x
მეტი
  • 29.11.2020
  • სტატია:105299
  • ვიდეო:348899
  • სურათი:470828
"სწორედ იმითაა ფული ყველაზე მეტად საზიზღარი და საძულველი, რომ ის ნიჭსაც აძლევს ადამიანს და მისცემს კიდეც, ვიდრე ეს ქვეყანა იარსებებს" - დოსტოევსკი
"ადამიანის განადგურებისთვის ძალიან ცოტა რამაა საჭირო: უბრალოდ უნდა დაარწმუნოთ, რომ საქმე, რომელსაც აკეთებს, არავის სჭირდება.:

"ჩვენ ყველანი ბევრს გავყვირით ჰუმანიზმზე, გმირობის ჩადენა კი არავის ძალგვიძს."

"თავისუფლება იმაში კი არ მდგომარეობს, რომ არ შეიკავო თავი, არამედ იმაში, რომ საკუთარი თავის კონტროლი შეგეძლოს."image

"ვისაც სარგებლის მოტანა სურს, ის შეკრული ხელებითაც ბევრ სიკეთეს გააკეთებს.


"არ დაანაგვიანოთ თქვენი მეხსიერება წყენებით, თორემ მშვენიერი მომენტებისთვის ადგილი არ დარჩება."

"დიდებმა არ იციან, რომ ბავშვს, თუნდაც ყველაზე რთულ საქმეში, შეუძლია, მისცეს მნიშვნელოვანი რჩევა."

"ადამიანს თვალი-თვალზე უნდა ელაპარაკო… რათა სული იკითხებოდეს სახეზე, რათა გული ჩანდეს სიტყვებში. ერთი თავდაჯერებულად და გულწრფელად ნათქვამი სიტყვა, უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ათობით დაწერილი ფურცელი."

"მწერალი, რომლის ნაწარმოებს არ ჰქონდა წარმატება, ადვილად ხდება მწარე კრიტიკოსი: ასე სუსტი და უგემოვნო ღვინოშესაძლოა, გახდეს შესანიშნავიძმარი."

"არავინ გადადგამს პირველ ნაბიჯს, რადგანაც თვლის, რომ ის არ იქნება საპასუხო."

"მეოცნებეს არაფერი სურს, რადგან სურვილზე ძლიერია, რადგან ყველაფერი აქვს, თვით არის საკუთარი ცხოვრების მხატვარი და ყოველ წუთს შეუძლია იგი თავის ნებაზე გარდაქმნას. მერედა, ნუთუ ასე ადვილად, ასე ბუნებრივად იქმნება ეს ზღაპრული, ფანტასტიკური სამყარო! თითქოს ყოველივე ეს მართლაც არაა მოჩვენება!"image

"ყველაფერს აქვს ზღვარი, რომელიც არ უნდა გადავკვეთოთ: რადგანაც გადაკვეთის შემთხვევაში, უკან დაბრუნება უკვე შეუძლებელი იქნება."

"სინამდვილეში, როდესაც ლაპარაკობენ ადამიანის „ცხოველურ“ სისასტიკეზე, ეს ძალიან არასამართლიანია ცხოველების მიმართ: ცხოველი ვერასდროს იქნება ადამიანივით სასტიკი, – ასე არისტოკრატულად, ასე ხელოვნურად სასტიკი."

"საოცარია, რისი გაკეთება შეუძლია მზის ერთ სხივს ადამიანის სულისთვის."

"წვრილმანებია უმთავრესი, წვრილმანები!.. დაღუპვითაც სწორედ ეს წვრილმანები ღუპავენ ხოლმე ყოველთვის ყველაფერს…"

"გულია მთავარი, სხვა დანარჩენი სისულელეა. ჭკუაც საჭიროა, ცხადია… შეიძლება ჭკუა იყოს ყველაზე მთავარი. სულელს თუ გული აქვს და ჭკუა არა, ისეთივე საცოდავია, როგორც ჭკვიანი, მაგრამ უგულო სულელი. ძველთაძველი ჭეშმარიტებაა. აი მე სულელი ვარ, გული მაქვს და ჭკუა არა, შენ კი ჭკვიანი, უგულო სულელი ბრძანდები; ორივენი უბედურები ვართ, ორივენი ვეწამებით."

"არიან უაღრესად მგრძნობიარე, მაგრამ როგორღაც გატეხილი ადამიანები. მათი ჯამბაზობა ერთგვარი ღვარძლიანი ირონიაა იმათ მიმართ, ვისაც სიმართლეს პირში ვერ ეუბნებიან მათ წინაშე ხანგრძლივი დამამცირებელი შიშის გამო. ასეთი ჯამბაზობა ზოგჯერ უაღრესად ტრაგიკულია."image

"ყოველი ადამიანის მოგონება ისეთ რამეს შეიცავს, რასაც იგი ყველას არ გაუმჟღავნებს, მხოლოდ მეგობრებს თუ გაანდობს. ისეთი მოგონებებიც კი არსებობს, მეგობრებსაც რომ არ გაანდობ და მხოლოდ საკუთარ თავს გაუმჟღავნებ, თანაც საიდუმლოდ. მაგრამ, ბოლოს, ისეთი მოგონებებიც არსებობს, ადამიანს საკუთარი თავისთვის გამჟღავნებისაც რომ ეშინია და ასეთი მოგონებანი ყოველ წესიერ ადამიანს საკმაოდ უგროვდება. თანაც, ადამიანი რაც უფრო წესიერია, მით უფრო მეტი უგროვდება."

"სწორედ იმითაა ფული ყველაზე მეტად საზიზღარი და საძულველი, რომ ის ნიჭსაც აძლევს ადამიანს და მისცემს კიდეც, ვიდრე ეს ქვეყანა იარსებებს".

0
256
2-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
256
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0