x
მეტი
  • 27.10.2020
  • სტატია:104393
  • ვიდეო:348148
  • სურათი:469000
ამერიკელმა პოლიციელებმა პლაჟზე დააკავეს ახალგაზრდა ქალი მეტისმეტად თამამი ბიკინის გამო

image ქსელში გამოჩნდა ვიდეო, სადაც გარკვევით ჩანს თუ როგორ გაჰყავთ პოლიციელებს ახალგაზრდა ქალი პლაჟიდან, გოგო შესაშური სხეულის ფორმების გამო მოხვდა ერთერთი დამსვენებლის ყურადღების ცენტრში და მან გამოიძახა პოლიცია.
შური ხშირად ადამიანს ათასგვარ სისაძაგლეს აკეთებინებს, მაგრამ პოლიცია გამოიძახო იმ მიზეზით გოგოს თამამი ფორმის ბიკინი აცვიაო დამეთანხმებით ნამეტანია მით უფრო ამერიკის შეერთებულ შტატებში რომლის კონსტიტუცია "ღაღადებს"-აუცილებელია დაცული იყოს თითოეული მოქალაქის უფლებები.
სემ პანდუ დააკავეს ქალაქ მირტლ-ბიჩში კალიფორნიის შტატში, "შეუფერებლად ჩაცმის" გამო.
ერთერთ დამსვენებელს აშკარად არ მოეწონა გოგონას ბიკინები ან სულაც მისი მშვენიერი სხეულის ფორმა და დაუყოვნებლივ გამოიძახა პოლიცია.
ვიდეოში ჩანს თუ როგორ ადებენ ხელბორკილს ახალგაზრდა ქალს და უხსნიან დაკავების მიზეზსაც, გოგო კი ყოველივე ამას მშვიდად ხვდება, არანაირ წინააღმდეგობას არ უწევს პოლიციელებს, მეტიც სახეზე ღიმილით უსმენს მათ.
სემი პოლიციამ პლაჟიდან გაიყვანა, გაყვანის შემდეგ კი მალევე გაანთავისუფლეს, თან გააფრთხილეს იგივე ბიკინებით არ გასულიყო პლაჟზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ასე ადვილად ვერ გამოვიდოდა სიტუაციიდან და მას მოუწევდა სასამართლოს წინაშე წადგომა.
თავად სემიმ კი მისი დაკავების მიზეზი ასე ახსნა: "ჩემს გვერდით მყოფმა ქალმა საკუთარ ქალიშვილს ჩემსკენ მიუთითა და უთხრა: აი ასე უნდა გამოიყურებოდე და ასე უნდა ჩაიცვა, რომ გაგაუპატიურონ ანუ დედამ დააშინა შვილი, თუ რა ელოდა მას თუ სემივით ჩაიცვამდა.
ამის შემდეგ ქალმა სადღაც დარეკა, მაგრამ მე არ მიფიქრია, რომ ის პოლიციაში რეკავდა"-განაცხადა მან.
სემს უკვირს ასეთი აბსურდული მიზეზით რატომ უნდა გაეყვანა ის პოლიციას პლაჟიდან.
სემი პროფესიონალი აკრობატია და მისი სხეულის კარგი ფორმა ალბათ მუდმივი ვარჯიშის დამსახურებაა.
imageimageimageimage



0
156
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
156