x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134037
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად, სპეციალურ ფასად, ემილი ბრონტეს „ქარიშხლიანი უღელტეხილი“ გამოვიდა
image


გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად ემილი ბრონტეს „ქარიშხლიანი უღელტეხილი“ გამოვიდა. წიგნის სპეციალური ფასია 8.50 ლარი, გაზეთთან ერთად - 10.00.


დები ბრონტეების შემოქმედებას ბევრი მკითხველი ჰყავს. ემილი ბრონ­ტეს წიგ­ნი "ქა­რიშ­ხლი­ა­ნი უღელ­ტე­ხი­ლი" ინ­გლი­სუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო ნი­მუ­შად არის მიჩ­ნე­უ­ლი. წიგ­ნი, თავდაპირველად, 1948 წელს, ემილის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, "Ellis Bell"-ის ფსევდონომით გამოქვეყნდა. რომანში იმდენად მწვავედ იყო დანახული საზოგადოებრივი პრობლემები, სისასტიკე, მკაცრი მენტალური მდგომარეობა, ფარისევლობა რელიგიაში, მორალი, სოციალური კლასები და გენდერული უთანასწორობა, რომ ბევრი კრიტიკოსის აზრით, წიგნი აუცილებლად კაცის დაწერილი უნდა ყოფილიყო. დიდ ნაწილს კი მწერლის სრულიად განსხვავებული წერის მანერა აოცებდა.
ემილი ბრონტეს გარდაცვალებიდან 2 წლის შემდეგ, მისი უფროსი დის, შარლოტა ბრონტეს შესწორებების შემდეგ ხელახლა, უკვე ემილი ბრონტეს ნამდვილი სახელითა და გვარით გამოიცა.


image



წიგ­ნის მთა­ვა­რი მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძალა სიყ­ვა­რუ­ლია ანუ მის­ტე­რია, რო­მე­ლიც უსას­რუ­ლოდ გრძელ­დე­ბა.


„ის ღამე როცა "ქა­რიშ­ხლი­ა­ნი უღელ­ტე­ხი­ლის" კი­თხვა და­ვი­წყე, კარ­გად მახ­სოვს და მგო­ნი, არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა. ასე­თი სუ­ლის­შემ­ძვრე­ლი ამ­ბა­ვი სიყ­ვა­რუ­ლის და სი­ძულ­ვი­ლის შე­სა­ხებ და ასე მკვეთ­რად და­წე­რი­ლი რო­მა­ნი არა­სო­დეს წა­მე­კი­თხა. სწო­რედ რომ მკვეთ­რად. ისიც კი ვი­ფიქ­რე, ეს ბრონ­ტე­ე­ბი ვინ ყო­ფი­ლან-მეთ­ქი", - ასე აფა­სებს აკა მორ­ჩი­ლა­ძე ამ რო­მანს.


„ქარიშხლიანი უღელტეხილის“ ათამდე კინოვერსია არსებობს. 1920 წლიდან, სხვადასხვა დროის ცნობილი მსახიობების მიერ, გოთიკური ჟანრის ეს რომანი არაერთხელ გაცოცხლდა ეკრანზე.



0
17
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
17
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0