x
image
ირინა მ.
Mediator image
საინტერესო ფაქტები ყველაზე და ყველაფერზე

image

იცოდით თუ არა, რომ:

1. ადამიანის სიზმრებზე ხასიათი მოქმედებს, რომელსაც შეუძლია სიზმარი სხვადასხვა ფერებში დაგვანახოს. ამ მიზეზით ადამიანთა 12 % ფერად სიზმრებს ვერ ნახულობს.

image

2. ადამიანი ერთადერთი არსება არ არის, ვისი თითის ანაბეჭდებიც უნიკალური ნახატით არის. კოალას თითის ბალიშები ნახატით ისე ჰგავს ჩვენსას, რომ ექსპერტიზის გარეშე ვერ გაარჩევთ. ძაღლებში ასეთ ინდივიდუალობის მარკას ცხვირის ანაბეჭდი ტოვებს.

image

3. კუჭ-ნაწლავის ტრაქტს თავისი ნერვული სისტემა გააჩნია, რომელზეც მნიშვნელოვნად მოქმედებს ადამიანის ემოციები. სწორედ ამიტომ, შიშები და სტრესები ანგრევს კუჭ-ნაწლავის სისტემას, იწვევს დარღვევებს, აუცილებელი ბიფიდობაქტერიების დისბალანსს და წყლულს.

image

4. სიტყვა "ბოიკოტი" წარმოსდგება ერთ-ერთი ლონდონელის, ჩარლზ ბოიკოტის გვარისგან, რომელმაც მხარი არ დაუჭირა გაფიცვას. იგი ეხებოდა მუშების უფლებებს სამართლიან რენტაზე. შედეგად, ჩარლზი განკვეთეს ეკლესიიდან და საზოგადოებიდან.


image

5. ჩიფსების არასტანდარტული შეფუთვის ავტორმა - ქიმიკოსმა ფ. ბორმა, ანდერძი დატოვა, რომ სიკვდილის შემდეგ მისი ფერფლი მოეთავსებინათ საკუთარ გამოგონებაში (ჩიფსების ყუთში), რომლითაც ძალიან ამაყობდა. მისი ანდერძი შესრულებულ იქნა.

image

6. 2050 წლის შემდეგ შოკოლადის კომპანიებს გაქრობა ემუქრებათ. მიზეზი–კაკაოს ხეები გადაშენების პირასაა გლობალური დათბობოს გამო.

image

7. ვატიკანის სახელმწიფო, რანდენიმე წელი ერთმანეთის მიყოლებით, ერთ-ერთი იყო მსოფლიოს ყველაზე კრიმინალურ სახელმწიფოებს შორის: აქ ერთი ათას მაცხოვრებელზე მოდიოდა ერთი ათასზე მეტი ქურდობა და მაქინაცია. ეს რა თქმა უნდა ტურიზმის ფართოდ განვითარებასთან იყო კავშირში.

image

8. პლანეტა დედამიწის მეცნიერები აცხადებენ, რომ მათ მიერ აღმოჩენილი ფიზიკისა და ქიმიის კანონები სამყაროს მხოლოდ 4 %-ზე ვრცელდება. ბნელი მატერია, რისგანაც სამყაროს უმეტესი ნაწილი შესდგება, ჯერ არ არის შესწავლილი.

image

9. ისეთი გაზის გიგანტებს, როგორებიცაა სატურნი და იუპიტერი, შეიძლება მზის სისტემის "როკფელერები" უწოდოთ: ძლიერი წნევის გამო, ნახშირბადი, რომელიც ამ პლანეტებზეა, კრისტალდება და ალმასის ლოდებად იქცევა.

image

10. შინაურ ცხოველებსაც შეიძლება ჰქონდეთ ალერგია თავის პატრონებზე: ადამიანებიც ხომ ისეთივე ალერგენების მატერებლები არიან, როგორც ცხოველები. ეს გამოიხატება დერმატიტით და ბეწვის გაცვენით.

image

11. კალიბრი არა მხოლოდ ყველაზე პატარა ჩიტია, რომლის ზომაც 7-დან 20 სანტიმეტრამდეა, არამედ იგი ფრთოსანთა ერთადერთი წარმომადგენელია, რომელსაც უკუმიმართულებით შეუძლია ფრენა.

image

12. დღეში 5 წუთის განმავლობაში სიმღერა, ადამიანს ეხმარება გადალახოს თავდაუჯერებლობა, განთავისუფლდეს დეპრესიისგან, შიშებისგან და სისხლძარღვების მდგომარეობაც კი გაიუმჯობესოს.

image

13. ყავისფერი თვალების მქონე ადამიანებს უფრო მკვეთრად გამოხატული სახის ნაკვთები აქვთ. ამიტომ მათდამი უფრო ადვილად განეწყობით სიმპატიით, ვიდრე ცისფერი თვალების მქონე ადამიანების მიმართ.

image

14. უსინათლო ადამიანები არ ავადდებიან შიზოფრენიით, რადგან ეს ორი ავადმყოფობა ერთმანეთს გამორიცხავს. სიყრუე კი პირიქით, პათოლოგიური ჰალუცინაციების წარმოშობის ალბათობას ზრდის.

image

15. სიტყვა "გაჯეტი" პირველად გამოიყენა აშშ-მა ატომური ბომბების "გაჯეტი", "პატარა" და "მსუქანა" სახელებში. სწორედ გაჯეტის ეს ორი ამხანაგი იქნა ჩამოგდებული 1945 წელს ხიროსიმაზე და ნაგასაკიზე.

image




ეს დაგაინტერესებთ:



# უნიკალური ლანდშაფტის მქონე მსოფლიოს დასახლებული ადგილები


# ადამიანები ზედმეტი სხეულის ნაწილებით


# პარიკი მელოტი დედოფლისთვის


# მსოფლიოში ყველაზე პატარა ციხეში სულ ორი საკანია


# უცნაური მეთოდები, რომლითაც ადამიანები მიცვალებულების საფლავებს იცავდნენ







0
478
5-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
478
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0