x
მეტი
  • 26.11.2020
  • სტატია:105219
  • ვიდეო:348789
  • სურათი:470613
"ხელისუფლების ძალაუფლება ეყრდნობა ხალხის უმეცრებას, მან ეს იცის და ამიტომ მუდამ იბრძვის განათლების წინააღმდეგ, დროა ეს გავიგოთ"- ლევ ტოლსტოი
"ხელისუფლების ძალაუფლება ეყრდნობა ხალხის უმეცრებას, მან ეს იცის და ამიტომ მუდამ იბრძვის განათლების წინააღმდეგ, დროა ეს გავიგოთ."

"ყველა სამყაროს შეცვლაზე ფიქრობს, საკუთარი თავის შეცვლა კი იშვიათად უნდა ვინმეს."

ყველანაირი რწმენის არსი მდგომარეობს იმაში, რომ იგი აძლევს ცხოვრებას ისეთ აზრს, რომლის წაშლაც სიკვდილს არ შეუძლია."image

"ყველა ბედნიერი ოჯახი ერთმანეთს გავს, ყველა უბედური ოჯახი თავისებურად უბედურია."


"საქმე იმაში არაა, რომ ბევრი იცოდეთ, მთავარია ამოიღოთ საჭირო ინფორმაცია ყველაფრისგან, რაც შეიძლება იცოდეთ."

"პატივისცემა მოიგონეს იმ თავისუფალი ადგილის დასაფარავად, რომელიც სიყვარულს უნდა ეკავოს."

"ხალხი ხშირად ამაყობს თავისი სუფთა სინდისით მხოლოდ იმიტომ, რომ მათ მოკლე მეხსიერება აქვთ."

"ადამიანის ყველაზე საოცარი შეცდომა მისი წარმოდგენაა, რომ ბედნიერება არაფრის კეთებაშია."

"ყველა კითხვაზე პასუხი შენშია, შენ იმაზე მეტი იცი, რაც წიგნებში წერია, მაგრამ ეს რომ გაიხსენო საჭიროა წაიკითხო წიგნები, უცქირო შენს თავს, მოუსმინო შენს თავს და ენდო მას."

"ჩვენ ადამიანებს ვყოფთ კეთილებად, ბოროტებად, უგნურებად, გონიერებად — ესაა ჩვენი მთავარი შეცდომა, რომელსაც, როგორც წესი, ვუშვებთ. ადამიანი დინებაა და მასში თავს იყრის გარდაქმნის ყველა შესაძლებლობა — იყო სულელი, გახდა ჭკვიანი, იყო ბოროტი, გახდა კეთილი და პირიქით. ამაშია მთელი დიდებულება. სწორედ ამიტომ არ შეიძლება ადამიანების განკითხვა. შენ განიკითხე და ის უკვე სხვაა."

"ქვეყნად იმდენი აზრი არსებობს, რამდენი გონებაცაა და იმდენივე სახის სიყვარული, რამდენი გულიცაა ამ ქვეყანაზე."

"არ არსებობს ისეთი არამაზადა, რომელსაც საკუთარ თავში ვერ იპოვნი, გარკვეულ ურთიერთობებში შენზე უარესი არამზადა შეიძლება არც არსებობდეს. ამიტომ ბევრი მიზეზი არც გვაქვს ვიყოთ ამაყი და საკუთარი თავით კმაყოფილი."image

"ადამიანს ყველანაირ პირობებზე შეუძლია მიჩვევა, განსაკუთრებით თუ ხედავს, რომ მისი გარშემომყოფებიც ამ რეალობაში ცხოვრობენ."

"ჩვენ შეგვიძლია ვიცოდეთ მხოლოდ ის, რომ არაფერი არ ვიცით. ეს ადამიანური სიბრძნის ყველაზე მაღალი მწვერვალია."

"იმისათვის, რომ გიყვარდეს ადამიანები საქციელით და არა სიტყვებით, აუცილებლად უნდა აკეთო ის, რასაც მათთვის სარგებელი მოაქვს."

"თუ გვიყვარს ვინმე, ჩვენ გვიყვარს მთელი მისი პიროვნება, უბრალოდ ისეთი როგორიცაა და არა ისეთი, როგორიც შეიძლებოდა ყოფილიყო.image

0
217
3-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
217
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0