x
მეტი
  • 24.11.2020
  • სტატია:105143
  • ვიდეო:348711
  • სურათი:470420
"ახლა შემოდგომის ქარებია, სულში ფათურობენ მაქმანები.."

image





"სიყვარულის მაქმანები"





ღამემ მომიგზავნა შენზე ფიქრი,

ქუჩებს ავუყევი ნაგვიანევს,

ქარი ყვითელ ფოთლებს ფეხქვეშ მიშლის,

დილა გათენებას აგვიანებს.

უნდა მივეკედლო მოგონებებს,

სკივრში მოვიძიო ძველმანები,

ძონძებს შორის ჩაყრილ მშიერ ვნებებს

ახლა სახადივით ვემალები.

ახლა შემოდგომის ქარებია,

სულში ფათურობენ მაქმანები,

თურმე რა საოცრად მყვარებია

ჩემი სიყვარულის მაქმანები.

გულში მინავლული ნაკვერჩხალი

ღვივის გარდასული ფერადებით,

ბილიკს აღარ უჩანს ნატერფალი,

მაინც შორიახლოს მელანდები.

ახლა შემოდგომის ქარებია,

სულში ფათურობენ მაქმანები,

თურმე რა საოცრად მყვარებია

ჩემი სიყვარულის მაქმანები.


(ავტორი: მარინა ხუჭუა)

0
214
1-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
214
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0