x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
12 მოდური სამოსი, რომელიც სინამდვილეში ძალიან არაკომფორტულია
imageზოგჯერ არაკომფორტული და მოუხერხებელი ტანსაცმელი მოდური ხდება. ეს ასე იყო დიდი ხნის განმავლობაში, გაიხსენეთ კორსეტები, პარიკები, კრინოლინის კაბები. უცნაურია, რომ არაკომფორტულობის მიუხედავად, ადამიანები მაინც აქტიურად მისდევენ მოდურ ტრენდებს.


მონეტას ყოველთვის ორი მხარე აქვს; სტატიაში გაჩვენებთ ტანსაცმელს, რომელიც პოდიუმზე კარგად გამოიყურება, რეალურ ცხოვრებაში კი - სულაც არა.






1. აბრეშუმის კოსტიუმი

აბრეშუმი ძალიან რთულად მოსავლელი ქსოვილია, რომელსაც სათანადო გარეცხვა, გაშრობა და დაუთოება სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მარტივად დაკარგავს შესახედაობას. ამას გარდა, აბრეშუმის კოსტუმი სინათლეს ირეკლავს, რამაც შეიძლება თქვენი სხეული არც ისე ლამაზად წარმოაჩინოს.

image






2. ველოსიპედისტის შორტები


ზოგი ფიქრობს, ეს ტრენდი სასაცილოა, სხვები კი გიჟდებიან მასზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ვერ გავექცევით ფაქტს, რომ ველოსიპედისტის შორტები გამხდარ და მაღალ გოგონებს უხდებათ. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს შორტები ვიზუალურად აპატარავებს ფეხებს, ამსხვილებს ბარძაყებს და საერთოდ, ძალიან მჭიდროა.

image






3. ზამთრის კომბინიზონები

გლამურული პერის ჰილტონი და მოდური გვენ სტეფანიც კი პრაქტიკულსა და გამოყენებად სამოსს ანიჭებენ უპირატესობას. მართალია, ზამთრის მთლიანი კომბინიზონი ძალიან ლამაზია, მაგრამ ყოველდღიური გამოყენებისთვის ძალიან არაკომფორტულია. გარდა ამისა, იძულებული ხართ, მთლიანი ტანისამოსი გარეცხოთ ხშირად, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც წესი, ქვედა ნაწილი უფრო ისვრება.

image






4.ღია ფერის ზამშის ფეხსაცმელები

თუ ღია ფერის ზამშის ფეხსაცმლის ყიდვას გადაწყვეტთ, იცოდეთ, რომ მას კარგად უნდა მოუაროთ. ის ბევრად უფრო მალე ჭუჭყიანდება, ვიდრე მუქი ფერის მოდელი და ხშირ წმენდას მოითხოვს. გაითვალისწინეთ, რომ ერთ პატარა ლაქასაც შეუძლია ასეთი ფეხსაცმლის ვიზუალის გაფუჭება.

image






5. გამჭვირვალე ჩანთა

ერთი შეხედვით, ასეთი ჩანთა შთამბეჭდავი და უნიკალური ჩანს, მაგრამ არც ისე კომფორტული აქსესუარია. მან შეიძლება ქურდებისა და მძარცველების ყურადღება მიიპყროს ან უბრალო გამვლელებმა ნახონ ისეთი ნივთები, რაც მათი საქმე არაა. ქალის ჩანთის "შიგთავსი" მისტიური უნდა იყოს.

image






6. პიჟამოსებრი შარვალ-კოსტუმი

უჩვეულო ტრენდი მოდიდან არ გასულა, უბრალოდ, შეიცვალა ფორმა, ქსოვილი და ფერი. პოდიუმზე ხშირად შეხვდებით პიჟამოსებრ შარვალ-კოსტუმს, რომელშიც იმ ადამიანს დაემსგავსებით, ვინც ეს-ესაა გამოფხიზლდა ძილიდან.

image






7. ღამის პერანგის მსგავსი კაბა

ეს კაბა ბევრ მოდის მიმდევარს მოსწონს, თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ მასში სხეულის ყველა ნაკვთი ადვილი შესამჩნევია. ამას გარდა, რთულია კაბის შიგნით ჩასაცმელად სწორი თეთრეულის შერჩევა.

image






8. პლასტიკის ჩექმები

მასალა, რომლითაც ასეთი ფეხსაცმელია შექმნილი, 100%-ით ჰაერგაუმტარია. ამის მიუხედავად თუ მაინც გადაწყვეტთ მის შეძენას, გაითვალისწინეთ, რომ პედიკური ყოველთვის წესრიგში უნდა გქონდეთ. გაოფლილი ფეხების გარდა, ასეთმა ფეხსაცმელმა შესაძლოა მაზოლები და ჩალუჯებებიც გაგიჩინოთ.

image






9. ლაბადა

უფორმობის გამო ლაბადა კარგად ფარავს სხეულის ნაწილებს, რომელთა გამოჩენა ქალებს არ სურთ. თუმცა, ამავე დროს, ის სხეულსაც უფორმოს აჩენს. ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, ის ცივი ამინდისგან დაცვაშიც არ გეხმარებათ.

image






10. კოსტუმი შორტებთან

მუხლებამდე შორტები ფეხებს ვიზუალურად აპატარავებს, ასე რომ, კარგი იდეა სულაც არაა დაბალი გოგონებისთვის. გარდა ამისა, ის არც ისე კომფორტული არჩევანია - ზაფხულში დაგცხებათ, ზამთარში კი შეგცივდებათ. შეიძლება, ასეთი კოსტუმი სამსახურისთვისაც შეუფერებელი იყოს.

image






11. ღიაცხვირიანი მაღალყელიანი ჩექმა

ღიაცხვირიანი მაღალყელიანი ჩექმა ლამაზად მხოლოდ მოდურ ჩვენებებზე გამოიყურება. სინამდვილეში, ის ძალიან არაკომფორტული სატარებელია. ცივ ამინდში, თბილ კურტკასთან ის ულამაზოა, ზაფხულში კი, ყელის გამო, დაგცხებათ.

image






12. საცურაო კოსტუმი ბევრი შესაკრავებით

საცურაო კოსტუმი ბევრი შესაკრავით პოდიუმზე ისეთივე პოპულარულია, როგორიც ჩვეულებრივი ბიკინი. თუმცა, ის მეტად შესაფერისია სანაპიროს წვეულებებისთვის ან ფოტოსესიისთვის, ვიდრე ყოველდღიური გამოყენებისთვის. გარდა ამისა, შვებულების დროს, ალბათ, ამჯობინებთ, კარგი რუჯი მიიღოთ მთლიან კანზე და არა - ზოლიანი.

image






ასევე დაგაინტერესებთ:


1. შუა საუკუნეების ტრენდები, რომელთა დაბრუნებას არავინ ელოდა

image


2. სილამაზის 11 საიდუმლო, რასაც მოდელები არ ამხელენ

image


3. ცნობილი ქალები, რომლებმაც თმის ფერი შეიცვალეს და ნამდვილი დედოფლები გახდნენ

image


4. ცნობილები, რომლებმაც ძველი კაბები გააცოცხლეს - 18 ფოტო

image


5. 14 მოდური სამოსი, რაც ნებისმიერი ასაკის ქალს მიმზიდველს გახდის

image

0
591
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
591
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0