x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
დედოფლისწყაროში პედაგოგს კორონა დაუდგინდა, რის გამოც სკოლა იხურება
image


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამჯერად ინფექციის გავრცელება სოფელ სამრეკლოში მოხდა და ეს რაიონში მეათე დადასტურებული შემთხვევაა. ოფიციალური ინფორმაციით, ერთერთ პედაგოგს კორონავირუსი 18 ოქტომბერს დაუდასტურდა. ინფიცირებულია 45 წლამდე ქალბატონი.


დედოფლისწყაროს ტელევიზიის ინფორმაციით 19 ოქტომბრიდან სოფელ სამრეკლოს საჯარო სკოლა დაიხურება და სასწავლო პროცესი დისტანციურად გაგრძელდება. შეზღუდვა 26 ოქტომბრამდე იმოქმედებს.


დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრში დედოფლისწყაროს ტელევიზიას უთხრეს, რომ სავარაუდოდ პედაგოგი სატვირთო ავტომობილის მძღოლისგან დაინფიცირდა, რომელიც მისი მეუღლეა და სასომხეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.



„რისი პედაგოგია ვერ დავაკონკრეტებ, მაგრამ ვიცი, რომ იოლ ფორმებში აქვს ინფექცია. პედაგოგის მეუღლე მძღოლია და ახლახან სასომხეთში იყო წასული. იქედან საზღვარზე რომ გადმოვიდა, ტესტი ჩაუტარეს და კორონავირუსი აღმოაჩნდა. ახლა ეს მძღოლი მცხეთაშია. ეტყობა სანამ წავიდოდა იქამდე ჰქონდა ინფექცია და სახლში ყოფნისას მეუღლესაც გადაედო. ყველა სკოლაში ისედაც დაცულია რეგულაციები და ამ შენობაში აუცილებლად ჩატარდება სრული დეზინფექცია, “ - აცხადებს დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ეთერ ზურიკაშვილი.


ჯანდაცვის რაიონულ ცენტრში განმარტავენ რომ კოვიდინფიცირებულები თბილისში არ გადაუყვანიათ და ისინი ადგილზე, ბინაზე მკურნალობის კურსს გადიან. გთავაზობთ დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებას:


„გაცნობებთ, რომ დღეს 18 ოქტომბერს სოფელ სამრეკლოში მცხოვრებ ერთ ქალბატონს დაუდასტურდა კორონავირუსი (covid_19). ტესტირება ჩააუტარდა მისი ოჯახის დანარჩენ წევრებსაც და ამ ეტაპზე არიან ჯანმრთელები. ქალბატონი არის სკოლის პედაგოგი, კონტაქტი ქონდა სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგოებთან. ამიტომ სკოლას მიეცა რეკომენდაცია 26 ოქტომბრამდე განახორციელონ დისტანციური მეცადინეობები.


დანარჩენი covid_19-ით იფიცირებულებში არიან მსუბუქი სიმპტომატიკით და რჩებიან ბინაზე ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. მათი ოჯახის წევრები და ახლო კონტაქტები არის ყველა ტესტირებული და ამ ეტაპზე არიან ჯანმრთელები. დღეის მდგომარეობით თვითიზოლაციაში სულ არის 107 მოქალაქე და ისინი თავს გრძნობენ ჯანმრთელად.


P.S ეპიდ.სიტუაცია დედოფლისწყაროში კონტროლს ექვემდებარება. ნებისმიერ მოქალაქეს სწორი ინფორმაციის მისაღებად გირჩევთ გაეცნოთ ჩვენს ყოველდღიურ ინფორმაციას, “ - აღნიშნულია განცხადებაში.

.

სხვა დედოფლისწყაროელი კოვიდინფიცირებულების შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ დაწვრილები გაეცნოთ ამ ლინკზე:

0
179
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
179
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0