x
მეტი
  • 27.10.2020
  • სტატია:104393
  • ვიდეო:348148
  • სურათი:469000
სიმდიდრე თუ უბრალოება?

ბევრმა ძალიან კარგად იცის რა არის უბრალოება, რა იგულისხმება მასში ან თუნდაც როგორი ``ხილია`` ზოგისთვის ეს უბრალოდ სიტყვაა ან გამოუცდელი რომელსაც ჰაერში ნასროლი ბურთივით ახსენებს რეალურად კი მისი არსი, აზრი არ იცის.ვინც არ იცის უბრალო ადამიანობის ფასი, მაშინ ჯობს რომ აუცილებლად ისწავლოს რადგან ცხოვრება გაუჭირდება.არის ხოლმე ისეთი მოსაზრებები რომ მდიდარი და შედარებით დაბალი ფენა, საშუალო საზოგადოებისა ერთიმეორისაგან არ განსხვავდებიან ასე ამბობენ ხოლმე ყველა ადამიანიაო, რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება მდიდარი და ვინ ღარიბიო.ნამდვილად, ასეა ვეთანხმები ამ მოსაზრებას მეც ასე მიმაჩნია მაგრამ ამ შემთხვევაში მდიდარ ადამიანს სხვა აზრები უტრიალებს თავში, ჩვენნაირად არ აზროვნებს ანუ არა აქვს ის ღირებულებები თუ ფასეულობები ცხოვრებისადმი რაც მაგალითად ჩვენ გვაქვს.მისთვის ცხოვრება სხვა წესებითა და კანონებით არის შექმნილი.ერთურთის წესები განსხვავებულია...ყველა ადამიანი ბუნებით ერთია, თავისებური ხასიათის განსხვავებულობით.არავინ ამბობს, რომ ერთმანეთი უნდა განვასხვაოთ ეს არასწორი საქციელიც არის მე თუ მკითხავთ.უბრალოდ იმას ვიძახი, რომ მათ თვალში ყველაფერი ძვირფასი, ორიგინალი, ძვირადღირებული, ხარისხიანი, განსხვავებული, მოდური და თანამედროვეა.აქვთ იმის შესაძლებლობა, უნარი და ფული რომ შეუძინონ ის რაც ტრენდშია ან სულაც მოსწონთ.ისინი მისდევენ მოდას, აქვთ ძვირადღირებული ბრენდული ტანისამოსი, სუნამოები და აქსესუარები.მათი პრიორიტეტი მაღალი ხარისხი და" ბრენდულობაა"მაგრამ, არ გქონდეს ფული შეძლებ ასე მისდიო საუკუნეთა ცვლას, წლებთა ტენდეციებსა და მოდას? არა რა თქმა უნდა, ეს ყოველივე ფინანსებთანაა კავშირში და ჩვენ სად შეგვიძლია? ან გვაქვს ამდენის უნარი? არა, ამიტომ უბრალოებას ვირჩევთ რომელიც ბუნებისგან ბოძებული საჩუქარია.არ ვიცვამთ ძვირადღირებულ ტანისამოსს, არ მოვიხმართ ბრენდურ აქსესუარებს, არ მივდევთ მოდის ტენდეციებს...ვუყურებთ ფასს, რა ეს სამარცხვინოა? როცა არ გაქვს ადამიანს ბევრის შესაძლებლობა უნდა ნახო თუ რა ღირებულებისაა ესა თუ ის ნივთი და შემდეგ თუ გაქვს შესაბამისი რესურსი შეიძინო.ვირჩევთ შედარებით დაბალ ხარისხს, იარლიყზე ბრენდის სახელწოდება არ აწერია და ეს რამეს წყვეტს? მნიშვნელოვანი ფაქტორია იარლიყს ცნობილი ბრენდი ამშვენებდეს? არა რა თქმა უნდა, ეს უმნიშვნელო დეტალია რომელზეც დროის კარგვა არ ღირს.თუ მოგწონს, გიხდება, გემოვნებიანი, უცხო და ლამაზია მაშინ ჩათვალე, რომ ის არის შენი ტენდეცია, მოდა...ვფიქრობ, რომ მოდა ჩვენი გემოვნებით, მოხდენილობით, სილამაზით უნდა შევქმნათ და არა ბრენდებით.სიცოცხლეში ამაზე მეტად მნიშვნელოვანი რაღაცეები არსებობს რაც დროა ადამიანებმა დააფასონ, თვალი გაუსწორონ რეალობას და არ იცხოვრონ ზღაპარში.შეიძლება რაღაც პატარა დეტალმაც კი გვაჩუქოს სიხარული.თუნდაც გავუშვათ ცაში ფერად-ფერადი წყლის ჰაეროვანი ბუშტები, ვუყუროთ მათ სიმსუბუქესა და სილაღეს თუ როგორი ნელი მოძრაობით მიისწაფიან ცისკენ...ცხოველებთან დავამყაროთ სიყვარულით სავსე ურთიერთობა, ერთმანეთს ვაჩუქოთ პატარა მაგრამ დასამახსოვრებელი, სიმბოლური საჩუქრები არ გადაყვეთ ძვირფას და ძვირადღირებულს და მაინც და მაინც მოდას თუ ვერ ღალატობთ გირჩევთ, რომ აირჩიოთ უბრალოება ეს მოდიდან არასდროს გადადის, არ იცვითება უსასრულოდ გრძელდება და მეტ ბედნიერებას სძენს ადამიანებს.როცა ყველაფრისშექმნა შეგიძლია უმნიშვნელო დეტალებისგან ეს არის სრული თავისუფლება და არა ის რაც ბევრს ჰგონია.თავისუფალი, რომ იყო პირველყოვლისა ბუნებამ რაც გაჩუქა ის შესაძლებლობები უნდა გამოიყენო სცადო, მოსინჯო ან მოირგო ესა თუ ის როლი დ აბოლოს მიხვდე რომელია შენთვის განკუთვნილი პიჯაკი.ის პიჯაკი რომელიც შემდეგ მთელი ცხოვრება უნდა გეცვას და წარმოადგენდე რაიმე პროფესიის ადამიანს.ცხოვრებაც ხომ პროფესიაა, რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნები ან რანაირი მთავარი გულია, მნიშვნელოვანი ისაა როგორი გული გექნება და არა ის დღეს, რომ თეთრი შარვალი გეცვა, ხვალ აღარ უნდა გეცვას სხვა უნდა ჩაიცვა რათა ერთსადაიმავე ტანისამოსში არ გიხილონ.ერთი თბილი ჩახუტება და კოცნაც კი ბედნიერების მომტანია, ღიმილი კი სამყაროს პასუხი ყველა გაუცემელ კითხვაზე და ბოლოს შენ ირჩევ როგორი იყო, ეს შენი არჩევანი არავინ გადაწყვეტს შენს მაგივრად თუ ვინ იყოს მომავალში ან რა გააკეთოს...როცა ადამიანი იზრდება და უკევე იმ ასაკამდე მიდის, რომ გადაწყვიტოს თავისი ცხოვრება ადგება გზას სადაც გზაჯვარედინია ან ერთ მხარეს უნდა წავიდეს ან კიდევ მეორე გზა აირჩიოს ამ დროს მის გვერდით არავინ არის, მარტოსულია რადგან მხოლოდ მას შეუძლია გადაწყვეტილების მიღება ეს მალევე უნდა გააკეთო რადგან იცოდე საითკენ მიექანება შენი ფესვები. . .image

0
11
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე ბეჟიტაშვილი
სალომე ბეჟიტაშვილი
11
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0