x
მეტი
  • 24.11.2020
  • სტატია:105143
  • ვიდეო:348712
  • სურათი:470416
3 მეცნიერული მტკიცება იმისა, რომ პარალელურ რეალობაში სხვაგვარად ვცხოვრობთ

image

წარმოიდგინეთ, რომ მიდიხართ სანაპიროზე. წყალი ცივია და ვერ გადაგიწყვეტიათ, შეხვიდეთ მასში თუ არა. იქვე შორიახლოს დგას ლამაზი გოგონა. ისიც ეჭვობს და ორჭოფობს. უცებ შეგამჩნიათ თქვენ.. და თქვენ იცით, რომ თუ მას სახელს ჰკითხავთ და მასთან ერთად წახვალთ, ყველაფერს დაივიწყებთ, იმასაც კი, თუ ვისთან ერთად მოვიდა ის. მხოლოდ უნდა ჰკითხოთ, მაგრამ თქვენ მას მერე უბრალოდ იხსენებთ დღეში, ან კვირაში ერთხელ. თქვენი თავიდან არ ამოდის ეს წამიერი მოგონება, მოგონება სხვა ცხოვრებაზე, რომელიც არ ახდა, არ შესრულდა.

ცნობილი ფილმის "Changing Lanes" გმირის ეს გასაოცარი მსჯელობა დამაფიქრებელია: ნამდვილად არსებობს კი ეს "სხვა სიცოცხლე", პარალელური რეალობა, რომელშიც ჩვენი ბედი სხვაგვარია. სპოილერი გვეუბნება, რომ "დიახ".

პარალელურ რეალობაში ცხოვრების საკითხი განვიხილოთ სხვადასხვა მეცნიერების გადმოსახედიდან:

1. ალტერნატიული ცხოვრების ახსნა ფიზიკაში-

"სიმების თეორია"




image




ალტერნატიული რეალობის არსებობის დასამტკიცებლად წამით ჩავუღრმავდეთ მეცნიერების განვითარების ისტორიას. 1915 წელს მეცნიერული სამყარო გადაატრიალა ორმა განსაცვიფრებელმა თეორიამ. ესენია აინშტაინის ფარდობითობის თეორია და კვანტური მექანიკის დაბადება, რომელთაც კარდინალურად შეცვალეს ჩვენი წარმოდგენა, გაგება ამ ქვეყნიერებაზე, სამყაროზე. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულმა თეორიებმა სერიოზულად წასწიეს წინ მეცნიერება, ისინი სამყაროს გარშემო ყველა კითხვას ამომწურავად როდი პასუხობენ. ფარდობითობის თეორიისა და კვანტური მექანიკის თეორიების ნაკლოვანებებს დიდ აფეთქებასა და მის შედეგებთან დაკავშირებით მეცნიერები კარგად აცნობიერებენ. ამიტომაც უკვე არაერთი ასწლეულია, რაც ყველაფრის ასახსნელად სწავლულები ეძებენ უფრო უნივერსალურ თეორიას..

და აი, კულისებიდან სცენაზე გამოდის სიმების თეორია, რომელიც პასუხობს, ავსებს კვლევათა უმეტეს ხარვეზებს.

სიმების თეორიის თანახმად, ყველაფერი ამ სამყაროში არსებული შედგება ენერგიის უწვრილესი ვიბრაციული სიმებისაგან, რომლებიც განლაგებულია მოლეკულის ატომების შიგნით. თითოეული სიმი თავისებურად ვიბრირებს და წარმოქმნის შესაბამის ნაწილაკებს. ეს ჰგავს გიტარაზე სიმების წყობას.

მოკლედ რომ ვთქვათ, სამყარო წარმოადგენს უსასრულო ორკესტრის სიმფონიას. აბსოლუტურად ყველაფერი, რაც ჩვენს ირგვლივაა, ესაა მუსიკა, წამოსული უმცირესი სიმებისაგან. მაგალითისათვის, წაროიდგინეთ ცეცხლი. გარედან ალი მატერიალური რამ გვგონია, თუმცა ეს სინამდვილეში მხოლოდ ენერგიაა, რომლის შეხებაც შეუძლებელია არა მხოლოდ ცხელი ტემპერატურის გამო, არამედ ობიექტური თვალსაზრისითაც. განსხვავებით ცეცხლისაგან, მოციმციმე სიმებს ხელს ვერ გაუშვებ, გვერდს ვერ აუვლი, რადგან იგი სივრცის აღელვებული მდგომარეობაა, რომელიც ხდება ხელშესახები.

სუპერსიმების თეორიით, ნებისმიერი ნაწილაკის სიღრმეში არის სხვა რაღაც, ენერგიის მოცეკვავე ძაფი, ვიბრაციული სიმის მსგავსი. ეს სიმები ქმნიან განსხვავებულ ნაწილაკებს, რომლებიც სამყაროს შემადგენელი ნაწილია. სიმების თეორიის მიხედვით, სამყარო აგებულია ენერგიის პაწაწინა ძაფებისაგან. ვიბრირების სხვადასხვა სიხშირე ქმნის ერთმანეთისაგან განსხვავებულ ნაწილაკებს. სხვადასხვა ნაწილაკი პასუხისმგებელია იმაზე, რაც სამყაროში ხდება. მატერია და ბუნების ძალები გაერთიანებულია ვიბრაციული სიმების ირგვლივ. ესაა ერთიანი თეორია სამყაროს შესახებ.

სიმების თეორიის ნაკლოვანება იყო ის, რომ სამყაროში არსებულის მისეულ ახსნას მივყავართ ალტერნატიული რეალობის განხორციელების, შესრულების შესაძლებლობამდე და იგი მოქმედებს მხოლოდ 10-განზომილებიან სამყაროში.

გაირკვა, რომ სიმების თეორია არა მხოლოდ ერთი, არამედ მრავალრიცხოვანი თეორიების კრებულია, თითოეული მათგანი აღწერს სამყაროს თავისებური, საკუთარი ფიზიკის კანონებით.

ეს წარუმატებლობაა თუ დიდი გარღვევა, ტრიუმფი?

დაშვებით, რომ ჩვენი სამყარო მარტო არაა და არსებობს სხვა ბევრი რეალობაც, გამოდის, რომ არსებობს მულტისამყარო. ასეთი ჰიპოთეზით თითქოს ყველაფერი დადგა თავის ადგილას: ყოველ სამყაროს, რეალობას შეესაბამება საკუთარი ფიზიკის კანონები, ამიტომაც შეუძლებელია, მივიდეთ ერთიან მაჩვენებლებამდე.

არაერთი მეცნიერი უკმაყოფილო დარჩა მულტისამყაროს თეორიით, რადგან, ჯერ ერთი, ყველასა და ყველაფრისათვის, რომლებიც თავდაპირველად ფიზიკაში, ბუნებაში არასოდეს არსებობდა, გამოთვლები ერთი და იგივე ვერ იქნება, მეორეც, იმიტომ, რომ მათი გადამოწმება უბრალოდ შეუძლებელია.

ბევრსაც სჯერა, რომ სიმების თეორიით გაჟღერებული ვერსია შეიძლება, იქცეს რეალობად, თუ, კრისტოფერ ნოლანის ფილმის გმირების მსგავსად, ადამიანები მეზობელ სამყაროში გადასასვლელად რაიმე არხს, გვირაბს იპოვიან. მეცნიერთა უმრავლესობის პროგნოზით, არსებობს ალბათობა იმისა, რომ რამდენიმე ათწლეულის შემდგომ ჩვენი ახლანდელი ეჭვები ისე გაიფანტება, როგორც თავის დროზე გადაფასდა და ძალა დაკარგა თეორიამ, რომ მზე დედამიწის გარშემო მოძრაობდა. იმან, ვინც გადახედავს თანამედროვე მეცნიერის, ბრაიან გრინის განცხადებას, შეიძლება, თავის ეჭვებზე ახლაც თქვას უარი.

სიმების თეორია თუ მართლაც სარწმუნოა, მაშინ გამოდის, რომ მულტისამყაროში შეიძლება, არსებობდნენ ჩვენი მზის სისტემების სხვა ასლები, დედამიწისა და მაშასადამე, ყველა ჩვენგანის ორეულები, ასლები.

ზოგიერთ სხვა სამყაროში თქვენი ასლი შეიძლება, ცხოვრობდეს ზუსტად ისე, როგორც თქვენ, თუმცა სხვა პარალელურ რეალობებში, შეიძლება, სრულიად განსხვავებულად ცხოვრობდეს. უსასრულობაში თქვენს ასლს შეუძლია, დაუსრულებლად მიიღოს სხვა გადაწყვეტილებები.

ყოველივე აქედან გამოდის, რომ, მაგალითად, ვიქტორ ცოი ზოგიერთ სხვა სამყაროში ჯერაც ცოცხალია; ჰიტლერი გახდა პოსტმოდერნული ფერწერის ფუძემდებელი; კიდევ სადმე არსებობს სამყარო, რომელშიც ბირთვული ომი უკვე მოხდა; ან დინოზავრები არ გადაშენებულან და ევოლუცია სხვა გზით მიმდინარეობს და ა.შ.

2. პარალელური რეალობა

მათემატიკური გაგებით




image




მათემატიკოსები ამტკიცებენ, რომ უსასრულო მულტისამყაროში გაბნეულია ჩვენი სამყაროს ძალიან ზუსტი ასლები.

როგორ შეიძლება, ეს ასე იყოს?

შეგვიძლია, დავასახელოთ ბანქოს, კარტების დასტის მაგალითი. იგი შედგება 52 სხვადასხვა ფურცლისაგან, მაგრამ მათი კომბინაციები აუცილებლად დაიწყებენ გამეორებას, რამდენადაც დარიგების, განაწილების სხვადასხვა ვარიანტის ოდენობა შეზღუდულია. მულტისამყაროშიც იგივე პრინციპი მუშაობს, რამდენადაც, ბუნების კანონების თანახმად, მატერიის შემადგენელი ნაწილაკები ემსგავსება ბანქოს დასტას, მის წყობას: იგი სივრცის ყოველ წერტილში შეზღუდული ოდენობის ვარიაციით შეიძლება, განთავსდეს. თუ სივრცე უსასრულოა, თუ სამყაროს, რეალობების მახასიათებლებიც უსასრულოა, მაშინ ასეთი ვარიანტები უნდა განმეორდეს.

ამომდინარე იქიდან, რომ ყოველი ჩვენგანი მხოლოდ და უბრალოდ ნაწილაკების წყობის რომელიმე ერთი ვარიანტია, სადღაც არსებობს ჩვენი ზუსტი ასლებიც.


image


ერთი შეხედვით, ეს დაშვება დამთრგუნველია, გამოდის, რომ ჩვენ არ ვართ უნიკალურნი, ჩვენ ვართ ნაწილაკების ზოგიერთი კომბინაციის ერთ-ერთი ცხოვრების ასლი, ან ვარიანტი.

მეორე მხრივ, თუ ეს ყოველივე არაა უტოპია და

თუ მულტისამყარო ნამდვილად უსასრულოა, მაშინ სადღაც იქ, შორეული გალაქტიკის სიღრმეში ყველა დაკავებული ბრძანდებით იმით, რაც გსურდათ. თქვენ სულ სხვა სიმაღლეებს მიაღწიეთ. შეიძლება, თქვენ ერთხელაც მიიღეთ სრულიდან განსხვავებული გადაწყვეტილება, ან შეიძლება, საერთოდ აღარ არსებობთ.



3. პარალელური რეალობის შესახებ

ფილოსოფიური ხედვა



image


პარალელური რეალობის არსებობის საკითხს შევხედოთ ფილოსოფიური გაგებიდან ფილმის "მისტერ არავინ" ("Mr. Nobody")-ის მაგალითზე, რომელიც იმ ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, ვისაც აწუხებს ცხოვრებისეული არჩევანის საკითხი, საკუთარი ალტერნატიული ცხოვრება, ან ამჟამად იმყოფება გზაჯვარედინზე.

მისტერ არავინ ჩვეულებრივ ცხოვრებას ეწევა, ჰყავს ცოლი ელისი და სამი შვილი, თუმცა ერთ მშვენიერ დღეს არსებული რეალობა ქრება. იგი 2092 წელს, 120 წლის ასაკში იღვიძებს და აღმოაჩენს, რომ ყველაზე ხანდაზმული და ამავდროულად, ერთადერთი მოკვდავია მსოფლიოში, სადაც აღარავინ კვდება. მისტერ არავინ ამ საკითხზე დიდად არ წუხს, საკუთარ თავს ერთადერთ კითხვას უსვამს: იცხოვრა თუ არა სწორად, უყვარდა თუ არა ის ქალი, რომელიც უნდა ჰყვარებოდა და ჰყავდა თუ არა ის შვილები, რომლებიც უნდა ჰყოლოდა. ახლა მისი მიზანი ამ კითხვაზე სწორი პასუხის პოვნაა.







image






აქ უკვე არაა საუბარი მულტისამყაროზე, ფიზიკის კანონებსა და კრისტოფერ ნოლანზე, არამედ საუბარი ეხება ფილმის გმირს, რომელსაც შეუძლია, დაინახოს თავისი სხვა ცხოვრება, რომელიც დამოკიდებულია იმ არჩევანზე, რასაც თვითონ გააკეთებს. ამას ამბობს ის, უკვე ხანდაზმული:

"ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაში ყოველდღე არსებობს ასობით არჩევანი, ეს არც ცუდია და არც კარგი. უბრალოდ ყოველი არჩევანი ქმნის სხვა ცხოვრებას, სხვა განუმეორებელ, უნიკალურ სამყაროს. მაგრამ ყოველი ცხოვრება იმსახურებს არსებობას, ყოველი გზა უნდა იქნას გავლილი, რადგან ჩვენი თითოეული სხვა ცხოვრება სწორია. მათ ყველას ერთი და იგივე აზრი, მნიშვნელობა აქვს. ყველაფერი ამ ქვეყანაზე შეიძლება, იყოს განსხვავებული, მაგრამ აქვს იგივე აზრი, მნიშვნელობა".

დავაზუსტოთ: მისტერ არავინ გვეუბნება, რომ საგნები იცვლებიან, მაგრამ მათი არსი, მნიშვნელობა უცვლელია.

მაგ: ჩვენ მუდმივად ვიცვლებით, ჩვენი სხეულის უჯრედები სიცოცხლის განმავლობაში ასობით ათასჯერ განახლდება, თუმცა თითოეული ჩვენგანი რჩება იმავე ადამიანად და არ ხდება სხვა. ჩვენი სხეულის სრული ცვლილების მიუხედავად, "რაღაც" ჩვენში რჩება მუდამ უცველი და ფილოსოფიის ენაზე ესაა არსი, მნიშვნელობა, გაგება.

საგნის არსი არ არის დამოკიდებული მის შექმნასა, ან განადგურებაზე. მაგ: მანქანა შეიძლება, იწვის, მაგრამ იგი მაინც მანქანაა ჩვენს ცნობიერებაში და არა სხვა რაღაც; ადამიანი შეიძლება, გარდაიცვალოს, მაგრამ ვიტყვით, რომ იგი არსებობდა, როგორც ადამიანი და არა სხვა რაღაც.

მაშასადამე, ნებისმიერი შესაძლო საქციელი, რასაც ადამიანი ჩაიდენს და მისი ცხოვრების ყველა შესაძლო ვარიანტი წარმოადგენს მის არსს.

დასკვნა: თქვენ უკვე არსებობთ ყველა შესაძლო ვარიაციით.

ფილოსოფია ფილოსოფიაა, მაგრამ მაინც "მისტერ არავინ" ამტკიცებს, რომ ტოლფასი არჩევანის უსასრულო ოდენობიდან საუკეთესო არჩევანი აღმოჩნდება ის, რომელიც ეფუძნება თავისუფლებას და არა სხვა, გარე ფაქტორებს.

შეჯამების სახით რომ ვთქვათ, ჩვენი ალტერნატიული ცხოვრება ბევრია, ანუ ჩვენი უსარულო ოდენობის ასლები უსარულო სამყაროში აკეთებენ და ასრულებენ უსასრულო ოდენობის სხვადასხვა არჩევანს, გადაწყვეტილებას ერთი და იმავე ბედში. ადამიანის მიზანია, თავისი ასლი გახადოს რაც შეიძლება, მეტად ბედნიერი, დანარჩენი ასლები კი დატოვოს ალტერნატიულ რეალობებში.

ბოლოს ასე უნდა იყოს: მიდიხარ სანაპიროზე, წყალი ცხელია. ვერ გადაგიწყვიტავს, შეხვიდე თუ არა. იქვე ლამაზი გოგონა დგას. ისიც ყოყმანობს. გოგონა გამჩნევს. მიდიხარ მასთან და ეკითხები სახელს. მიდიხარ მასთან ერთად. ყველაფერს ივიწყებ, იმასაც კი, ვისთან ერთად მოვიდა. და ხვდები, რომ ეს ზუსტად ის ცხოვრებაა, რომელიც შესრულდა.

2
416
2-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
416
  
21 ოქტომბერი, 14:05
მადლობა, გაიხარეთ.:)
21 ოქტომბერი, 13:54
კარგი იყო.....
0 1 2