x
მეტი
  • 24.10.2020
  • სტატია:104323
  • ვიდეო:348106
  • სურათი:468919
ფინეთის ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრის თამამმა ფოტომ სკანდალი გამოიწვია

რამდენიმე დღის წინ ფინეთის 34 წლის პრემიერ-მინისტრის სანა მარინის ახალმა ფოტომ დიდი სკანდალი გამოიწვია. ყველაფერი კი ჟურნალ Trendi სთვის გადაღებული ფოტოებით დაიწყო. ფოტოში მარინი შავი დეკოლტიანი პიჯაკით პოზირებს, რომელიც შიშველ სხეულზე აცვია, დეკოლტეზე აქცენტს ასევე ვინტაჟური Kalevala -ს ყელსაბამიც აკეთებს.image


ფოტოსურათებმა ინტერნეტ სივრცეში კრიტიკა გამოიწვია, ერთმა ნაწილმა ჩათვალა, რომ ამდაგვარი თამამი ფოტოსურათები პრემიერ-მინისტრს არ შეშვენის და მას უბრალოდ არ აქვს უფლება ჟურნალის გარეკანზე გამოჩნდეს “ნახევრადშიშველი".

მეორე ნაწილმა კი პირიქით, მხარი დაუჭირა სანა მარინს და სოლიდარობის მიზნით ე. წ. ფლეშმობიც მოეწყო ინტერნეტ სივრცეში, სადაც ქალები, კაცები და მათი ძაღლებიც კი პიჯაკებით პოზირებდნენ შიშველ ტანზე.image

სანა მარინი ფინეთის პრემიერ-მინისტრი წინა წელს გახდა, და ისტორიაშიც შევიდა, როგორც ყველაზე ახალგაზრდა დანიშნული პრემიერ-მინისტრი მსოფლიოში.image

1
82
3-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
82
  
18 ოქტომბერი, 16:04
ვაუჰმეე ეს რა ჩაუდენია უსინდისო
0 1 1