x
image
მაია 24
დაბადების დღის "მაგია" - რა უნდა გავაკეთოთ 7 დღით ადრე და მომდევნო 12 დღეს, რომ მთელი წელი ბედნიერი ვიყოთ
image


დაბადების დღის აღნიშვნა ბევრ ადამიანს არ უყვარს. უფრო მეტიც შეიძლება ამ დღის მიმართ აგრესიაც კი ჰქონდეს, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ თქვენი დაბადების დღე თქვენი პირადი ახალი წელია. ამ დღეს მთელი წლის პროგრამა იწერება და როგორც შეხვდებით "ახალ წელს", ისეც გაატარებთ მომდევნო 12 თვეს. თუ აზრი შეგაცვლევინეთ, მოგვყევით - საინტერესო ინფორმაციები მოგიმზადეთ, რათა ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ბედნიერი გახდეთ. თუ თქვენს იუბილემდე დიდი დროა დარჩენილი, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, ახალი წლიდან დაიწყოთ 12 ჯადოსნური დღის აღნიშვნა, ან ჩინური ახალი წლიდან, ან სულაც ასტროლოგიური მნიშვნელოვანი დღეებიდან (ზამთრის ბუნიობა, დაახლოებით 21-22 დეკემბერი ან გაზაფხულის ბუნიობა - 21-22 მარტი). ერთი სიტყვით, წელიწადში რამდენიმე პერიოდია, როცა ცხოვრების საინტერესოდ დაწყების შანსი გეძლევათ.


დაბადების დღემდე ერთი კვირით ადრე, ზოგს ერთი თვით ადრე სირთულეები, დაძაბულობები ეწყება. ანუ ეს არის პერიოდი, როცა მთელი წლის განმავლობაში დაგროვილი უსიამოვნებების გამო, ახლა მოგეთხოვებათ პასუხი. ძალიან ბევრი გრძნობს ენერგიის ნაკლებობას. თუ ასეთი რამ ხშირად ხდება, ე.ი. ვიღაცას აბრაზებდით, აწყენინეთ, ისე არ იქცეოდით როგორც საჭირო იყო და ა.შ. საქმე ისაა, რომ დაბადების დღემდე თქვენი პირადი მზე შესუსტებულია, ამიტომ, მეტად იყავით მომართული დასვენებაზე, ნუ დახარჯავთ ზედმეტ ენერგიას. მნიშვნელოვანია დაბადების დღეები, როცა ადამიანი 33 ან 66 წლის ხდება. ეცადეთ, მეტად დაკვირვებული იყოთ, შეგიძლიათ მნიშვნელოვანი მომენტები ჩაიწეროთ კიდეც, მომავალში ცხოვრება რომ გაიმარტივოთ. ზოგიერთი დაბადების დღემდე მარხულობს, განმარტოვდება ან ქველმოქმედებას იწყებს (ფულით, ნივთებით). გირჩევთ, დაბადების დღეს და წინა დღესაც ჩაიტაროთ გამწმენდი პროცედურები, თუნდაც აბანოში წახვიდეთ. კონკრეტულად დაბადების დღეს კი გაღვიძებისთანავე შეიქმნათ პოზიტიური განწყობა. არანაირი სინანული, ცრემლები და უსიამოვნო ფრაზები.


მაშ ასე, ასტროლოგიურად დაბადების დღეს სოლარი ჰქვია. მთელი წლის განმავლობაში მზე წრეს აკეთებს, ზოდიაქოს 12-ვე ნიშანს მოივლის და სწორედ იმ დღეზე დგება, რომელშიც თქვენ დაიბადეთ. სწორედ ამ დღესაა თქვენი დაბადების დღე და იწყება თქვენი ახალი წელი. ძალიან მნიშვნელოვანია დაბადების დღის შემდეგი 12 დღე. თითოეული განსაკუთრებულ ენერგეტიკას შეიცავს და სასურველია, მათი გარკვეული წესებით გატარება, რადგან ეს 12 დღე შეესაბამება 12 თვეს და სასურველია, 12-ვე დღე გარკვეული წესების დაცვით გაატაროთ.


  • თუმცა, უნდა გითხრათ, რომ აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია დაბადების დღის წინა 7 დღეც:


აქ თითოეული დღე თითოეულ პლანეტას შეესაბამება და მათი გარკვეული თვისებები გვაქვს გასათვალისწინებელი. გადათვალეთ 7 დღე თქვენს დაბადების დღემდე. ბოლოდან პირველი არის მთვარის დღე. მას ორშაბათის დღის თვისებები გააჩნია. სასურველია, მიიზიდოთ მთვარის ენერგია. მთვარე არის ჩვენი თავი. ამიტომ იზრუნეთ საკუთარ თავზე, დაფიქრდი, ვინ გსურთ, რომ იყოს თქვენს გარემოცვაში, ან ვინ უნდა გაუშვათ თქვენი ცხოვრებიდან. ამ დღეს არ გეკრძალებათ სენტიმენტების გამოვლენა. უფრო მეტიც, შეგიძლიათ ფილმებსაც კი უყუროთ, რომლებიც ემოციებს (იცინოთ, იტიროთ) აღძრავენ თქვენში. თუ მოგინდებათ, შინ ჰარმონიული განწყობა შექმენით, რამე გემრიელი მოამზადეთ. გაუმასპინძლდეთ დედას. თუ ადრე გერიდებოდათ ახლობლებისთვის რაიმეს თხოვნა, დღეს შეგიძლიათ ითხოვოთ, რომ ახლობლებმა მეტი მზრუნველობა გამოავლინონ თქვენ მიმართ.


დაბადების დღემდე მეექვსე დღე მარსსა და პლუტონს შეესაბამება. იყავით მიზანსწრაფული, ზომიერად სპორტული, გაიწმინდეთ ორგანიზმი. ზოგიერთს მოეწონება მანქანის მართვა, სათევზაოდ ან სანადიროდ წასვლა. შეგიძლიათ დაიწყოთ რამეს კეთება (ხელსაქმე) იარაღებით. დაალაგოთ სახლი და გათავისუფლდეთ ძველი, უსარგებლო ნივთებისგან. იმ ადამიანებისგანაც, ვინც არ გჭირდებათ.


დაბადების დღემდე მეხუთე დღე მერკურს შეესაბამება. კარგი იქნება ახალი ადამიანების გაცნობა, ხელშეკრულებების გაფორმება, საჭირო ინფორმაციების მოძიება, ახლის შესწავლა. თუ დაბადების დღის აღნიშვნას აპირებთ, მოწვევა ახლობლებს ამ დღეს გაუგზავნეთ. მეტი დრო გაატარეთ შინაური ცხოველებთან ერთად, იზრუნეთ მათზე, შეგიძლიათ ზოოპარკსაც კი ესტუმოთ. არსებობს შემთხვევები, როცა დაბადების დღემდე ხუთი დღით ადრე ადამიანს საეჭვო საქმიანობაში, აფერაში ჩართვას სთავაზობენ. ეს ცდუნებაა და არჩევანი, რომელსაც გააკეთებთ, თქვენს მომავალზეც აისახება.


დაბადების დღემდე მეოთხე დღე პლანეტა იუპიტერის ენერგიას შეესაბამება. ამ დღეს აანთეთ სანთელი და მადლობა გადაუხადეთ სამყაროს ყველაფრისთვის (კარგიც და ცუდიც), რაც იყო თქვენს ცხოვრებაში. თუ საშუალება გაქვთ, ადამიანებს, ვინც მთელი წლის განმავლობაში კარგი გაგიკეთათ, პატარა საჩუქარი მოუმზადეთ. კარგია ქველმოქმედებაც, გაეცით ფული, ნივთები. დააკვირდით, ვინ გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში. ეს შეიძლება იყოს თქვენი მფარველი ან გურუ; დააკვირდით მის რჩევებსაც. ჩაეწერეთ სასწავლო კურსზე. კარგია ცურვა.


დაბადების დღემდე მესამე დღე პლანეტა ვენერას შეესაბამება. მოიწესრიგეთ საკუთარი თავი, შეიძინეთ პროდუქტები, სამოსი. დაესწარით კულტურულ ღონისძიებებს. ერთი სიტყვით, ლამაზი მოგონებებით დაიტვირთეთ თავი.


დაბადების დღემდე მეორე დღე სატურნს შეესაბამდება. კარგია ამ დღეს დიეტის დაცვა ან განტვირთვის დღის მოწყობა. არ თქვათ ცუდი სიტყვები, სასურველია, შეამციროთ შეხვედრები. მოაწესრიგეთ პირადი ნივთები. სატურნი შაბათის დღეს შეესაბამება და გაიხსენეთ ებრაელები, რომლებიც ამ დღეს ისვენებენ და ასკეტურად ატარებენ. გადახედეთ და გააანალიზეთ ჩავლილი წელი. ჩამოწერეთ სამომავლო საქმეები და გეგმები, რაც გსურთ, რომ მომდევნო წელს განახორციელოთ. ძველად სატურნს გამოსახავდნენ როგორც ცელიან არსებას, ჰოდა, დაუმტკიცეთ სიკვდილს, რომ ცხოვრებაში კიდევ უამრავი გეგმა გაქვთ შესასრულებელი და არც კი გამოიხედოს თქვენკენ. თუმცა, შეგიძლიათ აანთოთ სანთელი და მადლობა გადაუხადთ თქვენს წინაპრებს, რომლებიც ლოცულობენ ამქვეყნად თქვენს კეთილდღეობაზე. ამ დღეს შეგიძლიათ იტიროც კიდეც, გაიწმინდოთ (სულიერად და ფიზიკურად), რათა დაბადების დღეს უკვე სუფთა შეხვდეთ.


დაბადების დღე - მზის დაბრუნება. თუ იცით თქვენი დაბადების მომენტში რომელ გრადუსში იმყოფებოდა მზე და სოლარს გააკეთებთ, ნახეთ, რომელ საათზე დგება თქვენი დაბადების დღე და ამ საათზე კარგია ლოცვა, მედიტაცია. არ გირჩევთ დაბადების დღეს ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე, ძალიან ბევრმა იცის დაბადების დღეზე სასაფლაოზე (მშობლების, შვილების) გასვლა. არავითარ შემთხვევაში! წინა დღეს მოიხსენიეთ თქვენი გარდაცვლილი ადამიანები და არავითარ შემთხვევაში დაბადების დღეს. აგრეთვე მოერიდეთ ამ დღეს პანაშვიდსა და დაკრძალვაზე წასვლას.


  • დაბადების დღიდან მომდევნო 12 დღე არანაკლებ მნიშვნელოვანია და თითოეულს თავისი დატვირთვა აქვს:

დაბადების დღიდან პირველი დღე (ანუ პირველი დღე არის ნულოვანი) შეესაბამება ვერძის, პირველი სახლის ენერგიას. გირჩევთ დაიწყოთ ახალი საქმე (ბლოგის წერა, დიეტა, პროექტი და ა.შ.), რომელსაც მთელი წელი განახორციელებთ. თქვენ თამამად უნდა გადადგათ პირველი ნაბიჯი. იმოქმედეთ საკუთარი გონებით. გააკეთეთ ის, რაც თქვენ გსურთ და როგორც მიგაჩნიათ საჭიროდ. რათა მთელი წელი იყოთ ლიდერი და არა სხვებით მართული. ნუ დაგეგმავთ ამ დღეს დიდ წვეულებას, არ გადატვირთოთ ორგანიზმი. თუმცა, ახლობლებს ტკბილეულობითა და გემრიელობით შეგიძლიათ გაუმასპინძლდეთ. მოერიდეთ ეგოიზმის გამოვლენას, ახლობლების დაჩაგვრას.


დაბადების დღიდან მეორე დღე შეესაბამება კუროს და მეორე სახლს - ფული, რესურსები. არ გირჩევთ ამ დღეს ფულის უაზროდ ხარჯვას. სასურველი იქნება საჩუქრად ფული მიიღოთ ან შეგიძლიათ, საკუთარ თავს ანგარიშზე ტერმინალიდან გარკვეული თანხა გადაურიცხოთ, თუნდაც 5 ლარი. ეცადეთ, არც ამ დღეს გადატვირთოთ ორგანიზმი საკვებითა და ალკოჰოლით. რადგან მთელი წელი არ იყოთ მობილიზებული ჭამაზე და არ მოიმატოთ წონაში. დაგეგმეთ თქვენი საქმეები და გეგმები, რაც ფულს მოგიტანთ.


დაბადების დღიდან მესამე დღე შეესაბამება ტყუპს და მესამე სახლს. ეს არის მეგობრებთან, და-ძმებთან შეხვედრის, ლაპარაკისა და მიმოწერის დღე. აკონტროლეთ სიტყვები. არც ამ დღეს გირჩევთ ალკოჰოლის მიღებას, რადგან ნასვამმა არ გათქვათ გეგმები, იდეები. სასურველია, შეხვდეთ თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებს, კარგი დღეა სწავლის დასაწყებად, წიგნის წასაკითხად. მოერიდეთ დაუფიქრებელი გადაწყვეტილების მიღებას, აჩქარებას დოკუმენტების გაფორმებისას. ჭორების გავრცელებას და ლაქლაქს.


დაბადების დღიდან მეოთხე დღე შეესაბამება კირჩხიბს და მეოთხე სახლს. სადღესასწაულო სუფრა უმჯობესია შინ გაშალოთ და შეკრიბოთ ნათესავები, უმასპინძლეთ მეგობრებს. გაიხსენეთ ამქვეყნიდან წასული წინაპრები. იყავით მომთმენი, ნუ აჩქარდებითი და ნუ იქნებით აგრესიული. თუ დღეს იჩხუბებთ, მთელი წელი უსიამოვნებაში გაატარებთ. სასურველია, ეს დღე შინ გაატაროთ, თუ დიდი სუფრის გაშლას არ აპირებთ, ტკბილეული მაინც დადეთ მაგიდაზე, ამგვარად პატივს მიაგებთ წინაპრებს, ვისი ლოცვაც მთელი წელი გაგყვებათ. მოერიდეთ სახლის შეურაცხყოფას, კონფლიქტს ოჯახის წევრებთან (მშობლებთან, შვილებთან).


დაბადების დღიდან მეხუთე დღე შეესაბამება ლომს და მეხუთე სახლს. ეს არის სიყვარულის, გართობის, შემოქმედების დღე. გაატარეთ მეტი დრო ბავშვებთან ერთად. სექსი ამ დღეს აკრძალული არაა, მაგრამ ენერგეტიკაზე ცუდად მოქმედებს. მოერიდეთ აზარტს, ლატარიას და ფულზე თამაშს, ნუ ჩაიხედებით სხვის საფულეში საკუთარი კეთილდღეობისთვის. თუ მარტოხელა ხართ, წარმოიდგინეთ (უმჯობესია დაწეროთ), როგორი ადამიანი გსურთ მეწყვილედ და ძალიან მალე ის გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში.


დაბადების დღიდან მეექვსე დღე შეესაბამება ქალწულს და მეექვსე სახლს. აკეთეთ ყოველდღიური საქმეები, იზრუნეთ ჯანმრთელობაზე. კარგ შედეგს მოგიტანთ ინსტრუმენტებით მუშაობა. თუ დასვენების დღე გაქვთ, საოჯახო ვალდებულებები შეასრულეთ. სამსახურში თუ ხელმძღვანელ თანამდებობაზე ხართ, მოერიდეთ ბრძანებების გაცემას, დაქვემდებარებულმა კი არ შეასრულოთ მითითებები, რადგან მთელ წელს სხვის დაქვემდებარებაში მოგიწევთ ყოფნა. დაფიქრდით, რისი გაკეთება გსურთ, რა სფეროში ისურვებდით მუშაობას. სწორედ ამ დღეს შეიძლება მიიღოთ საინტერესო საქმიანი შემოთავაზება. ნუ მიეძალებით ალკოჰოლს. გათავისუფლდით მავნე ჩვევებისა და დამოკიდებულებებისგან. სწორად გატარებული მეექვსე დღე მტკიცე ჯანმრთელობას გპირდებათ.


დაბადების დღიდან მეშვიდე დღე შეესაბამება სასწორს და მეშვიდე სახლს. ეს არის პარტნიორობის დღე. იყავით მზრუნველი საყვარელი ადამიანის, ხოლო საქმიანი პარტნიორის მიმართ - კეთილგანწყობილი, დიპლომატიური. არ გირჩევთ ეჭვიანობას. გაატარეთ ეს დრო თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად, მაგრამ ნუ ეცდებით მათთით მანიპულირებას, ნუ დაადანაშაულებთ მათ საკუთარ უიღბლობაში. თუ ეძებთ პარტნიორს (საქმიანს ან სასიყვარულოს), ჩამოწერეთ ყველა ის თვისება და ხასიათის შტრიხები, რაც უნდა ახასიათებდეს. ამ დღეს სახლიდან ძალიან შორს ნუ გაემგზავრებით. ნურც ორგანიზმს გადატვირთავთ მავნე საკვებითა და ალკოჰოლით. ნუ აჰყვებით ინსტინქტებს, მოერიდეთ აჩქარებას.


დაბადების დღიდან მერვე დღე შეესაბამება მორიელს და მერვე სახლს. ეს არის საფრთხილო, კრიზისის დღე. მოერიდეთ ექსტრიმს (სპორტშიც) და აზარტს. იყავით მეტად გააზრებული. შეიარეთ ბანკში, თუნდაც ისე, რადგან ბანკში არის ფულის ენერგია, მერვე დღე კი დიდი ფულის ენერგიაა. დაიმუხტეთ ამ ენერგიით, რომ მთელი წელი ფული ულევად გქონდეთ. მშვიდ გარემოში გაატარეთ ეს დღე. ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს. არ გირჩევთ ფიზიკურ გადატვირთვას. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს. სამაგიეროდ, კარგია ვალებისა და კრედიტების დაფარვა.


დაბადების დღიდან მეცხრე დღე შეესაბამება მშვილდოსანს და მეცხრე სახლს. ცოდნისა და რელიგიის დღეა. აუცილებლად შედით ტაძარში, დაიმუხტეთ პოზიტიური ენერგიით. აუნთეთ სანთელი თქვენს წინაპრებს და მადლობა გადაუხადეთ, ყველაფერისთვის, რაც ახლა გაქვთ. არავის ასწავლოთ ჭკუა, არავის მოახვიოთ საკუთარი აზრი. განსაკუთრებით, პოლიტიკურ და რელიგიურ საკითხებზე. მოერიდეთ ბილწსიტყვაობას, კანონის დარღვევას. კარგია სამეცნიერო წიგნების კითხვა. ამ დღეს არ გირჩევთ უცხოური ნივთების შეძენას. სწორად გატარებული დღე მთელი წლის განმავლობაში მიიღებთ საჭირო ცოდნას და გამოიყენებთ თქვენს ცოდნას თქვენთვის სასარგებლოდ.


დაბადების დღიდან მეათე დღე შეესაბამება თხის რქას და მეათე სახლს. კარიერული მიღწევების, ამბიციების დღეა. ნუ იქნებით მბრძანებელი, არავის მიუთითოთ, რა გააკეთოს, თუ გსურთ, რომ რამე თქვენ გაგიკეთონ, ითხოვეთ (რა თანამდებობაზეც არ უნდა იყოთ). თავად კი შეგიძლიათ გააკეთოთ ის, რასაც მოგთხოვენ. ნუ აიცილებთ პასუხისმგებლობას, ნურც საკუთარ საქმეებს გააკეთებინებთ სხვას. იყავით მიზანმიმართული, ჩამოწერეთ, რისი მიღწევა გსურთ უახლოეს მომავალში. სამსახურის საქმეების პარალელურად ნუ დაივიწყებთ ოჯახს.


დაბადების დღიდან მეთერთმეტე დღე შეესაბამება მერწყულს და მეთერთმეტე სახლს. სხვათა შორის ამ დღესაც შეიძლება დაბადების დღის აღნიშვნა. შეკრიბეთ მეგობრები. თუმცა, ნუ შეიძენთ ახალ სამოსს, ნივთებს, თვისებებს. ურთიერთობების დროს მოისმინეთ, რას გეუბნებიან სხვები, ყური დაუგდეთ რჩევებს. გაწევრიანდით საერთო ინტერესის მქონე ჯგუფებში. ამ დღეს კარგია დაწყებული საქმეების დასრულება. სწორად გატარებული ეს დღე მთელი წლის განმავლობაში საშუალებას მოგცემთ, რთული ვალდებულებებიც კი მარტივად შეასრულოთ.


დაბადების დღიდან მეთორმეტე დღე შეესაბამება თევზებს და მეთორმეტე სახლს. ნურაფრის გეშინიათ, არც საკუთარი კომპლექსები გააფეტიშოთ. გამოთქვით თქვენი აზრი თამამად, ჩაიცვით ის, რაც გსურთ, დაივიწყეთ "რას იტყვის ხალხი". ნუ გეშინიათ. არ მიაქციოთ ყურადღება ცრურწმენებს. არ გახდეთ სხვისი ტყუილების მსხვერპლი. თავადაც ეცადეთ, არავინ მოატყუოთ, არ გასცეთ დაპირებები. განსაკუთრებით, შეუსრულებელი. უმჯობესია, ამ დღეს განმარტოვდეთ, ჩაუღრმავდეთ საკუთარ თავს. თამამად მიიღეთ გადაწყვეტილებები. თუმცა, ნუ გაეხვევით საეჭვო პროექტებში, ჩახლართულ საქმეებში.



ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 24

0
837
1-ს მოსწონს
ავტორი:მაია 24
მაია 24
837
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0