x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მაყურებლებმა გადაარჩინეს გეიმერი,რომელსაც პირდაპირ ეთერში პისტოლეტიანი მძარცველი შეუვარდა(ვიდეო)
imageრომ არა ყურადღებიანი მაყურებელი, ამბავი ტრაგიკულად შეიძლება დასრულებულიყო.



25 წლის გილერმე მენეზესი, რომელიც სოციალურ ქსელში Guixxm– ის სახელით არის ცნობილი, თამაშის დროს პირდაპირ ეთერში მაუწყებლობდა. სანამ მისი პერსონაჟი თამაშში ანიმაციური იარაღით დარბოდა, მის სახლში ნამდვილი მძარცველი შემოიჭრა.

შემთხვევა ბრაზილიაში, გუარუჯას მუნიციპალიტეტში მოხდა. კადრებში ჩანს, თუ როგორ ადებს მძარცველი ბიჭს თავზე და აცლის ყურსასმენებს.



"რადგან თამაში ჩემი სამუშაოა და მასში ფულს მიხდიან, ამ დროს ყოველთვის ყურადღებიანი და კონცენტრირებული ვარ. ამიტომ, თავდასხმა მხოლოდ მაშინ შევამჩნიე, როდესაც თავში პისტოლეტი მომარტყა. თავიდან ისიც კი მეგონა, რომ ოჯახის რომელიმე წევრი მეხუმრებოდა, მაგრამ შემდეგ სხვისი სახე დავინახე."-გილერმე მენეზი


როდესაც გილერმე სხვა ოთახში გაიყვანეს, მან დაინახა, რომ ბოროტმოქმედებს მთელი მისი ოჯახი შეპყრობილი ჰყავდათ. პისტოლეტიან ბანდიტს მაჩეტით შეაიარაღებული პარტნიორი ჰყავდა.


კრიმინალებმა დაიწყეს ძვირფასი ნივთების შეგროვება, მაგრამ მოულოდნელად პოლიცია გამოჩნდა. ერთ-ერთმა მომხმარებელმა, რომელიც ონლაინ ჩართვას უყურებდა, იცოდა სად ცხოვრობდა გეიმერი და საშინელი ინციდენტის შესახებ შეატყობინა სამართალდამცავებს.


თუმცა პოლიციელებმა მხოლოდ ერთი ბოროტმოქმედის დაკავება შეძლეს, მეორემ გაქცევა მოახერხა, მიმდინაროებს ძებნა.გეიმერმა კი მადლობა მოუხადა ყურადღებიან მაყურებელს, რომელმაც მისი ის და მისი ოჯახი დიდ საფრთხისგან იხსნა.


"მეგობრებო, თქვენ იხსენით ჩემი და ჩემი ოჯახის სიცოცხლე. თქვენი ეთერში ყოფნის წყალობით, პოლიციამ მოახერხა შუა ძარცვის დროს მოსვლა . მადლობა, კარგად ვართ და ვცდილობთ გავაცნობიეროთ რა მოხდა"

0
67
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
67
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0