x
მეტი
  • 24.11.2020
  • სტატია:105143
  • ვიდეო:348712
  • სურათი:470416
სკოლის მოსწავლის აღმოჩენამ შესაძლოა კორონავირუსის წამლის შექმნამდე მიგვიყვნოს

გამოგონებამ ანიკას გამარჯვება მოუტანა ამერიკის ახალგაზრდა მეცნიერების კონკურსში 3M Young Scientist Challenge და ფულადი პრემიაც 25 000 დოლარის ოდენობით. ანიკას აზრით შემდეგი ნაბიჯი გამოგონების პრაქტიკაში დანერგვა უნდა გახდეს. გოგონა ოცნებობს ვირუსოლოგებთან და მეცნიერებთან ერთად იმუშაოს COVID-19-ის წამლის შესაქმნელად.

ანიკას აღმოჩენის მნიშვნელობა იმაშია, რომ მან შეძლო ისეთი მოლეკულის მოდელის შექმნა, რომელიც კორონავირუსის საცეცებს (ბეწვებს) SARS-CoV-2 - ს ბოჭავს და არ აძლევს უჯრედებთან მიახლოების საშუალებას. ამ მოლეკულის საშუალებით შეიძლება ისეთი წამალი დამზადდეს, რომელიც კორონავირუსს "განაიარაღებს"

პანდემია უკვე მეშვიდე თვეა გრძელდება, მეცნიერებს კი მის წინააღმდეგ ქმედითი წამალი ჯერ არ შეუქმნიათ. აშშ-ში მძიმე პაციენტებს აძლევენ პრეპარატ რემდესივერს, რომელის ემბოლას წინააღმდეგ გამოიყენებოდა. მგრამ მისმა გამოყენებამ სიკვდილიანობის მაჩვენებელი ვერ შეამცირა.
ივნისის თვეში ბრიტანელმა მეცნიერებმა შეამჩნიეს, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ შედარებით კარგი შედეგი ჰქონდა სამოციოდე წლის წინ შექმნილ იაფ წამალს დექსამეტაზონს, რომელიც სხვადასხვა დაავადებების დროს გამოიყენებოდა. მაგრამ ამ პრეპარატს ბევრი გვერდითი ეფექტები აქვს და ცუდად მოქმედებს ნერვიულ და გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე.


0
676
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
676
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0