x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ტესტის პასუხი შეეშალათ და ცოლს კოვიდი დაუდასტურდა. ამის მერე იწყება მთავარი" - მაია სტეფნაძე

image


"ტვ პირველის" წამყვანი მაია სტეფნაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე საკუთარი მეგობრის ისტორიას ასაჯაროებს და შესაბამისს სტრუქტურებს რეაგირებისკენ მოუწოდებს. სტეფნაძის თქმით, მისი მეგობრის მეუღლეს კორონავირუსის ტესტზე უარყოფითი პასუხი ჯერ შეცდომით მიეწოდა, შემდეგ კი, რაც ვირუსი დაუდასტურდა, მასთან კონტაქტში მყოფი მეუღლე, ქუჩაში სასწრაფო დახმარების მისვლას 5 საათია ელის: "ჩემი მეგობრის მეუღლეს გუშინ ტესტის პასუხი უარყოფითი მოუვიდა. ეს ადამიანი დღეს მშვიდად მივიდა სამსახურში და შეხება ქონდა თანამშრომლებთან. თუმცა პირბადე ეკეთა. ამასობაში გაირკვა, რომ ტესტის პასუხი შეეშალათ და ცოლს კოვიდი დაუდასტურდა. ამის მერე იწყება მთავარი: ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე გასვლა შეუძლებელია, სასწრაფო 5 საათია არ მოდის, ეს ადამიანი დგას ქუჩაში და აღარ იცის როგორ მოიქცეს.. ვინმე გვეტყვით რა გააკეთოს?"- დაწერა მაია სტეფნაძემ სოციალურ ქსელში.






0
206
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
206