x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
7 რამ, რაც ბავშვებს გენეტიკურად მხოლოდ მამისგან გადაეცემათ
სიტყვა გენეტიკა ყველა თქვენგანისთვის კარგად ნაცნობია, რაც ვინმესგან წარმოშობას, წარმოქმნას აღნიშნავს. უფრო კონკრეტულად კი, გენეტიკა არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის მემკვიდრეობითობას, ანუ წინაპრების უნარს გადასცენ თავისი ნიშან-თვისებები და განვითარების თავისებურებები მომდევნო თაობას. ამ სამეცნიერო დისციპლინის სახელწოდება პირველად გამოიყენა ინგლისელმა ნატურალისტმა უილიამ ბეტსონმა 1905 წელს. ბიოლოგიურ სხვა დარგებთან შედარებით გენეტიკა ახლად ჩამოყალიბებული მეცნიერებაა.



image


ინდივიდის ყველა ნიშან-თვისება როდია მემკვიდრეობით მიღებული. ზოგიერთ მათგანს გარემო და აღზრდა განაპირობებს. მაგალითად, ადამიანი წერა-კითხვის უნარს სწავლით იძენს. არის ისეთი თვისებებიც, რომლებიც მემკვიდრეობითობისა და გარემოს ურთიერთქმედების შედეგია. ადამიანის სხეულის ფორმა ნაწილობრივ მემკვიდრეობით მიღებული თვისებაა, თუმცა მასზე ისიც ახდენს გავლენას, თუ რამდენ საკვებს იღებს ადამიანი.


მშობლის ნიშან-თვისებები ქრომოსომების საშუალებით გადადის შვილზე. ქრომოსომა წარმონაქმნია, რომელიც სხეულის ყველა უჯრედშია, ამიტომ თითოეული უჯრედი შეიცავს ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ როგორ არის აგებული მთელი ორგანიზმი.




image



უჯრედის ბირთვში ბევრი ქრომოსომაა. ყოველ მათგანს თავისი წყვილი ჰყავს. ამ წყვილში ერთი ქრომოსომა დედისეულია, მეორე კი — მამისეული. თითოეული სახეობის ცხოველსა და მცენარეს კონკრეტული რაოდენობის ქრომოსომები აქვს. მაგალითად, ადამიანს 46 ქრომოსომა აქვს, რომელიც 23 წყვილს ქმნიან.



ქრომოსომის მთელ სიგრძეზე გენებია განლაგებული, რომელშიც ორგანიზმის მემკვიდრეობითი ნიშან-თვისებების შემცველი ინფორმაციაა მოცემული. მაგალითად, ადამიანის გენში თვალის ან თმის ფერის შემცველი ინფორმაციაა ჩაწერილი. შედარებით რთულ ნიშან-თვისებებს, მაგალითად, სხეულის ფორმას, მრავალი გენის ერთობლივი მოქმედება განსაზღვრავს.



უჯრედში ყველა ქრომოსომა სხვადასხვაგვარია, თუმცა ქრომოსომათა ყოველი წყვილი ერთი და იმავე ინფორმაციის შემცველია, ამიტომ ყოველ თვისებას ორი გენი განსაზღვრავს.



image



ერთ დღეს, ამანდა გორმანსა და მის მეუღლე რაიანს ექიმმა შესთავაზა გენეტიკური ანალიზები ჩაეტარებინათ საკუთარი სამი წლის ქალიშვილისთვის იმის დასადგენად, ჰქონდა თუ არა გოგონას მშობლებისგან მიღებული რაიმე გენეტიკური დაავადება. მამის ხაზს ჰქონდა გენეტიკური დაავადება ჰიპერქოლესტერინემია, რაც ადრეულ ასაკში გულის პრობლემებს იწვევს და ბევრი მისი ნათესავი განცდიდა და 40-დან 50-მდე წლის ასაკში იღუპებოდნენ.


ანალიზების აღებამ ცხადყო, რომ გოგონას მამის ხაზით ჰქონდა გადაცემული რამდენიმე გენეტიკური დაავადება, მათ შორის ზემოთ ხსენებული ჰიპერქოლესტერინემია და ასევე თვალების პრობლემა, რაზეც გოგონას მეორე დღისთვის ოპერაციის გაკეთება ჰქონდა დანიშნული, თუმცა გადადეს დროული ანალიზის წყალობით. მამასაც და შვილსაც დაენიშნათ ინდივიდუალური მკურნალობა გარკვეული და სპეციალური მედიკამენტებით და დიეტური კვება. რამაც ხელი შეუწყო ფაქტს, რომ დაავადებამ პროგრესი ვეღარ განიცადა და მათ შეუძლიათ სიცოცხლე შეინარჩუნონ ხანდაზმულ ასაკშიც.



მრავალმა კვლევამ მოგვცა შედეგი, რომ ვიცოდეთ წინასწარ თუ რომელი გენეტიკური დაავადებები შეუძლია შვილმა მიიღოს მამისგან და დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ შვიდ მათგანზე.



7 რამ, რაც ბავშვებს გენეტიკურად მხოლოდ მამისგან გადაეცემათ





1. გულის დაავადებები. image

ლესტერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მრავალი კვლევის შედეგად დადასტურეს, რომ მამაკაცების 50%-მა შვილებს გადასცა გულის კორონალური დარღვევები და დაავადებები გენეტიკურად.





2. ფსიქიკური დარღვევები.image

არსებობს ფსიქიკური დარღვევების ტიპები, რომლებიც ბავშვს მხოლოდ და მხოლოდ მამისგან გადაეცემა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ადამიანი მამა გვიან ასაკში გახდა. ესენია შიზოფრენია და ADHD. რა არის ADHD? ეს ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი. მისი სამი ძირითადი დამახასიათებელი ნიშანია: უყურადღებობა, ჰიპერაქტიურობა და იმპულსურობა.


უყურადღებობა -

  • ბავშვი არის გაფანტული
  • არ ასრულებს მითითებებს და არ ამთავრებს დავალებას
  • არ უსმენს
  • უყურადღებობით უშვებს შეცდომებს
  • ავიწყდება ყოველდღიური აქტივობები
  • ხშირად კარგავს ნივთებს


ჰიპერაქტიურობა -

ბავშვს უჭირს ერთ ადგილზე ჯდომა

  • არ შეუძლია მშვიდად თამაში
  • სურს მუდმივად იმოძრაოს, დარბის, ძვრება სხვადასხვა საგნებზე
  • ლაპარაკობს ძალიან ბევრს



იმპულსურობა -

  • უჭირს დაელოდოს თავის რიგს
  • უაზროდ ისვრის რეპლიკებს
  • ხელს უშლის სხვებს






3. მოხრილი და დაბრეცილი კბილები.image

ბავშვებს ასევე შეუძლიათ მამისგან მიიღონ სტომატოლოგიური პრობლემები. ეს იმიტომ ხდება, რომ მამაკაცის გენები ყბის ფორმისა და სტომატოლოგიური პრობლემების მიმართ გაცილებით ძლიერია, ვიდრე ქალის გენები.






4. უშვილობა.image

მამაკაცებს, რომლებსაც აქვთ სპერმატოზოიდების დაბალი ხარისხი, შეუძლიათ თავიანთი ვაჟები დააჯილდოონ იგივე პრობლემით ან უარესი, ვაჟები იყვნენ უნაყოფოები.






5. შვილის სქესი - გოგო თუ ბიჭი?image

დიახ, სწორედ კაცის გენი განსაზღვრავს მომავალი შვილის სქესს. თუ განაყოფიერებისას მამრის სპერმატოზოიდი X ქრომოსომას შეიცავს, გაჩნდება გოგონა, ხოლო თუ სპერმატოზოიდში Y ქრომოსომაა, მაშინ ვაჟი. ამასთან დაკავშირებით მეცნიერული კვლევები გამოქვეყნებული იქნა Science Daily-ში.






6. თვალის ფერი.image

რა თქმა უნდა, თვალის ფერი შვილს შეიძლება ორივე მშობლისგან გადაეცეს, თუმცა უმეტესი პროცენტი მამის გენზეა დამოკიდებული.






7. სიმაღლე.image


როგორც თვალის შემთხვევაში, აქაც ორივე მშობლის გენი თამაშობს როლს, თუმცა უმეტესი პროცენტით შვილის სიმაღლე, მამის გენით განისაზღვრება.




P.S. ვიმედოვნებ, რომ თქვენი შვილები მხოლოდ კარგ რაღაცებს მიიღებენ გენეტიკურად.




1
18891
7-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
18891
  
11 ნოემბერი, 17:55
ამიტომ ზოგჯერ ჯანმმრთელი მეზობლის დახმარებაცაა საჭირო
0 1 1