x
იესო ქრისტეს საიდუმლოებანი

თითოეულ ჩვენგანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც ექნება წაკითხული სახარება, ზოგისთვის კი ეს ყოველდღიურობას წარმოადგენს. კითხვისას, ყოველ ჯერზე რაღაც ახალს იგებთ და მაინც, თითქოს არ იცით ბევრი რამ. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ არცერთ სახარებაში არაფერია ნათქვამი ქრისტეს ცხოვრების თითქმის 18 წელზე, ეს უფრო მეტად მისტიურს და საინტერესოს ხდის ყველაფერს. და მაინც, რა ვიცით იესო ქრისტეს შესახებ? - თითქმის არაფერი. პერსონაჟები, რომელთა თანამედროვენიც თავად არ ვართ, ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევენ ჩვენში, განსაკუთრებით თუ ისინი რელიგიური სუბიექტები არიან. რელიგია ხომ თავის მხრივ ის თემაა, რომელსაც ვერასდროს ამოწურავ. იესო ქრისტეს ცხოვრება და პიროვნება ყოველთვის საინტერესო იყო სხვადასხვა ეპოქაში, რამაც უამრავი ჰიპოთეზა წარმოშვა მის შესახებ. რა არის თავად ჰიპოთეზა? - "ჰიპოთეზა ეს არც ჭეშმარიტებაა და არც სიცრუე, დასტურისა და აღიარების შემთხვევაში ჰიპოთეზა იქცევა ხოლმე მეცნიერულ ჭეშმარიტებად, ხოლო ის ჰიპოთეზა, რომელიც ვერ ჰპოვებს აღიარებას, ხდება მეცნიერული პრობლემა". ახლა გაგაცნობთ რამდენიმე ჰიპოთეზას ქრისტეს საიდუმლო ცხოვრების შესახებ. იქედან გამომდინარე, რომ არცერთ სახარებაში არ არის მინიშნება იმაზე როგორი ვიზუალი ჰქონდა ქრისტეს, ბუნებრივია, რომ პირველი კითხვა, რომელიც ყველა მორწმუნეს უჩნდება, არის როგორი იყო იესო? როგორ გამოიყურებოდა? მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ფრესკა არსებობს მხსნელის გამოსახულებით აზრი მაინც ორად იყოფა. ზოგან ის ქერა ცისფერთვალებიანია, ზოგან კი მუქი თმითა და ყავისფერი თვალებით. ბრიტანელმა ექსპერტმა, რიჩარდ ნივმა თანამედროვო კომპიუტერული ტექნოლოგიებითა და იმ ფაქტებზე დაყრდნობით, თუ როგორ გამოიყურებოდა ქრისტეს ეპოქის აღმოსავლური გარეგნომის მამაკაცი, შექმნა იესოს კომპიუტერული პორტრეტიimageდიდი ალბათობით დაახლოებით ასე გამოიყურებოდა იესო. თუ რა თქმა უნდა იგი იუდეველთა ეთნოსს მიეკუთვნებოდა. ეს კი ლეონარდო და ვინჩის მიერ შესრულებული ნახატი "სამყაროს მხსნელი" imageდამეთანხმებით, რომ ამ ორს არამარტო საერთო არ აქვთ არაფერი, არამედ ორი აბსოლუტურად სხვადასხვა პერსონაჟია. მაშ, რა არის მიზეზი ან როგორ შეიძლება ავხსნათ ეს? ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა ბორის საპუნოვმა ძირფესვიანად შეისწავლა ევანგელეები, რომლებიც დაწერილი იყო იმ ადამიანების მიერ ვინც ქრისტეს თანამედროვეები იყვნენ და პირადად იცნობდნენ მას, მოციქულები ლუკა, მათე, მარკო და იოანე. მან გამოიყენა ე.წ მოწმეთა ჩვენებათა თეორია, რომელიც კარგადაა ცნობილი იურისტ მკვლევართათვის. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. აღმოჩნდა, რომ იესო საკმაოდ მაღალი იყო, მაშინდელ ებრაელებთან შედარებით, დაახლოებით 175 სმ. მას ღია ფერის კანი და თმა ჰქონდა, ასევე ცისფერი, ღრმად ჩასმული თვალები, სწორი, ბერძნული ცხვირი. აქედან გამომდინარე ჩანს, რომ მისი გარეგნობა არ შეესაბამებოდა მის ნაციონალურობას. ამან წარმოშვა ეჭვი, იქნებ სულაც არ იყო ქრისტე იუდეველი. როგორც სახარებაშია აღწერილი, მას ხშირად მოიხსენიებენ როგორც გალილეველს, რადგან იქედან იყო წარმოშობით. იმ დროისათვის კი გალილეაში არ ცხოვრობდნენ იუდეველები, ეს ტერიტორია დასახლებული იყო შერეული ეთნოსით, რომელსაც წარმოადგენდნენ ბერძნები, არამეელები, ბაბილონელები და არაბები, მათი სასაუბრო ენას კი არამეული იყო. გალილეა საკმაოდ თვითმყოფად მხარედ ითვლებოდა, ისინი ღიად ეწინააღმდეგებოდნენ იუდეველთა კანონებს. იოანეს სახარებაში ვკითხულობთ ფაქტს, რომლის თანახმადაც, ჯვარზე გაკრული იესოს ირგვლივ მდგომმა იუდეველებმა ქრისტეს უკანასკნელი სიტყვები ვერ გაიგეს. იმდენად განსხვავდებოდა მათი ენები ერთმანეთისგან. დაზუსტებით იმის თქმა თუ რომელი ნაციონალობის იყო იესო რთულია, მაგრამ არ არის გამორიცხული, იგი ყოფილიყო ბერძენი ან ქალდეველი. იქნებ სულაც არცერთი და იგი იუდეველი იყო. მისი შეუსაბამო გარეგნობა მის ნაციონალურობასთან იმით აიხსნება, რომ მარიამ ღვთისმშობელი წარმომავლობით მეფე დავითის შთამომავალი იყო, ეს უკანასკნელი კი ბიბლიაში აღწერილია სწორედ, როგორც ქერა, ცისფერთვალება მწყემსი.
შემდეგი ჰიპოთეზა იესო ქრისტეს პირად ცხოვრებას ეხება. საერთო ქრისტიანულ სწავლევაში მიღებულია, რომ ქრისტეს არ ჰყავდა ცოლი და მთელი თავის ცხოვრება ასკეტურად გაატარა. მაგრამ... ჯერ კიდევ 1850 წელს დოქტორ კარლ რეინხარტის მიერ კაიროში ნაპოვნი იყო ე.წ მარიამ მაგდალინელის ევანგელე. სადაც ეწერა, რომ პეტრე მოციქულის თხოვნით, მარიამ მაგდალინელი მოწაფეებს გადასცემს ქრისტეს იმ სიტყვებს, რომლებიც არ იყო ცნობილი მათთვის. თუმცა, მოციქულები არასდროს დაიჯერებდნენ იმ ფაქტს, რომ იესო ყველასგან მალულად საუბრობდა "ქალთან". თუ რა თქმა უნდა ეს "ქალი" მისი მეუღლე არ იყო. რა იძლევა ამის თქმის საფუძველს? ძალიან ცოტა თუ აქცევს ყურადღებას იმ ფაქტს ახალ აღთქმაში, სადაც აღდგომის შემდეგ, პირველი ვინც იესო ნახა სწორედ მარიამ მაგდალინელი იყო. არამარტო ნახა, არამედი გაბედა და სცადა შეხებოდა. ერთი შეხედვით აქ უცნაური არაფერია, თუ დავუშვებთ იმ ფაქტს, რომ მაგდალინელი მისი ცოლი იყო. ისტორიულად, იმ ძველ დროში მხოლოდ ცოლს ჰქონდა უფლება ღიად გამოეხატა თვისი გრძნობები მამაკაცისადმი, შეხებოდა და ჩახუტებოდა. კიდევ ერთი ისტორიული ფაქტი. ყველა ვინც ისტორიაში ცოტაოდენ ერკვევა იცის, რაოდენ სისასტიკით გამოირჩეოდა ადრეული საუკუნეები. ქრისტეს თნამედროვე, იუდეველთა საზოგადოებაში არსებობდა ერთ-ერთი კანონი, რომლის თანახმადაც გასამართლებული და სიკვდილით დასჯილი ადამიანის დამარხვა იკრძალებოდა. მას ქუჩაში აგდებდნენ ცხოველებისა და ფრინველების საჯიჯგნად, რათა მათ მშობლებს დაენახათ, როგორი უკუღმართი შვილი გაზარდეს. მაგრამ ეს ხდებოდა იმ შემთხვევაში თუ მამაკაცი დაოჯახებული არ იყო. დაქოწინებულების შემთხვევაში სიტუაცია იცვლებოდა. სიკვდილის შემდეგ ცოლს უფლება ჰქონდა დაემარხა თავისი ქმარი. ეს ფაქტი იმით იხსნებოდა, რომ ცოლ-შვილი დამნაშავე არაა და ისინი არ იმსახურებენ ასეთი ტკივილის ხილვას. სახარების თანახმად, ქრისტე გამოქვაბულში დაკრძალეს და არ დაუტოვებიათ ქუჩაში. ასევე, მხოლოდ ცოლს ჰქონდა უფლება მისულიყო საფლავზე პირველი. გავიხსენოთ, ვინ იყო პირველი ვინც ქრისტე იხილა აღდგომის შემდეგ? -მარიამ მაგდალინელი. გარდა ამისა, იმავე საუკუნეების კანონმდებლობით მამაკაცი, მოწიფულ ასაკში თუ ქორწინებაში არ იმყოფებოდა ეს ცუდ ტონად ითვლებოდა და საზოგადოებაში უნდობლობასა და უპატივცებულობას იწვევდა. მის სიტყვასა და სწავლებას კი არავინ მიაქცევდა ყურადღებას. ქრისტე მიმდევართა ნაკლებობას არ განიცდიდა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ახალ აღთქმაში არ შესულა ფელიპეს ევანგელე, სადაც პირდაპირ არის ნათქვამი, რომ იესო მხოლოდ მარიამ მაგდალინელს კოცნიდა ტუჩებში, რაც მის მოსწავლეებს სულაც არ სიამოვნებდათ. 1945 წელს სამხრეთ ეგვიპტეში ნაგაა ჰამადში ნაპოვნი იყო უძველი ბიბლიოთეკა 13 წიგნით, საედანაც 52 ტექსტი პირველ საუკუნეს განეკუთვნებოდა. სწორედ აქ აღმოჩნდა ფამისა და ფელიპეს აკრძალული ევანგელე. ფელიპეს ევანგელე გახდა ყველაზე ადრეული მტკიცებულება იმის, რომ მარიამ მაგდალინელი არამარტო მოსწავლე, არამედ ქრისტეს საყვარელი ქალი იყო. მინიშნება ქრისტეს ქორწინებაზე შემორჩენილია ასევე ახალ აღთქმაში. ყველაზე მკაფიოდ ეს ფაქტი ჩანს მაშინ, როდესაც იესო სუფრასთნ ზის ლაზარეს სახლში. მარიამ მაგდალინელმა კი მას სუფთა, ძვირფასი მირონი აცხო ფეხთ და საკუთარი თმით შეამშრალა. ძველ იუდეველთა ტრადიციის თანახმად, ამ რიტუალის ჩატარება მხოლოდ კანონიერ ცოლს შეეძლო, უფრო მეტიც, ეს ჟესტი ქორწილის ერთ-ერთ რიტუალს წარმოადგენდა. ხოლო იოანეს სახარებაში აღწერილი "ქორწილი გალილეას კანაში" იესოს ქორწილის პირდაპირი აღწერაა.
მაგრამ, დროთა განმავლობაში, ეკლესიამ მარიამ მაგდალინელი იესოს ცოლიდან გზააბნეულ, მსუბუქი ყოფაქცევის ქალად აქცია. ჩნდება კითხვა-რატომ? ეს ორი მიზეზით შეიძლება მომხდარიყო. პირველი- მაგდალინელის გარეგნობის გამო. იგი წარმოშობით გალილეადან იყო, თავისუფალი ქალაქიდან, სადაც ქალს არ ეკრძალებოდა თმაგაშლილი, უთავსაბუროდ სიარული. მაშინ, როცა იუდაიზმში თმაგაშლილი სიარული აღვირახსნილობის სიმბოლოს წარმოადგენდა. სწორედ ამიტომ, ადრექრისტიანული ეპოქის ისტორიაში მარიამ მაგდალინელი, როგორც მსუბიქი ყოფაქცევის ქალი ისე შევიდა. როგორც ხვდებით მეორე მიზეზი შეიძლება ყოფილიყო საეკლესიო ბიუროკრატია, რომელსაც სულაც არ აძლევდა ხელს ფაქტი ქრისტეს დაქორწინებულობის შესახებ. რადგან, თუ არსებობს ცოლი ე.ი იქნებოდნენ ბავშვებიც. ამის შემდეგ კი როგორი ღმერთი იქნებოდა ის, თუ ეყოლებოდა მემკვიდრეები?! ამის გამოსწორებას ისინი ნამდვილად ვერ შეძლებდნენ.
სხვადასხვა მკვლევართა თანახმად, იესო ქრისტეს ნამდვილად ჰყავდა შვილები. ეს სენსაციური ჰიპოთეზა 1982 წელს, ისტორიკოსებმა მაიკლ ბეიჯმა და რიჩარდ ლიმ წამოაყენეს, რომელსაც საფუძვლად ედო ძველი ხელნაწერების მრავალწლიანი კვლევა. სწორედ ეს თეორია დაუდო შემდეგ საფუძვლად თავის რომანს "დავინჩის კოდს" დენ ბრიუნმა. საფრანგეთში, კუნძულ ალერონზე არსებობს მარიამ მაგდალინელის სახელობის კლესია, რომლის ვიტრაჟებზეც გამოსახულია თავად მაგდალინელი, თავისი ორი შვილით. რამდენი შვილი ჰყავდათ იესოსა და მარიამს ზუსტად არავინ იცის. თუმცა, ყველაზე ხშირად სხვადასხვა წყაროებში ნახსენებია ორი, ვაჟი იოსები და ქალიშვილი სარა.
და ბოლოს, საინტერესოა ისიც, რომ საუკუნეების განმავლობაში ნადგურდებოდა ყველა ის ხელნაწერი და ევანგელე, რომელიც არ შევიდა ახალ აღთქმაში და სადაც რაიმე მინიშნება მაინც იყო იესოს შთამომავლობაზე. ყველა კი ვისაც უკვე წაკითხული ჰქონდა ისინი, ერეტიკოსებად იყვნენ შერაცხულნი და სიკვდილით დასჯილნი.

3
1076
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:სოფია გიორგობიანი
სოფია გიორგობიანი
1076
  
13 ნოემბერი, 22:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

28 ოქტომბერი, 12:29
ეგ შენი ჰიპოთეზები შენი ოჯახის წევრებს გააცანი, მათ უკითხე დღე და ღამე, და მათ აუხსენი რომ ქრისტეს ცოლი და შვილები ყავდა, შენ შვილებს ასწავლე ის რაც ქრისტიანობაში არ გინახავს, არც რელიგიაში, მაგრამ ვიღAცის ჰიპოთეზები ბევრად საინერესოდ მიგაჩნია, ამ სტატიას ბევრი არ წაიკითხავს და რამდენი ადამიანსაც ჩააფიქრებ იმდენჯერ შენი დედა მოვყან ჰიპოთEზურად .
28 ოქტომბერი, 12:25
ქალბატონო სოფია, 1 ფაქტი მაინც გაქვთ წანაკითხი? 1 რამ რაც შეიძლება ამ ყველაფრის დაჯერების საფუძველს აძლევდეს ადამიანს, როცა წე მსგავს სტატიებს და რელიგიას ეხები, უნდა შეძლო და რაიმე დასაბუთებული, მაგალითად ნაწერები ძველი წიგნიდან დაურთო ხოლმე, არ მინდა რამე ცუდი გითხრათ და გაკადროთ, მაგრამ ამ სტატიიდან თუ რამე 1 თეთრი მაინც აიღო, არ შეგერგოს ! ვოლტერი წერა რომ ღმერთი რომ არ არსებობდეს, ჩვენ უნდა გამოგვეგონებინაო, შენ საიდან რა დედამ გაგზარდა ასეთ სტატიას რო აკოპირებ და ვიღAც ფანტაზიორის არგუმენტებს იშველიებ, დავინჩის კოდი და ასე შემდეგ. უბრალოდ ტეხავს ეხებოდა შენი ქვეყნის რელიგიას, ეხებოდეს სხვის რწმენას და იქ ყოველგვარი არგუმენტის გარეშე საუბრობდე იმ თემებზე , რომელიც მთელი შენი ჯიშ ჯილაგი ვერრ გაიგებს !!! არ იცის და ვერც ვერასდროს მიხვდება, ნეხვი ცუდი სიტყვა არაა და ნეხვად შეგერგოთ თითოეული თეთრი რომელიც ამ სტატიიდან მიიღოთ ყველამ !
0 1 3