x
მეტი
  • 26.11.2020
  • სტატია:105201
  • ვიდეო:348771
  • სურათი:470584
ხელშეკრულება აბატ გრანდიესა და ეშმაკს შორის
image


პარიზის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში ინახება მე-17 საუკუნის პირველი ნახევრით დათარიღებული დოკუმენტი, რომელიც გახლავთ ე.წ. ხელშეკრულება აბატ გრანდიესა და ეშმაკს შორის. ხელშეკრულებას ხელს აწერს თავად აბატი, ლუციფერი, ლევიათანი, ბელზებელი და რამდენიმე დემონი.


ეს დოკუმენტი გახლდათ ბრალდების დამამტკიცებელი არგუმენტი, აბატის წინააღმდეგ სასამართლოში, რომელიც ჩატარდა ქალაქ ლუდენში 1634 წელს. ტექსტი დაწერილია სარკის მეშვეობით მარჯვნიდან მარცხნივ.
საქმე იმაშია, რომ სინამდვილეში ასეთი შეთანხმებები იწერებოდა ინკვიზიტორების მიერ (ამიტომაც დოკუმენტების სტილი, შინაარსი პრაქტიკულად არ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან) და შემდეგ ხელს აწერდა ბრალდებული, ან არ აწერდა ხელს, აი ამ შემთხვევაში კი წამება გრძელდებოდა.


ეს შეთანხმება, ერთ-ერთი იშვიათი ორიგინალური ტექსტია, რომელმაც მოაღწია დღემდე. როგორც სასამართლოს სხდომის ოქმშია აღწერილი, თურმე ეს დოკუმენტი ერთ-ერთმა დემონმა მოიპარა ლუციფერის სამუშაო ოთახიდან და სასამართლოს მიაწოდა.


აბატი გრანდიე რამდენიმე დღე აწამეს, სპეციალური ხელსაწყოებით ყველა ძვალი დაუმსხვრიეს. აბატმა მაინც არ აღიარა ჯადოქრებთან კავშირი, ინკვიზიციამ მიუხედავად ამისა, ის დამნაშავედ ცნო და კოცონზე დაწვა.


image

0
109
3-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
Mediator image
109
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0