x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რატომ ამბობენ სექსზე უარს გათხოვილი ქალები? +13

წყვილების ურთიერთობა როგორი ძლიერი სიყვარულითაც არ უნდა იყოს გაჟღენთილი, ინტიმური კავშირი კიდევ უფრო ამყარებს მას. თუმცა, ხდება ისეც, რომ ქორწინებიდან მალევე ან გარკვეული ეტაპის შემდეგ მათი სექსუალური კავშირი სრულდება. ორივე სქესია ამაში დამნაშავე, თუმცა უფრო კონკრეტულ და მნიშვნელოვან მიზეზებზე, თუ რატომ ამბობს ქალების გარკვეული ნაწილი სექსზე უარს გათხოვების შემდეგ, გეშტალტთერაპევტი ნატალია არციბაშევა გაგვესაუბრება.



image





რა არის გეშტალტთერაპია?



გეშტალტთერაპია ძალიან კარგად მუშაობს როგორც ინდივიდულაურად, ასევე წყვილში და ჯგუფური თერაპიის ფარგლებში. გეშტალთტთერაპია არის მიდგომა, რომლით მუშაობის პროცესში კლიენტი თერაპევტის დახმარებით სწავლობს საკუთარი ემოციების გაცნობიერებას და გამოხატვას, საკუთარ სხეულის და შეგრძნებების აღქმას, სწავლობს ფონისგან ფიგურის გამოყოფას და პრობლემის დიფერენცირებას, მოგვარების გზების ძიებას არჩევანის გაკეთებას და პასუხიმგებლობების აღებას, იწყებს საკუთარი თავის მიღებას, შედეგად კი სასურველი ცვლილებები დგება. იზრდება ცხოვრების ხარისხის დონე და იცვლება დამოკიდებულება საკუთარი თავისა და გარშემომყოფების მიმართ.
როგორც გეშტალტთერაპევტი ნატალია გვიყვება, (მან მოისმინა ჩივილები) გათხოვილი ქალები თითქმის ერთსა და იმავე მიზეზებზე ჩივიან, ანუ ამ ქალების ცხოვრების მექანიზმი მსგავსია. საშინაო დავალებების შესრულება: სარეცხი, სახლი, საყიდლები, სადილი, ბავშვები... პარტნიორებმა გემრიელი სადილისთვის მადლობის თქმაც კი შეწყვიტეს, რომ აღარაფერი ვთქვათ საყვარელი ადამიანის გრძნობებით დაინტერესებაზე. ხოლო, როდესაც დასაძინებლად წვებიან, მათი საუბრის ძირითადი და ხანმოკლე თემაა, თუ რომელი წაიყვანს და გამოიყვანს ბავშვებს ბაღებსა და სკოლაში (დან).
image
ეს ქალბატონები დაქორწინდნენ მარადიულ "ბიჭებზე", რომლებიც არ გაიზარდნენ და მათი ძირითადი საზრუნავი ისევ და ისევ პირადი ინტერესია - მეგობრები, თევზაობა, ფეხბურთი. და მაშინაც კი, თუ ისინი სახლში არიან, წვანან დივანზე ტელევიზორის წინ ან სხედან კომპიუტერთან. ამ დროის მანძილზე კი ქალი სულ სახლშია, ბავშვებთან და არასოდეს აქვს ფიზიკური სითბო, თანადგომა, ჩახუტება, ან უბრალოდ კოცნა სიყვარულისა და მადლიერების ნიშნად. პარტნიორს ის მხოლოდ მაშინ ასხოვს, როდესაც ჰორმონები შემოუტევენ და ქმრის მოვალეობის შესრულების დრო დგება.
კაცები მუდმივად განაწყენებულები არიან, თუ რატომ არიან ცოლები ცივები, არ აქტიურობენ ინტიმურად და ა, შ, მთავარს კი ვერ ხვდებიან, რომ ინტიმური ურთიერთობა მხოლოდ ღამით, საწოლში სექსით დაკავება არაა. თუ რომელიმე პარტნიორის, ამ შემთხვევაში ქალის მხრიდან დაიკარგა პარტნიორის მიმართ ნდობა, ვნება და მიზიდულობა, ტაქტიკური კონტაქტი პარტნიორთან შეიძლება უსიამოვნო და არასასურველი გახდეს.
image
ქალის უარი სექსზე არის - უხმოდ ყვირილი, რომ დახმარება სჭირდება, დაგროვილი საჩივრები და წყენები. ურთიერთპასუხისმგებლობის თვალსაზრისით, ეს არის ინფანტილური უარი საკუთარ თავზე ზრუნვაზე, ურთიერთობის განვითარებაზე. თუ პარტნიორს არ გაუგებთ, ამით დიდ ორმოს გაითხრით სექსუალურ ჰარმონიაში.
ამიტომ, გახსოვდეთ! თუ ქალს თქვენი ყურადღების დეფიციტი და ზრუნვა აკლია, ამით ბუნებრივად ირთვება უძველესი ევოლუციური მექანიზმი და მას უქრება თქვენთან ინტიმური ურთიერთობის სურვილი. ამ დროს მნიშვნელოვანია კომუნიკაცია, მოლაპარაკება, დახმარების თხოვნა, გაგება, კონფლიქტის მოგვარება. არ დაიძინოთ ქალის გვერდით მანამ, სანამ არ მოსიმენთ მის საჩივრებს და არ "შერიგდებით".
image
შეგახსენებთ, რომ სტატია მომზადებულია გეშტალტთერაპევტი ნატალია არციბაშევას რჩევების მიხედვით და თქვენეულა აზრებით შეურაცხყოფას მე ნუ მომაყენებთ, როგორც გჩვევიათ.
P.S. წარმატებებს გისურვებთ!
იხილეთ აგრეთვე:
0
1343
6-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1343
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0