არქეოლოგიური ადგილი სახელწოდებით მუხკაი და უფრო კონკრეტულად მისი 129-ე შრე თარიღდება2.5 - 1.9 მილიონი წლით. მუხკაის მე-2 არქეოლოგიურ ადგილზე მე-80 შრე დათარიღებულია 1.8 მილიონი წლით. პრიმიტიული ხალხის საცხოვრებელი არეალი ასევე აღმოჩენილი იქნა დაღესტანში, აკუშინსკის რაიონში (აინიკაბ 1 და აინიკაბ 2, მუხკაი 1 და2), კულინსკის რაიონში (გეგალაშური 1, 2 და 3), გუნიბსკის ოლქში (რუგუჯა), ლევაშინსკის რაიონში (ურმა 1).

დარვაგჩაის მდინარესთან, დერუბანდისა და კაიტაგის ოლქების საზღვარზე აშელური კულტურის არქეოლოგიური ადგილები დათარიღებულია 600 ათასი წლით.


აინიკაბ 1-ის არქეოლოგიურ ადგილზე ადამიანის მიერ ცეცხლის გამოყენების კვალი თარიღდება 1.7 მილიონიდან 1.24 მილიონ წლამდე.

როგორც აკადემიკოსმა ნიკოლაი ვავილოვმა განაცხადა: დაღესტანი იმ დიდი კულტურული რეგიონის ნაწილი იყო, რომელიც აწარმოებდა პურეულს და სხვა მარცვლეულს, მისდევდა მიწათმოქმედებას და ეწეოდა მეცხოველეობას. ეს დადასტურებულია არქეოლოგიური აღმოჩენებით სოფელ ჩოხის მახლობლად, რომელიც იყო მიწაღმოქმედთა დასახლება უკვე ძვ.წ. 6000 წლიდან.



ჩეჩნეთი


ადამიანის მიერ დამუშავებულ კაჟის ქვის ნატეხები აღმოჩნდა სოფლებში: ბალან სუ, ვედენო და ცა ვედენო. ისინი თარიღდება ზედა პალეოლითით. ჩეჩნეთში ასევე ცხოვრობდნენ ადამიანები მეზოლითურ და ნეოლითურ ხანაში. ასევე გვიანი ბრინჯაოს ხანის და ადრეული რკინის ხანის სამარხები იქნა აღმოჩენილი სოფელ ზანდაკში, ნოჟაი იურტის ოლქში. ზუსტად უცნობია როდის დადგა ნეოლითური ერა ჩეჩნეთში.


ინგუშეთი


ინგუშეთის ტერიტორიაზე ადამიანთა უძველესი სამყოფელები ძვ.წ. 40, 000 წლიდან ჩნდება არქეოლოგიურ მასალაში. ეს იყო მუსტერიული კულტურა, ნეანდერტალელები. ისინი ცხოვრობდნენ ნაზრანკას და სუნჟას მდინარეების სანაპიროებზე. მათი სამყოფელები ასევე აღმოჩენილია გამურზიევოში, ასევე სოფლებში: ბარსუკი, ნასირ კორტი, ეკაჟევო, პილევო. მაგალითად გამორზიევოში 30-მდე მუსტერიული ქვის იარაღი იქნა ნაპოვნი.

მუზიჩიში (ყოფილი ლუგოვოიე) კი ნაპოვნია სპილენძის ხანის ანუ ენეოლითური პერიოდის დასახლება და სამარხები. როგორც ჩეჩნეთში, ისე ინგუშეთში უცნობია იყო თუ არა საერთოდ მიწათმოქმედება და დადგა თუ არა ნეოლითური ხანა. შესაძლოა ქვის ხანიდან პირდაპირ მოხდა სპილენძის ხანაზე გადასვლა ამ ტერიტორიებზე.



ოსეთი


ოსეთის ტერიტორიაზე ჩრდილოეთ კავკასიაში ადამიანთა უძველესი ბინადრობა იწყება ძვ.წ. 150, 000 წლიდან. ვლადიკავკაზთან 4 კილომეტრში, ე.წ. "პოპოვის ფერმის" ტერიტორიაზე აღმოჩენილია ნეანდერტალელთა ცხოვრების კვალი და ის აშელურ კულტურას მიეკუთვნება. ასევე ნაპოვნია მუსტერიული კულტურის კვალი სოფლებში: კარჯინი, ზამანკული და ძველი ბატაკოიურტი.


ყარაჩაი-ჩერქეზეთი, ყაბარდო-ბალყარეთი და ადიღეა


ყარაჩაი-ჩერქეზეთში ადამიანები, ჰომო ერექტუსები ჯერ კიდევ 600, 000 წლის წინანდელ პერიოდში გამოჩნდნენ საბინადროდ. ყაბარდო-ბალყარეთში კი სოფელ ზაიუკოვოსთან მოხდა აღმოჩენა, რომელიც ადასტურებს, რომ უძველესი ადამიანები ყაბარდო-ბალყარეთის ტერიტორიაზე დასახლდნენ ჯერ კიდევ ძვ.წ. 70, 000 - ძვ.წ. 50, 000 წლებში. ეს იყო მუსტერიული კულტურის ნეანდერტალელები. ამ რესპუბლიკაში აღმოჩენილი ნეანდერტალელთა მრავალი იარაღის ნიმუშების შედარებით ნათელი ხდება, რომ მათი დამუშავების ტექნიკა ახლოს იდგა ნეანდერტალელთა იმ ტექნიკასთან, რომლებიც განსახლებულნი იყვნენ სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიაში და დღევანდელი ირანის ტერიტორიაზე. მდინარე ფანდუკოს სანაპიროებზე აღმოჩენილია ჰომო საპიენსთა დასახლების ძვ.წ. 10, 000 წლის დროინდელი კვალი. მთელ დასავლეთ კავკასიაში დიდი ალბათობით საერთოდ არ ყოფილა ნეოლითური ხანა და ამ ტერიტორიაზე მცხოვრებმა ხალხმა პირდაპირ შეაბიჯა ბრინჯაოს ხანაში ძვ.წ. 3700 წლიდან იმ ტერიტორიაზე მაიკოპის კულტურის წარმოქმნით.


კავკასიის გარდა, ევროპის კონტინენტის სხვა რეგიონებში ადამიანები სწორედ საქართველოს ტერიტორიიდან გავრცელდნენ, ქართველი ამართული ადამიანის შთამომავლები და უკვე დასავლეთ ევროპაში გამოჩნდნენ ძვ.წ. 1.2 მილიონი წლისთვის ჰომო ანტესესორის სახით. ისინი გადაშენდნენ ძვ.წ. 800, 000 წლისთვის.

სწორედ ამ პერიოდში არსებობდა მისივე მონათესავე ჰაიდელბერგელი ადამიანი ევროპის ტერიტორიაზე ძვ.წ. 800, 000 - 300, 000 წლებში.

ნეანდერტალელები კი არსებობდნენ ევროპაში ძვ.წ. 400, 000 - 22, 000 წლებში. ადამიანთა ამ სახესხვაობების თუ რასების (ზოგჯერ წოდებულია სახეობებად, მაგრამ ეს ნაკლებად მისაღებია ბიოლოგიური თვალსაზრისით) ერთმანეთში ასიმილირდებოდნენ, ტოვებდნენ საერთო შთამომავლობას.

პალეოლითის ხანის ევროპის ყველაზე ცნობილი არქეოლოგიური ადგილებია ლეზინან-ლა-კებე საფრანგეთში, ორკა ესპანეთში, მონტე პოგიოლო იტალიაში და კოზარნიკა ბულგარეთში.

ძვ.წ. 44, 000 წლიდან ევროპის კონტინენტზე სამხრეთ კავკასიიდან, მესოპოტამიიდან და ანატოლიიდან შედიან პირველი ევროპელი თანამედროვე ადამიანები ანუ კრო-მანიონები (ან კრო-მანიონელები), რომელთა ჰაპლოჯგუფებიც უმეტესად იყო: IJ, I, I1, I2 და მათი ტოტები. მათი საცხოვრებელი ყველაზე ადრეული ადგილები ევროპაში არის რიპარო მოჩი იტალიაში, გეიზენკლოსტერლი გერმანიაში და ისტურიცი საფრანგეთში.




წყარო: History of Europe


სამედიცინო სტატიები:


1. რამდენი უჯრედია ადამიანის ორგანიზმში?

2. ზეფირის ტესტი

3. რომელია ყველაზე საშიში ნარკოტიკი?

4. აბორტი - არის თუ არა ეს ადამიანის მკვლელობა?

5. რეი კურცვეილი - ადამიანები ბევრად უფრო დიდხანს იცოცხლებენ

6. ცნობიერება

7. რეფლექსები და მათი კვლევის მეთოდები

8. დიენცეფალონი

9. ნათხემი

10. მეზენცეფალონი

11. ვაროლის ხიდი

12. მოგრძო ტვინი

13. რამდენ ნეირონს შეიცავს სხვადასხვა ცხოველის ტვინი?

14. ადამიანის თავის ტვინის შემადგენელი ნაწილები

15. ევგენიკა და გენური მანიპულაცია

16. სინათლე გვირაბის ბოლოს - რა ფენომენთან გვაქვს საქმე?

17. რა ხდება ადამიანის ტვინში ორგანიზმის სიკვდილის შემდეგ?

18. თავის ტვინის ღმრა სტრუქტურები

19. უმნიშვნელოა ადამიანი უდიდეს სამყაროში?

20. რამდენი ატომისგან შედგება ადამიანის დნმ-ის თითოეული მოლეკულა?

21. ადამიანის ქრომოსომა

22. ერითროციტები

23. ლეიკოციტები

24. რამდენი ბაქტერიული უჯრედისგან შედგება ადამიანი საშუალოდ?

25. რამდენი უჯრედისგან შედგება სხვადასხა წონის ადამიანი?

26. ადამიანის ორგანიზმის რამდენ პროცენტს შეადგენს წყალი?

27. რამდენი ატომისგან შედგება სხვადასხვა ნივთიერების 1 გრამი?

28. ნევროლოგიური დაავადებები



სხვა სამეცნიერო და ისტორიული სტატიები


1. მელქისედეკ III ფხალაძე - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

2. ნიკოლოზ რაჭველი - ჭადრაკის ევროპის ოფიციალური ჰიმნის ავტორი

3. კიბორჩხალების სათლის თეორია

4. გალაქტიკების ტიპები მორგანის და ჰაბლის სქემების მიხედვით

5. გალაქტიკების ტიპები

6. რას ნიშნავს სიტყვა "იბერია"?

7. რას ნიშნავს სიტყვა "კავკასია"?

8. კოლხეთი

9. მინოსური ცივილიზაცია კრეტაზე

10. პლანეტების ტიპები

11. როგორ გამოიყურებოდნენ ეგვიპტის ფარაონები

12. ჭიანჭველები

13. როგორ გამოიყურებოდნენ ესესელები

14. ჰოლოდომორი

15. ფრიდრიხ ნიცშე ლიბერალიზმის წინააღმდეგ

16. ტროა

17. შუმერი

18. "დიდ ქვაბში არ ეტეოდა, პატარაში სულ არ იყო" - ქართველი ერი

19. ზვიად გამსახურდია ქართველური ენების შესახებ

20. ქალდეველები

21. შამაში

22. ყველა სახის სიმსივნის განკურნების პრინციპი აღმოჩენილია

23. ხეთები

24. საქართველოსთვის მგლოვიარე კასტელის სიტყვები

25. ჰალიძონები - კოლხური ტომი

26. ამადეო მოდილინის მიერ დახატული ქართველი ქალი

27. "ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციები მიხაი ზიჩის მიერ

28. ინდოეთში აღმოჩინეს საბადო, რომელიც 3 ათას ტონა ოქროს შეიცავს

29. ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციები ირაკლი თოიძის მიერ

30. ვეფხისტყაოსნის ფერადი ილუსტრაციები ირაკლი თოიძის მიერ

31. ვეფხისტყაოსნის ფერადი ილუსტრაციები სერგო ქობულაძის მიერ

32. ფაიუმის პორტრეტები

33. მაქს ტილკე და მის მიერ შექმნილი კავკასიელ ხალხთა ნახატები

34. ბაქტერიები

35. არქეები

36. ევკარიოტები

37. ჟან ბატისტ ტავერნიე მეგრელების შესახებ

38. ჟან ფრანსუა გამბა და კავკასიელები

39. როგორ გამოიყურებოდნენ კავკასიელები მე-19 საუკუნეში - გრიგორი გაგარინი

40. ბრუნო ვეფხვაძე - გამორჩეული ქართველი მხატვარი

41. ბრუნო ვეფხვაზე - ნაწილი მეორე

42. ბრუნო ვეფხვაძე - ნაწილი მესამე

43. ბრუნო ვეფხვაძე - ნაწილი მეოთხე

44. უმარტივესები

45. ლორწოვანი ობები

46. სოკოები

47. მცენარეები

48. ცხოველების სამეფო

49. თანამედროვე დომენების სისტემა - ცოცხალი სამყაროს ტაქსონომია

50. ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ავთენტური ვიდეოები

51. ამოუცნობი მფრინავი ობიექტის ავთენტური ვიდეო - მაია ჯაბუა

52. ამოუცნობი მფრინავი ობიექტის თვითმხილველი მურმან გვენეტაძე

53. ამოუცნობი მფრინავი ობიექტი მე-18 საუკუნის ნახატზე

54. ამოუცნობი მფრინავი ობიექტის თვითმხილველი ზურაბ კოკაია

55. ეპიდემიები მსოფლიო ისტორიაში და მათი მსხვერპლი

56. 1500-დან 2000-მდე დამოუკიდებელი ბერძნული ქალაქ-სახელმწიფო

57. ბეჭდების მბრძანებელი - ტოლკიენის მიერ შექმნილი სამყაროს მიმოხილვა

58. ამოუცნობი მფრინავი ობიექტის გამოსახულება სვეტიცხოველში

59. როდის და ვისგან წარმოიშვა თანამედროვე ადამიანი?

60. ჰომო საპიენსის განსახლების თავდაპირველი არეალები

61. საღვთო რომის იმპერიის 1800 ნახევრად-დამოუკიდებელი სახელმწიფო

62. დიდი აღმოჩენა ადასტურებს, რომ ამერიკაში ხალხი 30, 000 წლის წინ დასახლდა

63. ევროპაში საპიენსები ბევრად უფრო ადრე დასახლდნენ, ვიდრე მიაჩნდათ

64. ჰომო საპიენსები ახლო აღმოსავლეთში ბევრად უფრო ადრე სახლობდნენ, ვიდრე მიგვაჩნდა

65. ჰომო საპიენსები ჩინეთში ბევრად უფრო ადრე სახლობდნენ, ვიდრე მიგვაჩნდა

66. ადამიანის ევოლუცია უძველესიდან უახლეს დრომდე

67. თეოლოგმა გიორგი ტიგინაშვილმა ზვიად გამსახურდიას სკანდალური ლექსი მიუძღვნა

68. რომელი უფრო ადრე წარმოიშვა - ვირუსები თუ უჯრედები?

69. ახალი ქართული წარმართობა და მისი საფუძვლები

70. სვიმონ მასხარაშვილის ღია წერილი დასავლეთისადმი

71. რევაზ ჩოლოყაშვილი - დიდი ქართველი გმირი

72. ისრაელის პრემიერ-მინისტრის რჩევა ერებისთვის, რომლებსაც უძლიერესი სახელმწიფოს აშენება უნდათ

73. ჰაპლოჯგუფები

74. რა არის მოლი?

75. რამდენი წყალი არის 1 მოლი და რამდენი ატომია 1 მილილიტრ წყალში?

76. გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია

77. ისლამური ტერორიზმი

78. კავკასოიდური რასის ანთროპოლოგიური ტიპები

79. სხვადასხვა არქიტექტურული სტილი


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
206
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
206
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0