x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"20 000 ლარი დაარიგა.. და თქვენ ვინც ამ ვაჭარ ქალს იყენებთ, მასზე უზნეოები ხართ!“ - ელისო კილაძე

image


გაზეთ "ქრონიკა+" - ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში სკანდალურ იფორმაციას ავრცელებს და ია მეტრეველის არასამთავრობო ორგანიზაციას "დავასრულოთ" ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების დისკრედიტაციაში ამხელს. კილაძის თქმით, მეტრეველმა 20 000 ათასი ლარი აღნიშნული ორგანიზაციის წევრებზე დაარიგა რათა მათ რამდენიმე ყალბი პროფილი შექმნან და ოპოზიციის მომხრეები და ჟურნალისტები სოციალურ ქსელში ლანძღონ. გაზეთ "ქრონიკა+" - ის რედაქტორი საზოგადოებას მოუწოდებს ტროლების ლანძღვას არ აყვნენ და ისინი უბრალოდ დაარეპორტონ: "20 000 ლარი დაარიგა ია მეტრეველმა მისი ორგანიზაციის "დავასრულოთ ნაცების" წევრებზე-თითომ ორი -სამი ყალბი პროფილი უნდა შექმნას და ოპოზიციის მომხრეების, ჟურნალისტების სტატუსებზე უნდა ილანძღონ ! აგრესიის ერთ ერთი ობიექტი მეც ვარ ! რჩევა მოკლეა - დავარეპორტოთ და დავბლოკოთ, არ ვუპასუხოთ ტროლებს ! p.s. და თქვენ ვინც ამ ვაჭარ ქალს იყენებთ, მასზე უზნეოები ხართ !" - დაწერა ელისო კილაძემ "ფეისბუქის" გვერდზე.






0
485
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
485