x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ფიტნეს ინსტრუქტორი,რომელსაც კორონავირუსის არსებობის არ სჯეროდა,33 წლის ასაკში Covid-19-სგან დაიღუპა
image”მე ვიყავი, ის, ვისაც ეგონა, რომ კოვიდი არ არსებობს… სანამ ავად არ გავხდი ”, - ასე დაწერა ინსტაგრამზე სტუჟუკმა რამდენიმე დღის წინ.


ფიტნესინსტრუქტორი დიმიტრი სტუჟუკი გარდაიცვალა 33 წლის ასაკში კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ, მანამდე ვირუსის არსებობის არ სჯეროდა.

სამი დღის წინ, უკრაინელმა სტუჟუკმა Instagram- ზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც მის 1, 1 მილიონ გამომწერს აუწყა, რომ Covid-19 დაუდასტურდა


ფიტნესინსტრუქტორის თქმით, იგი თურქეთში ბოლოდროინდელი მოგზაურობის დროს დაინფიცირდა, ერთ ღამეს გაიღვიძა სუნთქვის გაძნელებით, ასე ოდნავ სტკიოდა მუცელი მეორე დღეს კი ხველა დაეწყო.უკრაინაში დაბრუნების შემდეგ, ბატონმა სტუჟუკმა გაიარა ტესტი კორონავირუსზე, რომელიც დადებითი აღმოჩნდა.



”მე ვიყავი, ის, ვისაც ეგონა, რომ კოვიდი არ არსებობს… სანამ ავად არ გავხდი ” - დაწერა მან ინსტაგრამზე.

”COVID-19 არ არის ხანმოკლე დაავადება! და ეს მძიმეა. ”


image


სტუჟუკმა პოსტის ბოლოს მიაწერა, რომ მისი მდგომარეობა "სტაბილურია".

ერთი დღის შემდეგ, სტუჟუკის ყოფილმა მეუღლემ სოფია სტუჟუკმა, რომელთანაც მას სამი შვილი ჰყავს, ინსტაგრამზე დაწერა, რომ იგი გარდაიცვალა.


"დიმა ჩვენთან აღარ არის, მისმა გულმა ვერ გაუძლო"

image


"როგორც აღმოჩნდა, მას სუსტი გული ჰქონდა, მათ შორის მუდმივად დატვირთული ვარჯიშისგან. გული გაუჩერდა და სასწრაფოდ რეამინაციაში გადაიყვანეს .კლინიკური სიკვდილი და ერთი დღის შემდეგ ბიოლოგიური სიკვდილი დაფიქსირდა. COVID-19 განსაკუთრებით მძიმედ ურტყამს ასეთი დაავადებების მქონე ადამიანებს."-წერს ჟურნალისტი იური რომანენკო

0
298
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
298
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0