x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
გაშალეთ საველეები, სამხედროები, ნუ ამოგვწყვიტეთ არჩევნების გამო! გახარია მოგვხედეთ-ირა ჭელიძე

image

"საქართველოს მთავრობა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო




ჩემი მეგობარი, Lela Tsikhiseli მაღალი სიცხით. უჭირს სუნთქვა. ალერგიული, ბრონქოსპაზმიანი. მოვიდა სასწრაფო (ძალიან მალე) გასინჯა. არ მოეწონათ ფილტვები, დარეკეს ყველგან. ვერ დავტოვებთ ასეთსო, რას იზამს ამის ფილტვებიო აწიო არ ვიცითო. არ შეიძლება ამის სახლში ყოფნაო. ემუდარნენ და არც ერთმა საავადმყოფომ არ მიიღო. ვერ. არაა ადგილები. გაუკეთეს დექსამეტაზონი და დატოვეს ოჯახის ექიმის ამარა.


ახლა მე გეკითხებით: საწოლფონდი ხომ კარგად გაქვთ? აი ის საწოლფონდი, მაღალი ტრიბუნიდან რომ დაგვღაღადებს ქალბატონი მინისტრი? ხომ ხართ ჯანმრთელად და კარგად? რამე რომ იყოს ხომ გამონახავთ თქვენთვის ამ საწოლფონდს? ჰა? ხოდა ქუჩაში დარჩენას გისურვებთ ერთად და სათითაოდ. დექსას ამარა. დექსა მემეტება.



P. S. ჩართეთ ეს დედაარღანი კერძო სადაზღვეოები ან წავიდეს სახლში ტიკარაძე და მოვიდეს ის, ვინც დალაგდება კლინიკებთან, ხომ ხედავთ რომ ვერ ლაგდებით??


გაშალეთ საველეები, სამხედროები, ნუ ამოგვწყვიტეთ არჩევნების გამო!
გახარია მოგვხედეთ."-წერს სოციალურ ქსელში ირა ჭელიძე.

image

"ირა მადლობა შენ პირველ რიგში.
მოკლედ გადავწყვიტე და ჩემი ფეხით მივედი ბოჭორიშვილში, ავუხსენი მდგომარეობა, სიმპტომები, ვაჩვენე სასწრაფოს ჩანაწერი, რომელიც ამბობს არ ვარ დარწმყნებული 3 საათში აქ რაიმე არ განვითარდესო, ვუხსნი რომ ჯანდაცვის ოჯახის ექიმი უბრალოდ სითხის მიღებას მირჩევს, მე ამ დროს ვერ ვსუნთქავ... და წარმოუდგენელი ამბავია, მაგრამ უკან გამომიშვეს!!! აი ასე, ადგილები არ გვაქვს და ვერ მიგიღებთ! პასუხისმგებელი მორიგე ექიმებმა : მაკა არჩვაძემ და იაკობ შენგელიამ გადამიწყვიტეს ჩემი ყოფნა-არყოფნის საკითხი:)) მე ვუთხარი რომ მაქვს იზოლაციის საშუალება ტესტი ამიღეთ, ფილტვები შემიმოწმეთ, რომ დრო არ დავკარგო. ჩვეულებრივად გამომაბრძანეს გარეთ. ეს ადამიანები არიან დასაჭერები! კლინიკაში, სადაც უსიმპტომოები წვანან, რომლებსაც უბრალოდ გაუმართლათ:)"-წერს კოვიდინფიცირებული ლელა ციხისელი.

0
353
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
353
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0