x
მეტი
  • 24.11.2020
  • სტატია:105143
  • ვიდეო:348712
  • სურათი:470416
ლეგენდარული მეომარი გოგონას - მულანის ისტორია: სიმართლე თუ ლამაზი მითი?
image

ჩინელი მეომარი გოგონას, მულანის ისტორია განსაკუთრებით პოპულარულია თანამედროვე ხელოვნებაში. ამ გმირზე მულტფილმი გადაიღო დისნეის სტუდიამ, იწერება წიგნები და პიესები მის შესახებ, გამოდის კომიქსები და გადაღებულია მხატვრული ფილმები. საიდან გაჩნდა მეომრი-გოგონა და რამდენად რეალურია მისი გმირული ამბავი?


დასაწყისისთვის, მეცნიერები საერთოდ არ არიან დარწმუნებულნი, ცხოვრობდა თუ არა ოდესღაც გოგონა სახელად მულანი, შეიძლება ის, უბრალოდ, ჩინეთის ხალხური ეპოსის გმირია. პოემა «სიმღერა მულანზე» დაიწერა შორეულ მე - VI ასწლეულში, მაგრამ მისი თავდაპირველი ტექსტი არ შემორჩა. ჩვენამდე მოვიდა მე - XI საუკუნის გვიანდელი ვერსია, რომელიც დაწერილია გუო მაოკიანის მიერ.

image


უკვე ამ ნაწარმოებზე დაყრდნობით, მე - XVI საუკუნეში, მინის დინასტიის დროს, ცნობილმა დრამატურგმა Xu Wei - მ შექმნა ორ მოქმედებიანი პიესა «ქალწული მულანი», სპეციალურად საიმპერატორო თეატრისთვის. პიესაში გოგონა მამის ნაცვლად მიდის ომში ბარბაროსთა წინააღმდეგ, რომლებიც თავს დაესხნენ ჩინეთს. ამ დროს ყველა ოჯახს უწევდა მეომრის გამოყვანა, მულანმა გადაწვიტა, რომ ის მამაკაცზე ცუდად არ გაართმევდა თავს ამ რთულ საქმეს.


Xu Wei - ის ვერსიით, მულანი სულაც არ იყო ახალბედა სამხედრო საქმეებში. ომში მოხვედრამდე ის მრავალი წლის მანძილზე ვარჯიშობდა, ითვისებდა უშუს და მახვილებით ბრძოლას. მულანის მასწავლებელი გახდა მისივე მამა - გამოცდილი, მაგრამ უკვე ასაკოვანი მეომარი, რომელსაც მრავალი ბრძოლა ჰქონდა გამოვლილი. თავის პირველ ბრძოლაში წასვლისას მამაცი მულანი ფიცს დებს:


ჩემი ცხენი გაჭენდება, რათა ბრძოლაში დიდება მომიპოვოს. როდესაც მას ლაგამს ამოვდებ, ჩემზე უფრო ლამაზი არ მოიძებნება.


მე - XVI საუკუნის პიესაში არის მომენტი, რომელიც უცნაურად გამოიყურება. ომში წასვლის წინ გოგნა ფეხებიდან სახვევებს იხსნის, დღეს ეს ბევრისთვის გაუგებარია. საქმე იმაშია, რომ ჩინელ გოგონებს ბავშვობიდან უხვევდნენ ფეხის ტერფებს, რათა მათთვის მაქსიმალური მინიატურულობა მიენიჭებინათ.

image

გადახვევა ფაქტობრივად უნარს უზღუდავდა ქალებს, რადგან არ აძლევდა მათ სწრაფად გადაადგილების შესაძლებლობას და ხდიდა მთლიანად მამაკაცზე დამოკიდებულთ. ჩინელებისათვის დეფორმირებული ტერფები ქალის სისუსტისა და მგრძნობიარობის სიმბოლო იყო. მაგრამ დასახიჩრებული გოგონასგან მეომარი ვერ შედგებოდა


ისტორიკოსები ამ შეუსაბამობას ხსნიან იმით, რომ ფეხების გადახვევის პრაქტიკა გაჩნდა ბევრად უფრო გვიან, ვიდრე მულანი ცხოვრობდა. ეს მეტ-ნაკლებად გავრცელდა სწორედ იმ დროს, როდესაც Xu Wei თავის პიესას წერდა. მე - XVI საუკუნეში, გოგონები რომელთაც არ ჰქნდათ გადახვეული ტერფები, მეორე კლასს მიეკუთვნებოდნენ, ამიტომ დრამატურგი ვალდებული იყო დაეწერა ამ პრაქტიკის შესახებ.


ხელოვნებათმცოდნეების უმეტესობას მიაჩნია, რომ პიესაში სახვევების მოხსნა ეროტიულ სცენას წარმოადგენს. უცხო თვალთაგან დამალული პატარა ტერფები იმ დროის ჩინელი მამაკაცებისათვის ფეტიშის საგანი გახლდათ, სწორედ ამ მომენტის გამო გახდა პიესა პოპულარული ძლიერი სქესის წარმომადგენელთა შორის.

image

დისნეის მულტფილმში მულანი მამისა და დედის ერთადერთი შვილია. მაგრამ პიესაში მულანს ჰყავს და-ძმა. მისი ძმა ძალიან პატარაა იარაღის ხელში ასაღებად, მამა კი მოხუცი, ამიტომ მულანი მიდის ომში. მშობლების სახლის დატოვების წინ ის ამბობს:


ფიზიკურად ძლიერი და საკმაოდ ჭკვიანი ბავშვი ვიყავი. ვსწავლობდი კლასიკურ ლიტერატურასა და საბრძოლო ხელოვნებას მამასთან, ახლა ვალის დაბრუნების დროა.


იგი არ გარბის საიდუმლოდ, არამედ ღიად მიდის ბაზარში, რათა შეიძინოს ყველაფერი აუცულებელი, რაც ლაშქრობისთვისაა საჭირო. მულანი ირჩევს უნაგირს, ცხენს და აბჯარს ასევე საჭირო მასალებს, რომლებიც გზად სჭირდება. დარიგების შემდეგ დედა მას ძაფსა და ნემსს აძლევს იმის გასახსენებლად, რომ ის პირველ რიგში ქალია და შემდეგ მეომარი.

image

მულტფილმში მულანი თმას იჭრის, მაგრამ ნამდვილი მულანი ამას არასდროს გააკეთებდა. იმ დროს ჩინეთში გრძელი თმა იყო პატივსაცემი ადამიანის ნიშანი, განურჩევლად სქესისა. თმას მოკლედ მხოლოდ კრიმინალებს ჭრიდნენ, რათა ისინი სხვებისგან განერჩიათ. ასევე საგულდაგულოდ იპარსავდნენ თავს ბუდისტი ბერები.


ლეგენდა ამბობს, რომ მულანი 12 წლის განმავლობაში მამაკაცების მხარდამხარ იბრძოდა, მაგრამ მისი საიდუმლო ვერავინ შეიტყო. პიესაში გოგონას დედა შიშობს, რომ მის ქალიშვილს გამოავლენენ, როდესაც საქმე შეეხება "თქვენც იცით რასაც" მაგრამ თანამებრძოლები თითქმის არ აქცევენ ყურადღებას ახალგაზრდა ჯარისკაცის უცნაურ საქციელს, რომელიც ყოველთვის იმალება "საჭიროებების მოგვარების" დროს. ისინი მას მხოლოდ ზოგჯერ ეხუმრებიან ზედმეტი სიმორცხვის გამო.

image

მულანი არმიაში პოულობს სიყვარულს - ოფიცერ ჯინ იონგს. ის არ ბრაზდება, როდესაც შეიტყობს, რომ მისი ჯარისკაცი გოგონა აღმოჩნდა და წყვილი მხარდამხარ ბრძოლას განაგრძობს. შეყვარებული მამაკაცი იცავს გოგონას საიდუმლოებას და მასთან თანამებრძოლივით იქცევა.


ლეგენდის ერთ-ერთ ადრეულ ვერსიაში, მულანი კიდევ ერთი მეომარი გოგონას, პრინცესა დოუ სიანიანის ტყვეობაში აღმოცნდა. პრინცესა ტყვეს ისე ექცევა როგორც ნამდვილ ბარბაროსს. გოგონა თანახმაა გადავიდეს პრინცესას მხარეს, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, თუ მას მშობლების ნახვის უფლება მიეცემა.

image

სასტიკი, მაგრამ ღირსეული დოუ სიანიანი აღფრთოვანებულია მშობლებისადმი ასეთი სიყვარულის გამოვლინებით, რასაც იგი არ ელოდა ჩრდილოლისგან, რომლებიც ველურებად იყვნენ მიჩნეულნი. იგი უშვებს მულანს და გოგონები მეგობრები ხდებიან. ჩინელი ჟანა დ'არკის ლეგენდის თითქმის ყველა ვერსია სამწუხაროდ სრულდება. გოგონა ბრუნდება სახლში და გებულობს, რომ მამამისი გარდაიცვალა, სანამ ის მტრებისგან იცავდა სამშობლოს.


მრავალწლიანი ომის შემდეგ მულანს არ შეუძლია დაუბრუნდეს მშვიდობიან, გლეხურ ცხოვრებას - მას სტანჯავს მოგონებები, სისხლისა და ძალადობის კოშმარები. იგი ვერ უძლებს ამ ყოველივეს და სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს. ისტორიის სხვადასხვა გადმოცემაში თვითმკვლელობის მიზეზი განსხვავებულია. ერთ შემთხვევაში, სიკვდილის ხედვაა დამნაშავე, მეორეში - იძულებითი ქორწინება, ხოლო მესამეში - იმპერატორისადმი ერთგულება.


როგორც უკვე ვთქვით, მულანის - მეომარი-ქალწულის არსებობა ძალიან საეჭვოა, რადგან მრავალ ჩანაწერებში მის შესახებ არაფერია ნათქვამი. ეს არის ლიტერატურული პერსონაჟი, რომელიც გამოიგონეს მე- IV—V აუკუნეებში, ალბათ პროპაგანდისტული მიზნით.

image

ჩინეთის ისტორიის ამ რთულ პერიოდში ქვეყანამ მტრის რამდენიმე შემოჭრა განიცადა და საჭირო იყო მამაკაცებისთვის ბრძოლის მოტივაციის მიცემა. რა შეიძლება იყოს უკეთესი მაგალითი, ვიდრე ლამაზი ახალგაზრდა პატრიოტი გოგონა, რომელიც წავიდა ომში? ეს მეთოდი ყოველთვის მუშაობდა და დღეს არანაკლებ წარმატებით გამოიყენება.

0
184
8-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
Mediator image
184
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0